ზვიადაურისა და ხერგიანის გაცილება თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე შედგა
დღევანდელი დღე სასიხარულოცაა და სევდიანიც, რადგან სპორტიდან ვაცილებთ ასეთ ვარსკვლავებს. ვფიქრობთ, არა მხოლოდ ქართული სპორტის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიას შემორჩება - 1981 წელს ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი გოლი თასების მფლობელთა თასის ფინალში და ზვიადაურის ზეაწეული თითი 2004 წელს ათენის ოლიმპიადის ფინალში - ზურაბ ზვიადაურისა და ნესტორ ხერგიანის გაცილების საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვებიც, ალბათ, ბევრს მოჰგვრიდა სევდას ასეთი დონის სპორტსმენთა წასვლის გამო. თან იმ ბედნიერ წუთებს კიდევ ერთხელ გაახსენებდა მთელი სიცხადით...

დიდ ჩემპიონთა გაცილება მართლაც სევდიანი გამოდგა - როცა "მრავალჟამიერის" ჰანგებზე ორივე სპორტსმენი მხარზე შესმული შემოატარეს სპორტის სასახლის დარბაზში, ზვიადაური დაუფარავად ტიროდა! ოლიმპიურმა ჩემპიონმა რამდენჯერმე შეიმშრალა ცრემლი, მაგრამ ემოციებს ვერ გაუმკლავდა. ხერგიანს უფრო მხნედ ეჭირა თავი და გარეგნულად მღელვარება არ ეტყობოდა, რამდენიმე ათასი კაცი კი დიდხანს უკრავდა ტაშს. ეს ალალი ოვაცია იყო, რომელიც მათ ასევე ალალად დაიმსახურეს იმ სიხარულისთვის, რასაც წლების განმავლობაში ანიჭებდნენ ქომაგს.

''სპორტიდან წასვლა ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძნელია. გული მწყდება, ასე რომ მოხდა. გული მწყდება იმაზეც, რომ სპორტში გაცილებით მეტის მიღწევა შემეძლო. დიდი მადლობა მთელ ერს, ჩემს ქომაგს, განსაკუთრებით კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ალბათ, გახსოვთ ის 4 წამი ათენის ოლიმპიადის ნახევარფინალში ფრანგ ფრედერიკ დემონფოკონთან – მაშინ ღმერთის ნება იყო, მეტოქე რომ გააფრთხილეს'', - განაცხადა ზვიადაურმა.

''ძალიან დიდი მადლობა ყველა ქართველს, თითოეულ ქომაგს, ვინც მთელი ეს წლები გვგულშემატკივრობდა'', - თქვა ხერგიანმა.

ზვიადაურისა და ხერგიანის გაცილება თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე შედგა. როგორც ასეთ ცერემონიალს შეეფერება, იყო უამრავი მილოცვა, ტაში და თბილი სიტყვები. ნაცვლიშვილის გარდა, მათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე მიესალმნენ.

გამომსვლელებმა არაერთგზის აღნიშნეს ამ ფალავანთა დამსახურება არა მხოლოდ ქართული, მსოფლიოს ძიუდოს წინაშე და გამოთქვეს სინანული სპორტიდან მათი წასვლის შესახებ. ითქვა, რომ ზვიადაური განსაკუთრებული ტალანტი იყო, ხერგიანი კი გაცილების შემდეგაც დარჩება მისაბაძი მაგალითი, როგორც უაღრესად პროფესიონალი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული სპორტსმენი.

გამომსვლელები იმით ინუგეშებდნენ თავს, რომ ორივე რჩება ქართულ ძიუდოში და ამჯერად მწვრთნელის რანგში აგრძელებენ მუშაობას. ზვიადაურსა და ხერგიანს გადაეცათ სეოკ-ის ოქროს მედალი. ისინი მედლებით ვარძელაშვილმა და ვიზერმაც დაასაჩუქრეს. მედალი მიიღო თავად ვიზერმაც – სეოკ-მა დააჯილდოვა იმ სამსახურისთვის, რაც "თბილისი-2015" საარჩევნო კამპანიისას გააკეთა და რასაც მანამდე ქართული ძიუდოსთვის აკეთებდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე