გარი ნევილი მთავარი მწვრთნელია, ფილი - ასისტენტი
* გარი ნევილის წარდგენა "ვალენსიაში" დღეს გაიმართება.

* ის მუშაობას 6 დეკემბერს დაიწყებს, კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა.

* "ბარსელონასთან" მატჩისთვის "ვალენსიას" ვორო მოამზადებს.

* ნევილი "სქაი სპორტსის" ექსპერტად აღარ იმუშავებს, მაგრამ გააგრძელებს მუშაობას ინგლისის ნაკრებში.

სენსაცია - ექსპერტი მწვრთნელად

გუშინ "ვალენსიას" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი დაინიშნა.

კონტრაქტი ინგლისელ საფეხბურთო ექსპერტთან ამ სეზონის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ "სევილიასთან" 0:1 მარცხის მერე "ვალენსიას" პორტუგალიელმა თავკაცმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

გარი ნევილი მუშაობას 6 დეკემბერს იწყებს და გუნდს "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოამზადებს, რომელიც 9 დეკემბერს "მესტალიაზე" გაიმართება. მანამდე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩისთვის (5 დეკემბერს, "ბარსელონას" წინააღმდეგ "მესტალიაზე") გუნდს დროებითი თავკაცი ვორო და ფილ ნევილი მოამზადებენ.

ფილ ნევილი უფროსი ძმის სამწვრთნელო შტაბშიც იმუშავებს ასისტენტად.

"აღფრთოვანებული ვარ, რომ "ვალენსიაში" შანსი მომეცა. ეს უდიდესი კლუბია, ფანტასტიკური რეპუტაციით. როცა ფეხბურთელი ვიყავი, იმ დროიდან ვიცი, როგორი ერთგული გულშემატკივრები ჰყავს "ვალენსიას". ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას და მზად ვარ გამოწვევისთვის", - განაცხადა გარი ნევილმა.

გამომშვიდობება "სქაისთან"

გარი ნევილი 2011 წლიდან მოყოლებული, "სქაი სპორტსის" საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა ჯეიმი რედნაპთან, ჯეიმი კარაგერთან და გრემ სუნესთან ერთად. ამ საქმეში ნევილი მართლაც ძალიან წარმატებული იყო, თუმცა "ვალენსიაში" დანიშვნის გამო კონტრაქტი გაწყდა, თუმცა "სქაიში" განაცხადეს, რომ გარი ნევილისთვის კარი ყოველთვის ღიაა და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაბრუნება. გარი ნევილმა საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა და მაშინვე მიიწვიეს "სქაი სპორტსში", სადაც საფეხბურთო ანალიტიკოსად ენდი გრეი შეცვალა.

"არავის ესმის ფეხბურთი უკეთ, ვიდრე "სქაი სპორტსს". აქ მოსვლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. "სქაიმ" ფეხბურთი იმაზე მეტად შემაყვარა, ვიდრე ფეხბურთელობისას მიყვარდა", - განაცხადა დამშვიდობებისას ნევილმა. ტიერი ანრიმ "ტვიტერზე" ნევილს წარმატება უსურვა:

"ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ახალ სამსახურში, მაგრამ მოგვენატრები "სქაიზე".

40 წლის გარი ნევილი, აგრეთვე, ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია და ის როი ჰოჯსონის ერთ-ერთი ასისტენტია, მაგრამ მის ამ სამსახურს არაფერი ემუქრება. ჰოჯსონის თქმით, სეზონის დასრულებამდე ინგლისის ნაკრებს სულ ორი მატჩი დარჩა და ნევილი მოახერხებს ორი სამსახურის შეთავსებას.

საიდან სად

ალბათ, ბევრს უკვირს, სად ნევილები და სად "ვალენსია", თუმცა ფილ ნევილი ზაფხულიდან "ვალენსიას" სამწვრთნელო შტაბშია. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბის, "სელფორდ სიტის" ერთ-ერთი მეპატრონე სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმია. სწორედ ის, ვინც "ვალენსიასაც" ფლობს. "სელფორდის" აქციების ნახევარი კი გარის, ფილს, ნიკი ბატს, პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს აქვთ, ანუ მანჩესტერულ კლანს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ "ტვიტერზე" უსურვეს ძმებ ნევილებს "ვალენსიაში" წარმატებული საქმიანობა.

ინგლისელები და "ვალენსია"

გარი ნევილი მეოთხე ინგლისელია "ვალენსიას" სათავეში. 1927-29 წლებში "ვალენსიას" ჯეიმს ჰერიოტი წვრთნიდა. "ვალენსიას" პირველი მწვრთნელი ანტონინ ფივებრი იყო, ჩეხი სპეციალისტი.

სწორედ ის შეცვალა ჰერიოტმა კლუბში. გამოდის, გუნდს ესპანელზე ადრე ინგლისელი თავკაცობდა. ჰერიოტმა 1928 წელს "ვალენსია" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გაიყვანა, მაგრამ გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:9 წააგო "რეალ სოსიედადთან".

მეორე ინგლისელი "ვალენსიას" საჭესთან რენდოლფ გალოვეი (1931-33) იყო, სანდერლენდელი გემთმშენებლის ვაჟი. მანაც გაიყვანა კოპა დელ რეის ნახევარფინალში "ვალენსია" (1933 წელს).

გალოვეი 1933 წელს ჯეკ გრინველმა შეცვალა, რომელმაც გუნდს 1934 წლამდე უხელმძღვანელა. ის უფრო "ბარსელონადანაა" ცნობილი, იყო "ბარსას" ფეხბურთელი (1912-17) და მერე მისი პირველი ოფიციალური მწვრთნელი.

მან "ბარსელონას" ზედიზედ 7 სეზონი უხელმძღვანელა - რეკორდი, რომელიც მხოლოდ იოჰან კრუიფმა დაამხო. 1934 წელს გრინველმა "ვალენსია" თასის ფინალში გაიყვანა. 1934 წლის მერე ინგლისელი მწვრთნელები "ვალენსიაში" აღარ გახსენებიათ.

როგორ შეხვდებიან "ღამურების" ფანები ინგლისელს

ეს სერიოზული საკითხია, რადგან ნუნუ სწორედ ფანების აგდებულად მოხსენიებამ აიძულა, გადაედგა ეს ნაბიჯი (სავარაუდოდ, მას ფეხბურთელებშიც ჰქონდა გავლენა დაკარგული). "ღამურების" ფანები კი პიტერ ლიმით მაინცდამაინც კმაყოფილები სულაც არ არიან. გამწარებულმა ნუნუმ ახლახან განაცხადა:

"მათ სეზონის პრეზენტაციაზე დაიწყეს უხეში სიტყვებით ყვირილი. წარმოიდგინეთ, რა შანსი მქონდა ამ კლუბში".

ძმები ნევილების დანიშვნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში. იხუმრა კევინ კიგანმაც: "გავვოცდი, როცა გავიგე, რომ "ვალენსიას" გარი ნევილი დაუნიშნეს მწვრთნელად. კი, ანტონიო მძიმე ხასიათისაა, მაგრამ ნუთუ ვან გაალს თავად არ შეუძლია მოარჯულოს ის?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელად დევიდ მოიესს დანიშნავენ?
ფილ ნევილმა სოციალური ქსელების მავნებლობაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე" - გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
ინგლისის ქალთა ნაკრების მწვრთნელად ფილ ნევილი დანიშნეს
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგს დრო უნდა მისცეს" - გარი ნევილი
"გეტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრობლემა რა არის" - გარი ნევილმა "მანკუნიანელებზე" ისაუბრა
"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი
ფილ ნევილი: ვინც მატიჩი გაუშვა, მოსახსნელია
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ფილ ნევილს ქალიშვილმა სთხოვა თავისი სახელი ინსტაგრამზე არ დაწეროს
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ფილ ნევილი ბექჰემის მაიამის "ინტერის" მწვრთნელი გახდა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა