ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

სექსი ვაშინგტონთან
ივლისში ვაშინგტონში ვიყავი, როცა ნიუ იორკიდან ჩემმა მეგობარმა ოუიმ დამირეკა. ვაშინგტონში იარაღით ჩვენი ძველი მეგობარი მოკლეს და ოუის ეშინოდა, რომ ეს ნაძირლები ჩემზეც დაიწყებდნენ ნადირობას.

არ მინდოდა ქუჩაში იქამდე გამოჩენა, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდებოდა. ამიტომაც საღამოს უიტნი ჰიუსტონის კონცერტზე გავემგზავრე. მის გამოსვლას კულისებიდან ვუყურებდი და გავესაუბრე კიდეც კონცერტის შემდეგ. ნიუ იორკში უკანა გზაზე ფილადელფიაში შევიარე, სადაც "სპექტრის" დახურულ სტადიონზე "ბუდვაიზერ სუპერფესტის" ორგანიზებული კონცერტი იმართებოდა.

ამ შოუში კრეიგ ბუგი მუშაობდა. მასთან ერთად კულისებში ვიდექი, როცა ემ სი ჰამერის ჯგუფის ერთ-ერთი მომღერალი ბი ენჯი ბი მომიახლოვდა და შებმა დამიწყო.

საღამო ერთად გავატარეთ, შემდეგ სექსი გვქონდა. ენჯიმ მითხრა, რომ ინდიანაპოლისში ფესტივალზე აპირებს გამოსვლას, რომელიც "ბლეკ ეკსპოს" (ამერიკული არაკომერციული ორგანაზაცია, რომელიც ეთნოკულტურის საკითხებით არის დაკავებული) მიერ იყო ორგანიზებული. უფრო ადრე, წმინდა მამა ჩარლზ უილიამსმა დამირეკა, რომელიც ასევე მუშაობდა "ბლეკ ეკსპოზე", ამიტომაც იქ გამგზავრება გადავწყვიტე.

ვცადე ყველა პირადი მცველი თავიდან მომეცილებინა. ენტონი ლოს ანჯელესში იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა. რუდის თავად ვუბრძანე, არ წამოსულიყო ჩემთან ერთად. მან ენტონის დაურეკა, რომელიც ჯონ ჰორნს დაუკავშირდა და მათ ერთად გადაწყვიტეს, რომ ინდიანაპოლისში დეილ ედვარდსი დამხვდებოდა. დეილი დონ კინგის ნათესავი იყო. კლივლენდის პოლიციის ოფიცერი გახლდათ.

მე და დეილი სასტუმროში მოვეწყვეთ. შემდეგ მძღოლმა ლიმუზინით ბი ენჯი ბისთან წამიყვანა. მთელი საღამო ღამის კლუბში გავერთეთ, სამი ბოთლი შამპანური გამოვცალეთ. გადავიხადე, გარეთ გამოვედი და ენჯის პირადმა ფოტოგრაფმა პატარა ფოტოსესიის მოწყობა მთხოვა. ღამის სამის ნახევარზე სასტუმროში დავბრუნდით, სადაც დილამდე სექსი გვქონდა. ენჯი დილით წავიდა, თავისი გამოსვლისთვის მოსამზადებლად.

მოგვიანებით წმინა მამა უილიამსი მოვიდა. მას "ბლეკ ეკსპოს" ფესტივალზე უნდა წავეყვანე. უილიამსმა შემომთავაზა - მივსალმებოდი სილამაზის კონკურსის - "მის შავი ამერიკის" მონაწილეებს.

სასტუმრო "ომნის" დარბაზში შევედით და გოგონები ჭკუიდან შეიშალნენ.

- შეხედეთ, მაიკ ტაისონი! - ყვიროდნენ ისინი.

მათთან მივედი, გარს შემომეხვივნენ და ხვევნა-კოცნა გამიმართეს. პარალელურად, მცირე სარეკლამო რგოლს იღებდნენ, ამიტომაც, სანამ კონკურსანტები მხიარულობდნენ და ცეკვავდნენ, მე მათ მწკრივს მსუბუქი ცეკვით ჩავუარე და რაღაც სისულელე ვიმღერე. ტექსტს თანდათან ვიგონებდი: "თითქოს სიზმარში ვარ, დღითიდღე, გარშემო ბევრი ლამაზი ქალია!" სავარაუდოდ, სრულ იდიოტად გამოვიყურებოდი.

სანამ გოგონები ჩემ გარშემო ტრიალებდნენ, მათთან ფლირტი დავიწყე: "ეი, უარს არ ვიტყოდი დღეს საღამოს შენთან შეხვედრაზე. რას იტყვი? თუ ჩემთან მოხვალ საღამოს, შესანიშნავ დროს გაატარებ". ისინი ებმებოდნენ ამაზე. დიდი ღორი ვიყავი.

სარეკლამო რგოლის პირველ დუბლში ერთ-ერთ კონკურსანტს, დეზირე ვაშინგტონს მოვხვიე ხელი და ვუთხარი, რომ საღამოს მასთან შეხვედრა მინდოდა. ზედმეტად მეპრანჭებოდა და შეხვედრის წინააღმდეგ არ წასულა. ავუხსენი, რომ რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი, საღამოს კი მასთან შეხვედრას ვაპირებდი. ისიც კი ვთხოვე, მეგობარი გოგონა წამოეყვანა, რომ სამკაციანი საღამო მოგვეწყო.

ცოტა ხანში ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ის ყველაფერს შესანიშნავად მიხვდა: დღეს საღამოს სექსი გვექნებოდა. დღის მეორე ნახევარში "ბლეკ ეკსპოს" გახსნაზე შევხვდი. თავისი ნომრის მეზობელ გოგონასთან ერთად მოვიდა. ისიც უნდა წამოსულიყო ჩემთან.

- ტყუპებივით ხართ, - ვთქვი მათ დანახვაზე.

დეზირემ რამდენიმე ფოტო მაჩვენა, რომელიც კონკურსის დროს საცურაო კოსტიუმებში ჰქონდა გადაღებული. როგორც ჩანს, უნდოდა, უფრო კარგად შემესწავლა ის. კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ საღამოს ჩემთან მოვიდოდა.

ქალაქში საშუალო ასაკის შავი ლედი დამატარებდა ლიმუზინების გაყიდვისა და იჯარის კომპანიიდან. მე და დეილი ვამასხარავებდით ჩვენს მძღოლს, სულელ და მახინჯ ძუკნას ვეძახდით. ერთხელ ვაიძულე, ლიმუზინი გაეჩერებინა, მანქანიდან გადმოვედი და პირდაპირ ქუჩაში მოვისაქმე. სრული იდიოტი ვიყავი და ეს მოგვიანებით ცუდად შემომიბრუნდა - მაშინ, როცა სასამართლოში აძლევდა ჩვენებას.

კონცერტის შემდეგ დეილთან ერთად მანქანაში დავბრუნდი და დეზირეს დავურეკე. სასტუმროში საკუთარ ნომერში იყო. ვთხოვე თავისუფალი ტანსაცმელი ჩაეცვა, მაგრამ მაინც გაოცებული დავრჩი, როცა თავისუფალი კაბითა და მოკლე შარვლით გამომეცხადა - მზად იყო მოქმედებისთვის. უკანა სავარძელზე ხვევნა-კოცნა დავიწყეთ. მისი სასტუმრო ერთი კვარტლის მოშორებით იყო ჩემს ოტელთან. ლიმუზინიდან გადმოვედით და ჩემი ლუქსისკენ გავემართეთ. დეილი თავის ნომერში წავიდა.

მოგვიანებით, როცა ეს სიბინძურე ამოტივტივდა, ენტონი განრისხებული იყო დეილის მოქმედებით. ყველაფერში ადანაშაულებდა მას, რაც ინდიანაპოლისში დამატყდა თავს. ჩემი პირადი მცველებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემი ლუქსის მისაღებში ყოფნა მაშინაც კი, როცა საწოლში გოგონა მყავდა, განსაკუთრებით, უცნობი.

ხშირად სექსის შემდეგ მისაღებში გასვლისას, იქ მყოფ ენტონის გადავეყრებოდი ხოლმე. ის სპეციალურად იმყოფებოდა იქ, რათა მოესმინა ყველაფერი და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა. ხანდახან საკუთარ საძინებელში პირად მცველს ვუშვებდი და ჩვენ ერთსა და იმავე გოგონასთან გვქონდა სექსი.

დეზირე ლუქსში შემოვიდა და პირდაპირ საძინებლისკენ გავეშურეთ. ბუდას პოზაში დაჯდა და ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. მე მგონი, მან იცოდა მტრედებით ჩემს გატაცებაზე. როდ-აილენდზე მომიყვა. ისიც კი განვიხილეთ, რომ კიდევ შევხვედროდით ერთმანეთს, როცა აღმოსავლეთში ვიქნებოდი.

ჩვეულებრივ, არ მომწონს დაწვრილებით საკუთარი სქესობრივი აქტის მოყოლა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ამის გაკეთება იმ მძიმე შედეგების გამო, რამაც ეს "ნოკაუტი" გამოიწვია.

საუბრის შემდეგ კოცნა დავუწყე. ამას კუნილინგუსი მოჰყვა. ჩვეულებრივ, ყოველთვის ასე ვიქცევი, რადგან დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ სექსის დაწყებამდე ქალი უკვე დაკმაყოფილებულია.

ორალური სექსი კიდევ ოცი წუთი გაგრძელდა, შემდეგ სექსზე გადავედით. მომეჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო. რაღაც მომენტში უხერხულად იგრძნო თავი - დაიჩივლა, რომ ძალიან დიდი ვიყავი. მაშინ ზემოდან შევთავაზე და დათანხმდა. ვერ ვიტანდი პრეზერვატივს, ამიტომაც, სანამ მოვრჩებოდი, მისგან გამოვედი.

უკვე გვიან იყო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უნდა ავმდგარიყავი, რომ ნიუ იორკის პირველი რეისისთვის მიმესწრო. ვუთხარი, რომ ჩემს ნომერში დარჩენა შეეძლო, რადგან სასტუმრო "ომნიში" პატარა ნომერი ჰქონდა და თან იძულებული იყო, ის სხვა გოგონებთან გაეყო. მაგრამ მან თავის სასტუმროში წაყვანა მთხოვა.

ეს არარეალური იყო. ავუხსენი მას, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ჩამოვსვამდი სასტუმროსთან, როცა აეროპორტში წავიდოდი.

- არა, ახლა წამიყვანე! - გაჯიუტდა ის.

- წადი, შენი...! - ვუპასუხე მე. - მომშორდი!

უხეში და გაზულუქებული 25 წლის ბიჭი ვიყავი.

დეზირე ადგა, ჩაიცვა და ნომრიდან გავიდა. ჩემი პირადი მცველი დეილი, რომელიც, წესით, ლუქსის მისაღებში უნდა მჯდარიყო, საკუთარი ნომრიდან დერეფანში გამოვიდა შეკვეთილი ჰამბურგერების მისაღებად. დეზირემ გვერდით ჩაუარა, შემდეგ ჩემს ლიმუზინში ჩაჯდა და მძღოლს სასტუმროში წაყვანა უბრძანა.

მძღოლს მხოლოდ ერთი რამ უთხრა:

- არ მჯერა. მე მისი არ მჯერა. თავი ვინ ჰგონია?

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩემს მეგობართან, ოუისთან ერთად მანქანით სადღაც მივდიოდით. საჭესთან ის იჯდა. დაურეკეს და უცებ სახე შეეცვალა.

- ჯანდაბა, მაიკ! ჩვენი ზაფხული ჩაიშალა. ვიღაცამ გამოაცხადა, რომ თურმე შენ ის გააუპატიურე, - თქვა მან ზიზღით და ტელეფონი მოისროლა.

- რა? ჯანდაბა, ვინ გავაუპატიურე? - გავიკვირვე მე.

გონებაში გავიფიქრე, რომ, შესაძლოა, რომელიმე ძველი მეგობარი გოგონა გავაბრაზე და ახლა ჩემს გამასხარავებას ცდილობდა.

- ეს სად მოხდა? - ვკითხე ოუის.

- ინდიანა, - მიპასუხა მან. - ჯანდაბა, რა მოხდა ინდიანაში?

მოვუყევი, როგორ მოვიდა დეზირე ჩემთან ნომერში ღამის ორ საათზე და როგორ ვეუხეშე მე. შემატყობინეს, რომ ჩვენი შეხვედრიდან მეორე დღეს, შინ ოჰაიოში დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე.

მეორე დღეს დეზირე ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იყო გამოჭიმული. ახლა ყველა უნიჭო ჟურნალისტი ათასგვარ ინტერპრეტაციას აძლევდა ფრაზას - "მაიკ ტაისონი - მოძალადე".

დონ კინგი ძალიან შეწუხებული ჩანდა.

- ახლა შენ ჩემი დახმარება დაგჭირდება, ზანგო. შენმა სასქესო ასომ უბედურებამდე მიგიყვანა. ჯანდაბა, მაიკ, შენ მე გჭირდები.

როდესაც დაწყნარდა, ავუხსენი, რაც მოხდა. მან იცოდა, რომ მე ეს არ გამიკეთებია. როგორ შეიძლება გააუპატიურო ის, ვინც თავისი ნებით მოვიდა შენთან ნომერში ღამის ორ საათზე? ასეთ დროს, არავინ კითხულობს ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზას.

დონ კინგის პირველი აზრი იყო - დეზირეს მოქრთამვა.

- შეგვიძლია გადავუხადოთ ამ ძუკნას, - თქვა მან.

მან მართლა სცადა თავისი ნაცნობის, წმინდა მამა ტი ჯეი ჯემისონის მეშვეობით დეზირეს ოჯახთან მოლაპარაკება და მათთვის ფულის შეთავაზება, რათა ჩემთვის ბრალდება მოეხსნათ, მაგრამ ჯემისონმა არ შეასრულა დავალება. მაშინ არ ვიცოდი დონის ამ გეგმის შესახებ, მაგრამ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მან ღვთის მსახურს ფული გადაუხადა რაღაც სამსახურისთვის.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი