Sportall.ge-მ ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაზე კომენტარი სთხოვა
Ssportall.ge ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტს, რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და საიტზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობასა და ფეხბურთელთა ხელფასებზე იყო საუბარი, კომენტარი სთხოვა.

"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

ჩელებაძის განცხადებით, ფეხბურთელებისთვის ხელფასების დანიშვნა მათი კლასიდან გამომდინარე ხდება და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი მუნიციპალური დაფინანსებისაა თუ კერძო.

რაც შეეხება "შუქურას" ფეხბურთელის, თორნიკე თარხნიშვილის მაღალ ხელფასს, ჩელებაძის თქმით, ის მისი გუნდის ლიდერია.

- ჯერ ერთი, არცერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა, სანამ თქვენ არ ჩაერეოდით, ვის რამდენი ხელფასი აქვს გუნდში. ჩვენზე ბევრად მეტი ხელფასებია სხვა გუნდებში.

თორნიკე ხელფასს 4 500 ლარს იღებს. რით დაიმსახურა ეს თანხა? ის საჭირო ფეხბურთელია - გუნდის საყრდენი. მოვილაპარაკეთ, ოღონდ ჩვენთან ჩამოსულიყო და მივცემდით ამ ხელფასს. ჩამოვიდა და ღებულობს.

ფეხბურთელის ხელფასის ოდენობა მისი კლასის შესაბამისად განისაზღვრება და შეიძლება უფრო მეტის გადახდაც დაგვჭირდეს. წესია, როდესაც ფეხბურთელი მოგყავს გუნდში, წინასწარ უთანხმდები მას, რაში გჭირდება, რა თანხაზე მოვა სათამაშოდ. მე ჰაერივით მჭირდებოდა ეს მოთამაშე. მას თავისი პირობა ჰქონდა და რადგან მჭირდებოდა, გადავწყვიტე, ეს ხელფასი დაგვენიშნა მისთვის.

ობამას რომ ხელფასი აქვს, იმაზე ასჯერ მეტი აქვს მესის...

- მაგრამ მესი კერძო კლუბში იღებს ამ ხელფასს...

- საიდანაც არ უნდა იღებდეს, ყველა ფეხბურთელი ასეა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გვქონდეს ფეხბურთი, გვყავდეს ბავშვები, ვიწვალოთ და ვითამაშოთ ასე. საყრდენი ფეხბურთელი რომ გჭირდება და გადასაწყვეტი რომ გაქვს თამაში, უნდა გადაუხადო.

- ანუ თორნიკე თარხნიშვილი თქვენი გუნდის ლიდერია?

- ნამდვილად, ის ერთ-ერთი სერიოზული ლიდერია ჩვენი გუნდის.

- მუნიციპალური დაფინანსების გუნდებთან დაკავშირებით არსებობს ეს შეკითხვები. რატომ აქვთ საბიუჯეტო გუნდების ფეხბურთელებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები?

- ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა"... გუნდები, რომლებსაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტები აქვთ. უფროსი მწვრთნელები სუფთად ბევრად მეტს ღებულობენ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ ახლა, თუ გადახედავთ გუნდებში, ბევრია ასეთი.

მაგდა კლდიაშვილი

სპეციალურად Sportall.ge-სთვის

ქართული ფეხბურთის მტერი
ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან ლოქოები აქ ვინმეს ჯერა რო მართლა ფეხბურთელებს აძლევენ 4500 ლარებს ?? :D მიუგდებენ 500 ლარს ან 1000 ლარს დალშე თვითონ აიღებენ.. კიბატონო თუ გინდა 100 000 აიღონ ხელფასი მარა რომელი იმსახურებს რეალურად მთავრობას ატყუებენ მთავრობიდანაც ეყოლებათ წილში :D ფიქტიური მაფია საბოლოოდ ზარალდება ხალხი ისევ და ისევ სტალინი ალალია თქვნაირებზე!! კობიაშვილო გამოდი და ამოიღე ხმა რო წამოსკუპდი მაგ სკამზე სადაა სპორტის მინისტრი ვაბშე ??!!
noe
სად არიან ფეხბურთელები ამ საქართველოში მითხარით,ბიჭებს მაინც ნუ ატყუებთ,თორე მართლა ფეხბურთელი გონია თავი ზოგს )))ეს ჩელებაძე რაც არი კი ეტყობა ეგრევე,მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არი ამათ ხელში როა ფეხბურთი დღეს. თორე ფეხბურთელს 4.5 იც უნდა ქონდეს და მეტიც,მაგრამ სად არიან ფეხბურთელები,სად..გამოაჩინეთ)))

Obamas xalxi uxdis Xelpass da imdeni shegavati aqvs chven arts dagvesizmreba+sidedrits gverdit kavs,chven?nu edrebit sxvebs tqveni saketebeli aketet!
nika
ეს ადამიანი არის ძალიან მატყუარა და ყველაფრის მკადრებელი
Giorgi
მესი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იღებს ამიტომ შედარება ძალიან უადგილოა ბატორო რევაზ!
status quo
ეხლა ფეხბურთელებს შეუჩიჩხინეთ ჰო....
Davit
ბირჟის გამმაგრებელი-ს ფეხბურთზე ხალხი იმიტომ კი არ დადის, არ ყუვართ,, ან ენანებათ ფული, კონკურენცია არ არის,,შესაბამისად არც საინტერესოა ყურება. ფეხბურთი ჩვეულებრივი ბიზნესია და სწორად უნდა დაგეგმა გაკეთება ყვლაფერს.,,, მუქთად რომ ღებულობენ დაფინანსებას ამიტომაც ვერ ვითარდება ფეხბურთი. ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფიანსებაზე თუა საუბარი სხვანიარად უნდა მოხდეს ეს. წლებია,, ბიუჯეტიდან ფინანსდება ფეხბურთი, მერე მობეზრდებათ დაფინანსება ან გამგებელს მოხსნიან და გუნდებიც წყვეტენ არსებობას.. ეს არც ფეხბურთა, როგორც სპორტი არც ბიზნესი, და არც სოციალური პროექტი,,
ფერნანდო
ბატონო რევაზ, "ასჯერ მეტი"--ნამეტანი მოგივიდათ. დაახლოებით ოცჯერ მეტი აქვს ხელფასი მესის ობამაზე.
1
მესის თუ აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ აქვს. მიეცი შენი ჯიბიდან რამდენიც გინდა. მოაჯდნენ სახელმწიფოს კისერზე.
maurinio
magali xelfasi ki unda kondes fexburtels,atkats ar unda azlevdes prezidents am xelpasis nacilis saxit
ggg
ჩელებაძეს ვეთანხმები 100%!!! ...... რა კავშირშია მინისტრი ფეხბურთელთან. ჯერ ერთი მუნიციპალური დაფინანსება კლუბს თუ აქვს, იქ უკვე მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო აღარ წყვიტავს ვინ როგორ ხარჯავს ამ თანხას და თუ ესე აღელვებთ მაშინ შეუწყვიტონ ეს დაფინანსება!!! სახელმწიფო თუ აფინანსებს ესეიგი რომელიღაცა გამგებელმა უნდა განსაზღვროს ვის რამდენი ხელფასი ექნება და ვინ რაში დახარჯავს??? ოოეეე ოოეეე, აბა მაშინ ეს კლუბის მენეჯერები რაღას აკეთებენ? რა საჭიროა კლუბების დირექტორი? ერთის მხრივ ფეხბურთის დახმარება უნდა სახელმწიფოს და მეორეს მხრივ ამდაგვარი ჟურნალისტი გაიჩითება (ვითომ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული) რომელიც დაწერს რომ ვიღაცას მინისტრზე მეტი ხელფასი აქვს.
ბირჟის გამმაგრებელი
მოდით რა ვაფშეემც რაა ერთ 20 ლიტრიან ბოცა ლუდზე იყოს თამაში რა, და პახოდუ წაგებულმა თევზი იკისროს რა. ვაა, 2 ლარი ღირს ბილეთი, მაინც არავინ დადის, მე და გრიშკა სტო გრამს ჩავარტყამთ და მივდივართ რა, მდიდრები ვართ?ვართ ზატო ვერთობით. თქვე მამამიფსმულებო, სტადიონზე თქვენ არ დადიხართ, ბილეთს თქვენ არ ყიდულობთ, სახელმწიფო იხდის ხელფას, რატო იხდის, ბევრიაო? აბა სად ტრ...დან გადაუხადოს ფეხბურთელს ხელფასი გუნდმა? მერე გამოდიხართ და რატო ევროპაზე ვერ გავდივართ ილანძღებით საპოჟნიკებივით? ეს მამაცხონებული, მაშინ სამოყვარულო გავხადოთ რა ფეხბურთი, სახელმწიფოც დაისვენებს და ბალეშიკიც რა!
მურთაზი
მართლაც რა შუაშია მინისტრი და ფეხბურთელის ხელფასები ჩვენი ფეხბურთელები რო ხელფას იღებენ ზოგიერთ მინისტრს მზესუმზირის ფულადაც არ ეყოფა და რას მიკეთებენ მარტო თავიანთ სკამებს არ აციებენ დღეების და თვეების განმავლობაში ჩვენ გვიდა ფეხბურთი და ხელფასებიც არ უხადონ ფეხბურთელებს ასე არ გამოვა უნდა უხადონ კიდევაც მაგრამ ხარისხიანი თამაშიც უნდა მოთხოვონ და არა ის რო ზოგიერთი მინდორზე დასეირნობს და ზოგჯერ მგონია მუშთაეთის პარკში დასეირნობენ
გუჯა კახაძე
საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი. ასე თუ არ მოიქცევით "გაბალა" მონაგონი იქნება!!!!
gela
ფეხბურთელების ხელფასთან დაკავშირებით, შედარებისათვის, რომ ქართველი მინისტრის ხელფასს მოიშველიებ, აი მანდ დაგვერხა მე მგონი. შეიძლება ერთი სპორცმენის ანუ ფეხბურთელის ხელფასი, სხვა, ნებისმიერი სპორცმენის ხელფასს შეადარო (არც ესაა სწორი), მაგრამ რა შუაშია აქ მინისტრი და მისი ხელფასი. ოხ ეს ქართველი ჟურნალისტები.. ვინ ხართ, სად ისწავლეთ ან ვინ გასწავლიდათ... მოკლედ...
aleks
დადუს ვეთანხმები.კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა კრიტიკა კრიტიკის და ისტერიკის შესაქმნელად. რეალურად ვიმსჟელოდ პრობლემაზე.რა შუაშია მინისტრის ხელფასი?
giga
ეეო, ეეო, ..... და სამში ....... რამ გადაგრიათ ერთი, ვერ გამიგია.მუნიციპალიტეტი გამოყოფს ერთიან თანხას გუნდზე, ხოლო მის განაწილებას ახდენა გუნდის მენეჯმენტი. რა არის აქ გაუგებარი? თქვენ რა წინადადება გაქვთ/ რა ყველა ფეხბურთელი ერთნაირად უნდა იღებდეს ხელფას, მიუხედავად იმისა თუ რა სარგებელი მოაქვს ამა თუ იმ ფეხბურთელს გუნდისათვი? .... ეეო და უი თქვენ, .... ჩელე კი ასიანია ტავის გადაწყვეტილებაში.
aleks
თუ სახელმწიფო აფინანსებს კლუბს ხელფასიც ნორმალური უნდა ქონდეს ფეხბურთელს თუ არა და საერთოდ უნდა შეწყდეს მსგავსი დაფინანსება
Davit
დუდა-ს ლილიონები დაურიგებიათ თუ უნდათ.. ოღონდ არა ბიუჯეტის ხარჯზე, რა რის აქ გაუგებარი? არ არის ეფექტური ამდაგვარი დაფინანსება. რამდენი წელია უკვე ასეა შედეგი?
Davit
აქვე დევს სტატია, 12 000 ბავშვზე მეტი არ ვარჯიშობს ფეხბურთშიოოო,, ვერ იხდიან ბავშვები ფულს და როგორ ივარჯიშებენ? უფასო უნდა იყოს ბავშვების ვარჯიში, ეგ საბიუჯეტო თანხა რომ ბავშვების ვარჯიშზე იხაჯებოდეს უკეთესი იქნება. ბავშვების მწვრთნლელებს ბიუჯეტიდან აუნაზღაურონ ხელფასები, ეგ სჯობს ვიდრე , კლუბები დაფინანსდეს.
jorj
მდა......................
dadu
ერთი ხელით ფეხბურთის განვითარება გვსურს მეორეთი კი ძირს ვუთხრით. საერთოდ რა შუაშია მინისტრის ხელფასი? სად მინისტრი და სად ფეხბურთელი? შეიძლება ერთი კლუბის ფეხბურთელის ხელფასი შეადარო სხვა კლუბის ფეხბურთელის ხელფასს მაგრამ მინისტრი რა შუაშია? ჩვენზე მეტი უსაქმური მინისტრები ნეტავ რომელ ქვეყანას ყავს? აბა საქართველოს კლუბებისა და ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის კლუბების ხელფასები შეადარეთ თუ არ შეგრცხვება. დიახაც თუ კლუბის ინტერესებში შედის უნდა უხადოს კიდევაც. ჩვენ შედეგებზე მოვთხოვოთ პასუხი ხელფასს კი თვითონ დაარეგულირებენ. ჯერ ერთი როცა უკრაინა და აზერბაიჯანში იგივე ფეხბურთელი 50 ჯერ მეტს აიგებს მე ძაან მიკვირს კიდევ როგორ ჩერდებიან აქ. ასე სულ მოვსპობთ ჩემპიონატს.
nishe
წილში ესენიც არიან
gurji
მესი ბიუჯეტიდან არ იღებს. და 5000 ლარისას რომელი რას აკეთებს ნეტა??
ეეო, ეეო, .....
ჩვენს მინისტრსა და ობამას შორის კლასში იმდენი სხვაობაა, რამდენის მესისა და "შუქურელებს" შორის? :–)) და რაც მთავარია: აქ ლაპარაკია მუნიციპალურ თანხებზე, თორემ თქვენი შემოსავალი თუ გინდათ კაზინოში წაიღეთ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა