"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "რომასთან" (6:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "რომასთან" (6:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესაძლოა, "რომა" მაშინ გვეწვია, როცა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით და ამ დროს ჩვენ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

შეიძლება თუ არა, რომ ამ "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ვუწოდოთ? ბევრი ჟურნალისტი გვეკითხება ამას, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს.

ჩვენ მხოლოდ მაქსიმუმის გაკეთება და რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოპოვება გვსურს.

ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ამიტომ თამაში ზოგიერთ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს. მატჩის ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ალბათ, ტერ შტეგენი უფრო კმაყოფილი იქნებოდა.

გულშემატკივრებს მოსწონთ, როგორ თამაშობს გუნდი და ჩემი შეგირდებიც სიამოვნებას იღებენ თამაშისგან.

ყველამ იცის, რა შეუძლია მესის. უკვე დიდი ხანია, მისი თამაშით ვტკბებით და იმედი მაქვს, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდება.

ჩვენი ტრიო (მესი, ნეიმარი, სუარესი) გუნდზე შესანიშნავად მუშაობს. ისინი ჩვენს კოლექტივს უკეთესს ხდიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სუარესი დიდი ხანია "ბარსელონაში" თამაშობს. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია შეეწყოს ჩვენი თამაშის სტილს", - თქვა ენრიკემ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Football Italia-სა და uefa.com-ის მიხედვით

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა