ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ენდიმ ფინალის თამაში არ იცის

ენდიმ ფინალის თამაში არ იცის

ვარაუდი გამართლდა - ავსტრალიის ღია პირველობა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბელგიელი კიმ კლაისტერსის ტრიუმფით დასრულდა

ავსტრალიის ღია პირველობა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბელგიელი კიმ კლაისტერსის ტრიუმფით დასრულდა. ნოვაკმა კარიერაში მეორედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი (ორივეჯერ - ავსტრალია), მიურეიმ კი მესამედ ითამაშა ამ ეტაპზე და მესამედ ისე წააგო, რომ სეტი არ აუღია.

ექსპერტთა უმრავლესობა მატჩის წინ ჯოკოვიჩს ანიჭებდა უპირატესობას. მან უფრო დამაჯერებლად გაიარა წინა რაუნდები და მხოლოდ ივან დოდიგს დაუთმო ერთი სეტი, ამასთან, ბერდიხსა და ფედერერს შეხვდა. შოტლანდიელს უფრო იოლი ბადე ჰქონდა და მეტი პრობლემა. განსაკუთრებით მას დოლგოპოლოვთან და ფერერთან მატჩებში გაუჭირდა.

პირველი სეტი ჯოკოვიჩის მცირე უპირატესობით მიდიოდა, რადგან მიურეის პირველი მოწოდების პროცენტი არ უვარგოდა და მის გეიმებზე ყოველთვის ბრძოლა იყო. ერთ-ერთი ასეთი გეიმის დროს ნოვაკმა ორი სეტბოლი მიიღო და პირველივე გამოიყენა - 6:4.

შემდეგ სეტშიც მიურეის პირველივე გეიმში ბრძოლა გაჩაღდა. სერბმა ორი ბრეიკპოინტი მიიღო და მეორე ცდაზე შემოვლითი დარტყმით ბრეიკი გააკეთა. ასეთმა წარუმატებელმა სტარტმა ძალიან ცუდად იმოქმედა ენდიზე და მისი თამაში მთლიანად მოიშალა.

ჯოკოვიჩმა 5:0-მდე აიყვანა უპირატესობა, რის შემდეგაც ოდნავ მოდუნდა და მიურეის ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა (აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრიტანელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია). ნოვაკმა მეორე სეტი 6:2 მოიგო.

მესამე სეტის დასაწყისში მიურეიმ მოულოდნელად ჯოკოვიჩის მოწოდება აიღო, მაგრამ ეს უფრო სერბის დამსახურება იყო, რომელმაც 40:30-ზე იოლი გათამაშება ვერ მოიგო. ამ ბრეიკს ბრიტანელის მხრიდან თამაშის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ენდი ისევ ბევრ შეცდომას უშვებდა და ჯოკოვიჩმა მომენტალურად გაათანაბრა ანგარიში, მალე კი წინ გავიდა - 3:1. მიუხედავად ამისა, მიურეის ბრძოლა არ შეუწყვიტავს და ბრეიკიც დაიბრუნა, შემდეგ ისევ დაკარგა და საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ეს სეტიც იოლად აიღო - 6:3.

კაცებისგან განსხვავებით, ქალებს შორის ფინალმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. არადა, იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოცდილი კიმ კლაისტერსი იოლად მოუგებდა ჩინელ ნა ლის. ბელგიელი მერვედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის" ფინალში, იმ დროს, როცა ლის პირველად უწევდა ასეთ დონეზე გამოსვლა. თუმცა ჩინელს ერთ თვეში 29 წელი უსრულდება და მისი მხრიდან გამოუცდელობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ნა ლიმ 2010 წლის ავსტრალიის ღიაზეც შესანიშნავად ითამაშა - ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სერენა უილიამსთან წააგო. წელს აზიელს ამავე სტადიაზე ისევ პირველ ჩოგანთან მოუწია თამაში და ამჯერად გაუმართლა - ვოზნიაცკიზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.

და მაინც, თუ ლის გამოჩენა ფინალში მოულოდნელობად შეფასდა, კლაისტერსისგან სხვა შედეგს არც ელოდნენ. ბელგიელმა პირველივე მატჩში დაადასტურა საბრძოლო განწყობა, როცა ერთი გეიმიც არ დაუთმო მსოფლიოს პირველ ჩოგან დინარა საფინას. ტურნირის მსვლელობისას ბელგიელი ლოკალური ხასიათის პრობლემებს აწყდებოდა, მაგრამ იოლად ძლევდა მათ ისე, რომ სეტსაც არ თმობდა. როგორც გითხარით კიმი მერვედ გავიდა "დიდი სლემის" ფინალში, თუმცა აქამდე მხოლოდ სამი ტიტული ჰქონდა მოგებული და სამივე ამერიკის ღიაზე.

პირად შეხვედრებში უპირატესობა ასევე კლაისტერსის მხარეს იყო - 4:2, თუმცა მათი ბოლო შეხვედრა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სიდნეის ფინალში გაიმართა, ჩინელის სასარგებლოდ დასრულდა. მაშინ ბელგიელი პირველ პარტიაში 5:0-ს იგებდა, მაგრამ მოახერხა მატჩის ორ სეტში წაგება.

ნა ლი ვერ გაუმკლავდა სასტარტო მღელვარებას და პირველი ორი გეიმი ბელგიელს დაუთმო, მაგრამ შემდეგ ჩინელი გონს მოეგო და ინციატივა მოიპოვა. კიმს ბოლო დარტყმებისას სიზუსტე აკლდა, თანაც ლი ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდა და არაერთხელ გამოვიდა გამარჯვებული თითქმის უიმედო სიტუაციიდან. ამის წყალობით ჩინელმა სამჯერ აიღო პირველ სეტში კლაისტერსის მოწოდება - 6:3. მთელი პარტიის განმავლობაში ბელგიელს მხოლოდ სამი "ვინერსი" (საკუთარი დარტყმით აღებული ქულა) ჰქონდა.

ბელგიელი მიხვდა, რომ მის თამაშში რაღაც შესაცვლელი იყო და მეორე სეტის სტარტიდანვე აქტიურობას მოუმატა. თუმცა ორივე ჩოგბურთელს მღელვარება უშლიდა ხელს და მათ კარგა ხანი უჭირდათ საკუთარი მოწოდებების შენარჩუნება. სეტის შუაში კი კიმის აქტიურობამ შედეგი მოიტანა. ნა ლი მიხვდა, რომ ინიციატივას კარგავდა და ანერვიულდა. იმატა შეცდომებმაც, კიმი კი ჯიუტად აგრძელებდა საკუთარ თამაშს და ამან მას სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 6:3.

გადამწყვეტ პარტიაში ლიმ თავიდანვე წინ გაუშვა მეტოქე. რაღაც მომენტში თითქოს დაუბრუნდა იმ თამაშს, რომელიც პირველ სეტში ჰქონდა, მაგრამ ინიციატივის დაბრუნებაში უამრავი შეცდომა უშლიდა ხელს. კიმი კი ბოლომდე კონცენტრირებული იყო საბრძოლველად და მეტოქისგან განსხვავებით, არც მსაჯებს, არც გულშემატკივრებსა და არც ფოტოაპარატების ჩხაკუნს აქცევდა ყურადღებას. ბოლო გეიმი მან ნულზე მოიგო და 6:3 გაიმარჯვა.

ბელგიელი ძალიან მიუახლოვდა რეიტინგში პირველ ადგილს - ახლა მას მხოლოდ 140 ქულა აშორებს კაროლინ ვოზნიაცკიმდე. თავის მხრივ, ნა ლი მისთვის სარეკორდო - მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლებს.

მამაკაცებს შორის წყვილთა თანრიგიც ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა - კარიერაში "დიდი სლემის" მეათე ტიტული მოიპოვეს ამერიკელმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა.

მათ სულ რაღაც საათი და 8 წუთი დასჭირდათ ინდური დუეტის - მაეშ ბჰუპატისა და ლეანდერ პაესის დასამარცხებლად. მატჩის ანგარიშია - 6:3, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ტყუპებმა მეხუთედ მოიგეს ავსტრალიის ღია პირველობა და ამ მაჩვენებლით ერთი ტიტულით ჩამორჩებიან ლეგენდარულ ავსტრალიელებს - მარკ ვუდფორდსა და ტოდ ვუდბრიჯს. ამ ავსტრალიელთა მთავარი რეკორდი - ATP-ის ტურნირებზე 61 ტიტული ბრაიანებმა შარშან აგვისტოში გააუმჯობესეს და ახლა მათ ანგარიშზე 68 ტიტული მოდის.

რაც შეეხება შერეულ წყვილებს, აქ პირველობა კატარინა სრებოტნიკმა და დანიელ ნესტორმა მოიპოვეს. მათ სამ სეტში - 6:3, 3:6, 10:7 დაამარცხეს ჩან-იუნ ჩანისა და პოლ ჰენლის დუეტი. აღსანიშნავია, რომ სრებოტნიკმა ამ დისციპლინაში მეხუთე ტიტული მოიგო და "კარიერული სლემის" გასაფორმებლად უიმბლდონის მოგება სჭირდება.

კაცები

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ენდი მიურეი (ბრიტ, 5) 6:4, 6:2, 6:3.

ქალები

ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-ნა ლი (ჩინ, 9) 3:6, 6:3, 6:3.

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ