ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯილდო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან დღეს მიიღო
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერს ღირსების ორდენი გადაეცა. პრეზიდენტისა და საქართველოს სახელით ვიზერმა ჯილდო საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან დღეს მიიღო.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარიუს ვიზერი ქართული ძიუდოს სკოლის გულშემატკივარია და დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ძიუდოს წინაშე. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ვიზერის დამსახურებას 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებაში.

დღესვე მარიუს ვიზერმა ბაქრაძეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო გადასცა. მისი თქმით, საქართველოში ძიუდოს დიდი ტრადიციები აქვს და სპორტის ამ სახეობას მთავრობაც უჭერს მხარს.

მარიუს ვიზერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ყველა დიდ სპორტულ შეხვედრას.

პარლამენტიდან მარიუს ვიზერი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მივა, სადაც მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის დომინანტური მატჩი - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური "მშრალი მატჩი" და "ლივერპულის" "ასტონ ვილასთან" გამარჯვება
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა
"ნიურნბერგმა" მოიგო - ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება