სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარი ყოფილა
თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებიდან 34 წელი გავიდა. დღევანდელი ქართული ფეხბურთის მდგომარეობის ფონზე, ამის გახსენებაც ბევრს აღიზიანებს - მოკვდა ქართული ფეხბურთი და 100 წლის წინანდელი ამბებით ნუ შეგვჭამეთო...
...მაგრამ ის ქართული ფეხბურთი არა მხოლოდ საქართველოში გვახსოვს, არამედ, პოსტსაბჭოეთშიც და... ინგლისშიც კი. გაიხსენეთ, ბრიტანული "გარდიანის" 2015 წლის სექტემბრის სტატია, რომელშიც 70-80-იან წლებში ინგლისურ კლუბებთან თბილისის "დინამოს" წარმატებები გაიხსენეს. სტატიის ავტორი გრეგ მაკკრაგენი მაშინ ახალგაზრდა იყო, როცა "აპტონ პარკზე" ლონდონის "ვესტ ჰემისა" და თბილისის "დინამოს" თამაშს დაესწრო.
"იმ დღიდანვე გავხდი დინამოს" ფანი, ისევე, როგორც სტადიონზე მყოფი "ჰამერების" ("ვესტ ჰემის" მეტსახელი) თითქმის ყველა გულშემატკივარი. მატჩის შემდეგ ტაშით გააცილეს უცნობი "სუპერმენები", რომლებმაც "ჰამერებს", მანამდე კი "ლივერპულს", ისეთი გაკვეთილები ჩაუტარეს, ეს მატჩები უეფამ მომავალი მწვრთნელების სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანოს", - წერდა "გარდიანის" ჟურნალისტი.
საინტერესო იყო ამ წერილის კომენტარები, სადაც ერთ-ერთი ფანი ამბობს: "მე მანამდე მსგავსი არაფერი მენახა, თუ არ ჩავთვლი ბრაზილიელების თამაშს".
აღმოჩნდა, რომ მაშინდელ თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტიც ყოფილა.
ეს გახლავთ დოქტორ ბენარდ ალიუ, რომელიც ICAO-ს 2013 წლიდან თავკაცობს. 2005-13 წლებში ის ამ საბჭოში ნიგერიის წარმომადგენელი გახლდათ, ეკავა ვიცე-პრეზიდენტის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური კომიტეტების თავმჯდომარის, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელის პოსტები. ჯამში, მას სამოქალაქო ავიაციაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავე დროს, არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სამოქალაქო და კოსმოსური სამართლის განხრით კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
მაგრამ ჩვენთვის მთავარი სულ სხვა რამაა - ბენარდ ალიუ არის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს, საქმეზე ლაპარაკის შემდეგ, მან არაერთხელ გაიხსენა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები - დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია...
იცნობს უფრო ადრეულ და ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდგომ ვარსკვლავებსაც. ბოლო შეხვედრაზე კი ქართველ კოლეგებს ძველი დანაპირები შეახსენა - იქნებ, დინამოელთა ავტოგრაფიანი ბურთი მაჩუქოთო...
მალე, კანადის ქალაქ მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესი გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და ბატონ ალიუს შეპირებულ საჩუქარსაც გადასცემენ.
ისე, საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ, რომ ოდესღაც ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე დავიყვანეთ? ასე თუ გავაგრძელებთ, იქნებ ძველი წარმატებებისაც, რითიც დღემდე ვიწონებთ თავს, აღარავინ დაიჯეროს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
123
როდის იყო საქართველო ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა? )) მაშინდელი დინამო იყო საბჭოთა ფეხბურთის წარმომადგენელი, პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები, რომელიც კლუბის სახელით თამაშობდა - საკლუბო ანომალია, როგორც ბევრი რამ მაშინდელ საბჭოეთში. ეს იმ თაობის წარმატებას, რა ტქმა უნდა, არ აკნინებს , თუმცა შეეშვით ამ თვითგვემასაც - ქართული ფეხბურთი იმ სიმაღლეებზე არასდროს ყოფილა, ის საბჭოთა ფეხბურთი იყო...
გუჯა კახაძე
ბ-ნო მერაბ! თქვენ შეკითხვაზე:ისე, საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ, რომ ოდესღაც ცნობილი საფეხბურთო ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე დავიყვანეთ? გიპასუხებთ: 1)თბილისი დინამოს მწვრთნელი ახერხებდა ცოდნის მუდმივად შევსებას. 2)მას ჰქონდა მეტი ინფორმაცია ვიდრე მის მოწინააღმდეგეს, ამიტომ გამატჯვების მეტი შანსიც ჰქონდა. 3)საქმეს სუფთა გულით აკეთებდა. 4)კარგად ერკვეოდა ქართველი ფეხბურთელის ფსიქოლოგიაში. 5)ნორმატივების ჩაბარებას ყოველთვის ითხოვდა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა