ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანდორა" სტუმრად "მურსიას" შეხვდა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშისა, დაძაბულ ბრძოლაში - 72:76 დამარცხდა
გიორგი შერმადინმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდ "მორაბანკ ანდორაში" საუკეთესოც იყო, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანდორა" სტუმრად "მურსიას" შეხვდა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშისა, დაძაბულ ბრძოლაში - 72:76 დამარცხდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე ყოფნა კი 21:23 წუთს მოუწია. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

ანდორელთა ქართველმა ცენტრმა საბოლოოდ 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი შეადგინა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა, ხოლო ანდორელი ტომას შრეინერისამ - 12. ამ უკანასკნელმა 30 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ - 32:32 დასრულდა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 4 ქულით იგებდნენ და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მურსიელებმა მოახერხეს და ფრედ დასრულებული ბოლო მეოთხედის შემდეგ 4-ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს. მასპინძლებს ფაკუ კამპაცომ ულიდერა, რომელმაც 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.

3 მოგებითა და 5 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-11-მე-14 ადგილებს იყოფს. მორიგ მატჩს შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, შინ სან სებასტიანის "რეტაბეტთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში