სტამის ტოკიოში ასპარეზობის საკითხი ადგილზე გადაწყდება
შესაძლოა, კვირის ბოლოს ტოკიოში გასამართავ ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" საქართველოს სახელით ვაჟებთან ერთად ესტერ სტამიც (70) გამოვიდეს.

იქ მისი ჭიდაობა თავიდან კი იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმები არია ჩინურ ჩინდაოში მიღებულმა კისრის ტრავმამ. ამ მიზეზით მან წინა კვირას კორეულ ჩეჯუში გამართული "დიდი მუზარადიც" გამოტოვა.

ის კანოს განაცხადში იყო შეყვანილი, რადგან იმედოვნებდა, რომ მანამდე მოიშუშებდა ტრავმას, თუმცა მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ შეძლებდა ჭიდაობას. ბოლო დღეებში საწინააღმდეგო ცნობებიც მოვიდა და არაა გამორიცხული, მან მაინც შეძლოს ჭიდაობა. ყოველ შემთხვევაში, ის ტოკიოში ჩავა და მისი ასპარეზობის საკითხი ადგილზე გადაწყდება.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ ტოკიოში არ იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილი (52). ის მწვრთნელ გია თენაძესთან ერთად დღეს დაბრუნდება კორეიდან, სადაც ტურნირის შემდეგ ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩა. როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა კახა მოცრაძემ გვითხრა, ჯანაშვილიც და თენაძეც კმაყოფილები არიან ამ შეკრებით, იქ გამართული სპარინგებით.

ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არაა არც ქალთა სამომავლო კალენდარი - ის წლის დასაწყისშივე კი შეადგინეს და დეკემბერში ადგილობრივი შეკრებაცაა დაგეგმილი, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე.

ყველაფერი თენაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება. ისე კი, მწვრთნელებს სურთ, 30-31 იანვარს გუნდი სოფიაში წაიყვანონ "ევროპის ღია თასზე". მანამდე ჰავანაშიც იმართება "დიდი პრიზის" ტურნირი, თუმცა, როგორც ვთქვით, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

კანოს ტურნირს რაც შეეხება, ის 4-6 დეკემბერს იმართება. პირველ დღეს ვაჟებში 60-66 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, თუმცა ჩვენ 66-ში მონაწილე არ გვყავს და საქართველოდან მხოლოდ 60-ის ფალავნები - ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ.

5 დეკემბერს ჩვენგან ოთხი ფალავანი გავა ტატამზე - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), კვირას კი ვაჟებში ყველაზე მეტი, 5 მონაწილე გვეყოლება: ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა გურული (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

სტამმა თუ შეძლო ასპარეზობა, მაშინ ისიც 5-ში იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს