ჯერ იყო ადაპტაცია, შემდეგ ტრავმები, დღეს - მწვერვალი
სტივენ კარი - MVP-ის ახალი სახეობაა. კობი ბრაიანტისგან ან ლებრონ ჯეიმსისგან განსხვავებით, მას არ შეუქმნია ბავშვობაში ხმამაღალი სახელი, რომელსაც შეეძლო NBA-ის აღიარებულ ვარსკვლავებზე დომინირება.

პირიქით, ჩვეულებრივი "მუშა" იყო და დღესაც ასეთად რჩება. მას, როგორც პლასტილინს, ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ლიგის ზოგიერთმა მოთამაშემ შეძლო სათადარიგოთა სკამიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. ზოგიერთები მართლაც ხარისხიანი მოთამაშეები გახდნენ. მაგრამ ასევე არსებობენ დიადი კალათბურთელები, რომლებიც მწვერვალზე იმყოფებიან, მაგრამ მაინც პოულობენ ძალას წინსვლისთვის. სწორედ ასეთია სტივენ კარი.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, ტრავმების სერიამ საფრთხე შეუქმნა მის კარიერას, კარიმ მაქსიმუმის მიღება შეძლო საკუთარი თამაშისგან. მისი საკალათბურთო გზა - ეს არის კრეატიულობისა და თამაშში ახლის შემოტანის ერთდროული სურვილი.

ჟურნალ GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო დრიბლიორმა თავისი პროგრესისა და სეზონისთვის მზადების საიდუმლო გაამჟღავნა.

- ბოლო სეზონებში, თქვენი თამაში არანორმალური ტემპით ვითარდება. კონკრეტულად, რა გეხმარებათ ახალ დონეზე გადასვლაში?

- საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა - ჩვეულება გახდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ორი წელი, როგორც წესი, ადაპტაციას, საწვრთნელი პროცესისა და შიდა სამზარეულოს გაცნობას სჭირდება.

ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. შემდეგ ტრავმები წამოვიდა. ყოველ წელს - ოპერაცია, რასაც მოჰყვებოდა აღდგენის რთული პროცესი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ერთ კომპონენტზე კონცენტრირება - დრიბლინგი. მზადების პროცესში ვიყენებდი სრულიად განსხვავებულ ვარჯიშებსა და მეთოდიკებს, ხოლო თუ თანმედროვე ტექნოლოგიებზე ვილაპარაკებთ, მივმართავდი ამ სფეროში "გოლდენ სტეიტის" სპეციალისტთა ტექნიკურ სიახლეებს.

- როგორ მიხვედით ამ აზრამდე? რატომ მაინც და მაინც დრიბლინგი?

- მეტად უჩვეულო ისტორიაა. 2012 წელს, მეორე ოპერაციის შემდეგ, აღდგენით კურსს გავდიოდი ჩრდილოეთ კაროლინას სარეაბილიტაციო ცენტრში. მისაღებში ვიჯექი, როცა ჩემთან მოვიდა ბიჭი, სახელად ბრენდონ პეინი და მითხრა: "ეი, სტეფ, სანამ ფეხისთვის დატვირთვის მიცემა არ შეიძლება, დროს უქმად ნუ დაკარგავ - მოდი ჩემთან დარბაზში, ბურთის ტარებაზე ვიმუშაოთ.

მხოლოდ სარგებლობას ნახავ, თან იოლად გადაიტან იძულებით პაუზას". არასოდეს დამავიწყდება მასთან პირველი მისვლა. მთელი საათის განმავლობაში ვიჯექი სკამზე და ვასრულებდი ყველანაირ ვარჯიშს დრიბლინგზე საკალათბურთო და საჩოგბურთო ბურთებით.

- დამჯდარი?

- დიახ. ის ვარჯიში მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან იქამდე მსგავსი არაფერი გამეკეთებინა. იმდენად შემიყვარდა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგაც ვაგრძელებდი ბრენდონთან ვარჯიშს.

ის მუშაობს კლუბში Accelerate Basketball. დღემდე დამოუკიდებელი ვარჯიშებისას, მის რჩევებს ვიყენებ. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს შენი საკალათბურთო IQ-ს სწრაფ ზრდას. თუმცა არავის გაუუქმებია მატჩების ჩანაწერების შესწავლა. ის კარგ გავლენას ახდენს გუნდურ შეთამაშებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ გამოცდილებამ უფრო ძლიერად მაქცია ბევრ ასპექტში, პირველ რიგში, სისწრაფესა და რეაქციის სიჩქარეში.

- ანუ წარმატების გასაღები - ბედნიერი შემთხვევითობაა? რადგან მზადების პროცესისადმი ახალი მიდგომა დაგეხმარათ, მზად ხართ შემდეგ ჯერზეც გარისკოთ?

- დამიჯერეთ, ყოველთვის ღია ვარ ახალი იდეებისთვის. მოწყენილობა და ერთფეროვნება - ეს ის არის, რაც არ მინდა ვიგრძნო ყოველდღიური ვარჯიშებისას. საბედნიეროდ, ჩვენთან "გოლდენ სტეიტში" ყოველი წინასასეზონო მზადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.

მწვრთნელებს მუდმივად შემოაქვთ რაღაც სიახლე. ეს არის საკუთარი თავის გამოწვევის ხერხი, სხეულის "შოკირება", ამ სიტყვის კარგი გაგებით. ყოველ წელს მზადება იცვლება. მაგრამ არსებობს მუდმივი ელემენტები, რომელსაც ვერ გაექცევი, მაგალითად, ტყორცნების დამუშავება. საინტერესო ვარჯიშია:

შეასრულო ზუსტი პასი შენსკენ მოშვერილი ანთებული ლამფებით. საერთოდ, სათამაშო მომენტების დამუშავება საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში - ძალიან მნიშვნელოვანია. "ბრმა" გადაცემის შესრულება ან წონასწორობის შენარჩუნება ყველაზე მოულოდნელ პოზაში - სწორედ ეს გეხმარება შეიყვარო ვარჯიშები და ყოველთვის სიამოვნებით დაბრუნდე დარბაზში.

- რა იყო ახალი ამ ზაფხულს თქვენს ვარჯიშებში. რა სიახლე აღმოაჩინეთ?

- რთული ასახსნელია. საქმე სპეციალურ მანქანაშია, რომელსაც მე ვიყენებ. სახელწოდებას არ ვიტყვი, რადგან რეკლამირების უფლება არ მაქვს. მისი დახმარებით, ვამუშავებ სასტარტო აჩქარებასა და ამტანობას.

ისევ და ისევ, უბრალოდ, ვიმეორებ ერთი და იგივე მოძრაობას, რომელსაც შემდეგ მატჩებში ვიყენებ. ხანდახან, რაღაც ახლის მოფიქრებაც ხერხდება. ეს აპარატი უზრუნველყოფს წინააღმდეგობას. გეხმარება იგრძნო სხეულის მასა, დაიჭირო ბალანსი...

- ანუ, თქვენ ქამრები გიჭერენ?

- დიდი რაოდენობით ქამარი. სპეციალური პლატფორმა უზრუნველყოფს ყველა საჭირო კომპონენტს მოძრაობის შესასრულებლად. არ ვცდილობ კუნთის მასის დაგროვებას. ეჭვი მაქვს - ეს არ მჭირდება. ვარჯიშები, როგორც გითხარით, მიმართულია სასტარტო სიჩქარის ამაღლებისკენ, რაც საშუალებას გაძლევს, უფრო სწრაფად შეასრულო მატჩების დროს ფინტები. ყველაფერი ექვემდებარება მოძრაობის მიმართულების შეცვლის სისწრაფეს და ტრენაჟორი შესანიშნავად ასრულებს ამ დავალებას.

- და მთელი ეს მონდომება ერთი მორიგი "კროსოვერის" გამო?

- სწორედ ასეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

walkabout
თემო მაშინ რატომ არის Steven Gerrard ან Steven Spielberg და არა Stephen Gerrard და Stephen Spielberg? მე ვიცი რომ Steven და Stephen სხვადასხვა სახელებია...
თემო
walkabout Stephen სტივენად იკითხება ინგლისურად. როდესაც სახელი სრულად წერია, სტივენი უნდა იყოს. როდესაც შემოკლებული მეტსახელი "Steph" გამოიყენება, მაშინ სტეფ კარია. სტეფანი ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია და ინგლისურ წაკითხვასთან არანაირ კავშირში არ არის. :)
walkabout
სტივენ კარი კი არა სტეფან კარი...
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი