ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

როგორ შეცვალა ფაჩულიამ, რომელსაც წესიერად ახტომაც არ შეუძლია, NBA-ს ორი გუნდის ბედი

როგორ შეცვალა ფაჩულიამ, რომელსაც წესიერად ახტომაც არ შეუძლია, NBA-ს ორი გუნდის ბედი

როცა ჭკვიანი კალათბურთელი ხარ, გულმკერდი და საჯდომიც უპირატესობის წინაპირობაა
sbnation.com-მა სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს კარიერაში. ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ მკითხველს დააინტერესებს:

"მავერიკსი" იმაზე მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ველოდით, "ბაქსი" კი პირიქით. ამაში "დამნაშავე" კი ის კალათბურთელია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.

კაცი, რომელმაც NBA-ს ორი გუნდის ბედი შეცვალა, მძიმედ გადაადგილდება პარკეტზე, 31 წლისაა, შეიძლება ქაღალდის ფურცელსაც ვერ გადაახტეს და ისვრის კალათში ისე, თითქოს დარტსს თამაშობს. მისი სახელია ზაზა ფაჩულია.

ის, თითქოს, შეესაბამება ასოციაციის მოხეტიალე კალათბურთელის პროფილს; 2003 წლის დრაფტის მეორე წრეში აირჩიეს, თუმცა თავი გამოიჩინა "მილუოკიში", როგორც კარგმა შემცვლელმა ცენტრმა; იყო ფანების გმირი "ატლანტაში" და ახლა "დალასის" ცენტრს ადუღაბებს.

"დალასმა" როგორღაც მოახერხა და სეზონში 11 მოგება და 8 მარცხი აქვს, იმის მიუხედავად, რომ გუნდი "ბებერია" და ბევრი ტრავმირებული ჰყავს. ამ დროს, ფაჩულიას ყოფილი გუნდი ცუდად თამაშობს, არადა, ტოპ-ცენტრი გრეგ მონრო ჩაიგდო ხელში თავისუფალი აგენტებიდან და დაუბრუნდა დრაფტის მეორე პიკი ჯაბარი პარკერი.

ციფრები თავისთავად მეტყველებს - რაც ფაჩულია წავიდა, "მილუოკი" 6 ქულით ნაკლებს აგდებს და 10 ქულით მეტს იღებს კალათში. ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდიდან ფაჩულიას წასვლაა.

ამ დროს "დალასის" სტატისტიკა ფაჩულიას მისვლით მნიშვნელოვნად გამოსწორდა. როცა ფაჩულია მოედანზეა, "დალასი" მეტოქეს საშუალოდ 3,5 ქულით უგებს, როცა არაა - "დალასი" მეტოქესთან საშუალოდ 2 ქულით მარცხდება.

და ფაჩულია "დალასმა" თითქმის არაფრის სანაცვლოდ ჩაიგდო ხელში - მასში 2018 წლის დრაფტის მეორე წრის პიკი "გადაიხადა", რომელსაც "ბაქსის" ფანები ვერ იხილავენ ვერასოდეს. ფაჩულიას წარმატება არა იმდენად მისი პროდუქტიულობა და მოხსნებია, რამდენადაც ჭკვიანური გათვლები, სწორი პოზიციური თამაში და თანაგუნდელებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა მოედანზე.

დაცვა მისი სავიზიტო ბარათია - მან იცის, რომ ნიჭი შედარებით შეზღუდული აქვს და ამის კომპენსირებას პოზიციის იდეალური შერჩევით, მოძრაობით, ტანის ჩადგმით ახერხებს. როდესაც თავს იცავს, ზაზას კარგად აქვს გათვლილი, რომ არ არის სათანადოდ სწრაფი და ისეთ პოზიციას არჩევს, როგორც ამ ვიდეოშია - მან მოახერხა როგორც მაიკლ კონლისთვის შეეშალა ხელი, ისევე მარკ გასოლისთვის. თან ხელი სწრაფი აქვს და შეუძლია ისე ითამაშოს, რომ სულელური ფოლები არ აიკიდოს.

ამას ფაჩულია მარტოდმარტო არ აკეთებს, ის "დალასის" თავდაცვის მანქანაშია ჩართული. არ აძლევს გასოლს საშუალებას, ან პასი გააკეთოს, ან ისროლოს.

დაახლოებით იმავე სიტუაციაში "მილუოკის" მონრო არასწორ პოზიციურ გადაწყვეტილებას იღებს, წინ უშნოდ არის გამოვარდნილი. კონტრასტი ფაჩულიასა და მის შემცვლელს შორის "მილუოკიში" თვალნათელია.

ფაჩულია ასევე დიდოსტატია ეგრეთ წოდებული ორი ცხრიანის ტაქტიკისა, როცა "მაღლები" თანაგუნდელებს სწორი გადაწყვეტილებებით ეხმარებიან გუნდის დაცვაში.

მაღალი კალათბურთელისთვის, რომელსაც კარგი ნახტომი ვერ აქვს, ფაჩულია დიდებულად ახერხებს მეტოქეებისთვის სროლაში ხელის შეშლას - ხუთფუტიან ზონაში ზაზას მეტოქეები მხოლოდ 49%-იანი სიზუსტით ისვრიან, როცა ზაზა იცავს ფარს. ამ მაჩვენებლით ის სჯობს "დალასიდან" წასულ ტაისონ ჩენდლერს და სულ ოდნავ ჩამორჩება დეანდრე ჯორდანს, ვისი დამატებაც სურდა "დალასს".

ფაჩულია მუდამ შემართულია, როცა თავს იცავს, მეტოქის პირისპირ, ერიდება ფოლებს. მისი რეპუტაციის მიუხედავად, თითქოს, უხეში მოთამაშეა, საშუალოდ იმდენივე ფოლს იღებს, რამდენსაც დახვეწილი ტიმ დანკანი. ის ეშმაკურადაც იქცევა, შეხედეთ ტრიუკს, რომელიც ატყუებს ჰარდენს, რაც საბოლოოდ მას ბურთის აცილებად უჯდება, არადა, ჰარდენის მოტყუება იოლი არ არის, როცა ის კონტაქტზე მიდის.

და მაინც, გასაკვირია, შეზღუდული ათლეტიზმის მქონე კაცი როგორ დიდებულად თამაშობს დაცვაში და შეტევაშიც. საიდუმლო ისაა, რომ ზაზა ძალიან კარგად იყენებს ტანის ორ ნაწილს - გულმკერდსა და საჯდომს.

უზარმაზარი გულმკერდით ის გადაულახავი ბარიერია ვიზავისთვის. როცა ზაზა მოედანზეა, დერონ უილიამსი 15 ქულით მეტს აგდებს, ვიდრე უმისოდ, ხოლო ვეს მეტიუზისთვის ეს მაჩვენებელი 11 ქულით უკეთესია. დირკ ნოვიცკი სხვის დახმარებას ნაკლებად ითხოვს, მაგრამ ისიც კი 2 ქულით მეტს აგროვებს, როცა ზაზა მოედანზეა. "დალასს" ბევრი კარგი მსროლელი ჰყავს და ფაჩულია მათ თავისუფლად დატოვებას უზრუნველყოფს.

"მილუოკისაც" ბევრი კარგი მსროლელი ჰყავს, მაგრამ აღარ ჰყავს კაცი, რომელიც მათ ბურთთან მარტოს დატოვებს. ზაზას კი შეუძლია მეტოქის სავარაუდო კონტრშეტევის გათვალისწინებითაც კი დაბლოკოს მეტოქის უკანახაზელი. ნიჭი, რაც ასოციაციის ერთი-ორ ცენტრს თუ აქვს.

ახლა ვნახოთ, როგორ იყენებს ზაზა საჯდომს მოხსნების დასაგროვებლად. ის ასოციაციაში მე-11 ადგილზეა მოხსნების პროცენტებით და ახლახან 21 მოხსნა მიითვალა "პორტლენდთან" შეხვედრაში.

ზაზა მწვრთნელისთვის იდეალური კალათბურთელია ამ მხრივ, ის ჭკვიანურად ცდილობს, თუ თავად არა, მოხსნა მის თანაგუნდელს ჩაუვარდეს ხელში და ამისთვის სხეულის ყველა ნაწილს იყენებს. იმიტომ, რომ თავად ისეთი ნახტომი აქვს, შეიძლება ჩემს ლეპტოპსაც ვერ გადაახტეს.

ამ დროს "მილუოკი" საშინელია მოხსნებში, მონრო მოხსნებს ბლომად აგროვებს, მაგრამ გუნდის მოხსნების პროცენტი საშინელია. როცა ზაზა იქ თამაშობდა, გუნდის მოხსნების პროცენტი 51,5 იყო ახლა - 49%-ია. დაცვაში მაჩვენებელი 76% იყო ახლა კი 68%-ია.

ფაჩულია ამტკიცებს, რომ "შავ სამუშაოსაც" დიდი ნიჭიერება სჭირდება. კაცი, რომლის საშუალო კარიერული მაჩვენებელი 7 ქულა და 6 მოხსნაა, "მილუოკისა" და "დალასის" წარუმატებლობისა და წარმატების სხვაობის წინაპირობაა.

აი, სწორედ ამიტომ იყო აღფრთოვანებული მარკ კიუბანი ფაჩულიას დამატებით, როცა ის ჯორდანს ვერ შესწვდა. აი, სწორედ ამიტომ კაცი, რომელიც ბოდიგარდს უფრო ჰგავს, ვიდრე კალათბურთელს, დრამატულად ცვლის ორი ფრენჩაიზის ბედს".

• ქართველი

ყოჩაღ ზაზა,შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის.

• იოსებ

ჟურნალისტს 100 დან 100 ქულა. აი ძმაო სტატია და გარჩევა.... ყოჩაღ ზაზა, ეგრე გააგრძელე !

• beqa

აი ესა გარჩევა,შეიძლება დომინანტი ცენტრი არაა მაგრამ გუნდის წარმატებას სწორედ მისი ეს მოქმედებები განაპირობებს,ზაზა ძალიან გავს ბოგუტს არცერთია ათლეტური და კუნთებიანი მაგრამ ტვინით თამაშობენ

იცით საქართველოს კალათბურთის წლიური დაფინანსება რამდენია?! 7 მილიონი ლარი. დიახ, 3 მილიონ დოლარზე ნაკლები. ეს თანხა მთელი წელი უნდა იმყოფინოს ეროვნულმა ნაკრებმა, მისმა მწვრთნელებმა(მათ შორის მოწვეულმა), ყველა ასაკის ნაკრებმა და მწვრთნელებმა, ქალთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა, საქართველოს სუპერლიგის და მეორე ლიგის ჩემპიონატებმა, 3X3-ზე კალათბურტის გუნდებმა, საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯებმა, ასისტენტებმა, ფედერაციის ადმინისტრაციამ, ნაკრებების და ჩემპიონატის მენეჯმენტმა. ეს ფული უნდა ეყოს კალათბურთის სასახლის წლიურ ქირას, ყველა მივლინებას, ნაკრებების უცხოეთში მგზავრობას, კვებას, შეკრებებს, ფიზმომზადებას, ექიმებს, წამლებს, უამრავ სხვა რამეს. მოკლედ, კალათბურთის ფედერაციაში მართლაც ფოკუსნიკები არიან, ასე მწირი დაფინანსებით სპორტის ეს გუნდური სახეობა ყველაზე წარმატებული რომ არის ქვეყანაში. სპონსორები კი, არ ჩანან. არავინ ხარჯავს ფულს სპორტში რეკლამისთვის. ეს სტატია ნამდვილად რეალურად ასახავს ზაზა ფაჩულიას NBA-ში თამაშს. წარმატებები ზაზას.

• პანტელეიმონი

სუპერ ზაზა ! ! !

• ვაჟა

ზაზას,შერმადინის,სანაძის ახლანდელი "ფორმის პიკი" გვაფიქრებინებს,რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ისინი არ იყვნენ სწორად და სრულად მომზადებულები!!! ლიტვასთან ერთად-ერთი ორქულიანი დაგვაკლდა, გავიხსენოთ, რომელიც ვერავინ ვერ ჩააგდო (ან ერთი კაცი გვაკლდა??? - ცქიტო?)

• ბ

ვაუ, ეს რა იყო ტოო! დაგლიჯა.

• jubaa2

ვიამაყოტ,ვადიდოთ !!!

• Z

რამ ბოღმები ვართ ეს ქართვეები, ზაზა მაგარ ფორმაშია, მაინცდამაინც სანანტონიოსთან თამაშს რო იხსენებ, სადაც გადაღლილი იყო ერთ კვირაში 5 ჯერ იფრინა, ერთ თამაშს 18 ში ჯორდანიც აგდებდა, ვინ ვარსკვავებთან ვერ ქაჩავს ვალანჩუნასთან თუ დეანდრე ჯორდანთან? ბოღმა მოკავს ზოგიერთ ქართველს, მთელ ასოცაცას მირჩევნია ზაზა

• besiki

ნიჭი არ აქვსო წერს თავიდან ,შემდგომ კი ისეთ რამეებს წერს ნიჭის გარდა ვერაფერს დაარქმევს კაცი

• emre

ისწავლეთ რამე ჟურნალისტებმაც, როგორაა გარჩეული ზაზას თამაში დეტალურად ... მოხსნების და ქულების წერა ადვილია.

• dato

ბრავო ჟურნალისტს!!!

• lost in translation

თქვენ მარტო თარგმნეთ

• mr.t

ძაან მაგარი ანალიზი იყო. ზაზას თამაშებს რამდენიმე კვირაა თვალს ვადევნებ და მართლაც საუკეთესო ფორმაშია.დასანანია, რომ მკვეთრად გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული მომავალი თაობა არ ჩანს და უახლოეს მომავალში ქართველი კალათბურთელის თამაშის ყურებით ნბა-ში ვერ ვიამაყებთ.

• www

სუპერ ანალიზი, ერთს დავამატებდი სუპერვარსკვლავებთან ზაზას ვერც საჯდომი ქაჩავს და ვერც მკერდი, სანანტონიოს დამცველებმა დანკანმა და კავაიმ ფარს არ გააკარეს და 0 მოხსნით დაასრულებინეს

• zura

მაგალითი აიღეთ როგორ უნდა გამოაცხოთ სუპერ სტატია

• tato

აი ესაა სპორტული ჟურნალისტის მიმოხილვაა. ბრავო ზაზა

• gio

მსგავსი სტატია ძალიან იშვიათად წამიკითხავს ძაან კარგი ანალიზია, დაფარული მხარეები ძალიან კარგად ჩანს და ის უპირატესობები რაც ზაზას აქვს, ძაან დაფასდა მისი შესაძლებლობები

• levan

აი ანალიტიკა, გარჩევა

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა

მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]

27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ბითაძის 23 წუთი - "ორლანდო" "მილუოკისთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა