"კლივლენდის" ვარსკვლავმა ოსკარ რობერტსონის გვერდით დაიკავა ადგილი
"კლივლენდ კავალიერზი" ისევ დადგა გამარჯვების გზაზე. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ დევიდ ბლატის შეგირდებმა მიჯრით ორი მატჩის მოგება შეძლეს.

"კლივლენდის" რიგებში ისევ ბევრი ტრავმირებულია, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს გუნდის ლიდერებისთვის. ამჯერად, მთავარი მექულის როლი კევინ ლავმა იტვირთა, რომელმაც მარტო მეორე მეოთხედში ზედიზედ 17 ქულა დააგროვა.

საბოლოოდ, მძიმე ფორვარდის ანგარიშზე 34 ქულა იყო, ხოლო "კლივლენდის" სასტარტო ხუთეულმა გაანადგურა "ორლანდოს" სასტარტოები - 55 ქულით მეტი დააგროვა.

მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა ლებრონ ჯეიმსმა. "კავალიერზის" ლიდერი განსაკუთრებული შედეგიანობით გამორჩეული არ ყოფილა - მხოლოდ 15 ქულა დააგროვა, თუმცა ამას 13 შედეგიანი პასი დაუმატა. ამით ლებრონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ასისტენტების სიაში 25-ე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო "ლეიკერსისა" და "კლიპერსის" ყოფილ მოთამაშეს, ნორმ ნიქსონს.

ახლა ლებრონ ჯეიმსი ერთდროულად შედის TOP25-ში დაგროვილი ქულებითა და შედეგიანი გადაცემებით. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს ჰქონდა.

გუშინ "ოკლაჰომა-სიტის" რიგებში შედგა კევინ დურანტის მოულოდნელი დაბრუნება. ვარსკვლავი "იუტასთან" მატჩში გამოჩნდა მოედანზე. ამას არ ელოდნენ არც მეტოქეები და არც გულშემატკივრები. "ოკლაჰომამ" სოლიდური უპირატესობა ჯერ კიდევ მეორე მეოთხედში მოიპოვა და მასპინძლებს მიახლოების საშუალება არ მისცა.

დურანტი თავისი გუნდისთვის ძრავის როლს ასრულებდა და სულაც არ ეტყობოდა დისკომფორტი ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც ბოლო ექვსი შეხვედრა გამოტოვა.

"მინესოტასა" და "ფილადელფიას" მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ 2015 წლის დრაფტის პირველი და მესამე ნომრები. მართალია, "ფილადელფიამ" ისევ წააგო, მაგრამ ჯალილ ოკაფორმა ყველაფერი გააკეთა "მგლების" ხელმძღვანელობისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მათ დრაფტზე არასწორი არჩევანი გააკეთეს.

ახალგაზრდა ცენტრმა 25 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა და აიძულა კარლ-ენტონი თაუნსი, ზედმეტი პერსონალურები აეღო, რითაც პრაქტიკულად, გამოთიშა ის თამაშს.

ციფრები

- რაჟონ რონდომ 20 შედეგიანი პასი შეასრულა "შარლოტთან" შეხვედრაში. ეს "კინგზის" ახალი რეკორდია მას შემდეგ, რაც კლუბი საკრამენტოში გადაბარგდა. შედარებისთვის: ამ სეზონში რონდოს უკვე ხუთი ისეთი მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც 15 ან მეტი შედეგიანი პასი შეასრულა.

NBA-ს დანარჩენ მოთამაშეებს ერთად ორი ასეთი მატჩი ჰქონდათ. თავად რონდოსთვის ეს იყო კარიერაში მეშვიდე მატჩი მინიმუმ 20 შედეგიანი გადაცემით. მოქმედ მოთამაშეებს შორის ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის.

- შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "ფილადელფიამ" ზედიზედ 25-ე მატჩი წააგო. თუ "სიქსერზი" კიდევ ერთ შეხვედრას დათმობს, ამით გაიმეორებს ლიგის საკუთარ ანტირეკორდს ყველაზე გრძელი მოუგებელი სერიის მიხედვით. გარდა ამისა, "ფილადელფიას" სამი წაგება აშორებს ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ სტარტამდე.

- 78 ქულა დააგროვეს "მაიამისთან" მატჩში "ნიუ იორკის" კალათბურთელებმა. ეს ამ სეზონში ყველაზე დაბალი შედეგიანობაა. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ნიქსმა" საკუთარი ტყორცნების მხოლოდ 32 პროცენტი გამოიყენა. ასეთი დაბალი სიზუსტე გუნდს ბოლო 212 მატჩია არ უჩვენებია.

შარლოტი-საკრამენტო 127:122 (ო)

33:30, 27:30, 14:31, 38:21, 15:10

შ: უოკერი (39), ბატუმი (18+10 მოხსნა+8 პასი), ლინი (14), ზელერი (12), ლემბი (11), ჯეფერსონი (10).

ს: კაზინსი (30+11 მოხსნა), გეი (28+10 მოხსნა), ბელინელი (17), რონდო (14+8 მოხსნა+20 პასი), მაკლემორი (10), კუფოსი (10+7 მოხსნა).

კლივლენდი-ორლანდო 117:103

29:27, 30:28, 33:21, 25:27

კ: ლავი (34+8 მოხსნა), სმიტი (26), დელავედოვა (15+9 პასი), ჯეიმსი (15+13 პასი), ტომპსონი (9+14 მოხსნა).

ო: ნიკოლსონი (18+8 მოხსნა), ფურნიე (13), ვუჩევიჩი (12), ნაპიერი (11+9 პასი), გორდონი (11), ოლადიპო (10).

მაიამი-ნიუ იორკი 95:78

26:19, 26:11, 21:26, 22:22

მ: უეიდი (16), ბოში (16), დარგიჩი (13+9 მოხსნა), ჯონსონი (12), უაიტსაიდი (11+11 მოხსნა+5 დაფარება).

ნ-ი: ენტონი (21+8 მოხსნა), პორზინგისი (20+14 მოხსნა), ლოპესი (12+8 მოხსნა), აფლალო (11).

მილუოკი-დეტროიტი 109:88

25:26, 33:22, 30:14, 21:26

მ: მონრო (20+13 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (17), მიდლტონი (16), ბეილესი (14), კარტერ-უილიამსი (12+8 პასი), პარკერი (12), ვასკესი (10).

დ: კოლდუელ-პოუპი (17), ჯონსონი (16), დრამონდი (15+15 მოხსნა), ტოლივერი (13).

მინესოტა-ფილადელფია 100:95

19:26, 27:26, 28:21, 26:22

მ: უიგინსი (32), ლავინი (12), დიენგი (12), მარტინი (11), რუბიო (8+11 პასი), გარნეტი (8+10 მოხსნა).

ფ: ოკაფორი (25+12 მოხსნა), კოვინგტონი (18), ტომპსონი (15), კენანი (14).

სან ანტონიო-ფინიქსი 98:84

20:17, 24:17, 23:26, 31:24

ს-ა: ლეონარდი (24+13 მოხსნა), პარკერი (20+8 პასი), მილსი (10).

ფ: მარკიფ მორისი (28+8 მოხსნა), კაითი (18+8 პასი), უორენი (16).

იუტა-ოკლაჰომა 89:111

20:23, 26:40, 22:25, 21:23

ი: ჰეივორდი (19), ფეივორსი (11+7 მოხსნა), გობერი (10).

ო: დურანტი (27), უესტბრუკი (20+7 მოხსნა+9 პასი), მოროუ (15), უეიტერსი (12+6 პასი), იბაკა (11+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო