კლასიკოს მერე ფქვილი სულ ბარსელონაშია და ქატო მადრიდში
ტურის ცენტრალური შეხვედრა "მესტალიაზე" გაიმართება - მე-9 ადგილოსანი "ვალენსია" ლიდერ "ბარსელონას" უმასპინძლებს. ეს ის შემთხვევაა, რომ ამ ორი გუნდიდან ყურადღების ცენტრში უფრო "ვალენსიაა", რაც სამწვრთნელო ცვლილებებით არის გამოწვეული. მდევარ მადრიდელებს შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავთ.

"ვილიანოვენსე" "ვალენსიამდე"

ჩვენ მაინც ლიდერით დავიწყოთ - "ვალენსიამდე" იყო "ვილიანოვენსე". ვინ? გუნდი, რომელიც კოპა დელ რეის პირველ 1/16 ფინალურ მატჩში "ბარსას" 0:0 ეთამაშა. საპასუხო მატჩს "კამპ ნოუზე" 68 ათასი ადამიანი დაესწრო და 6:1-თაც ისიამოვნა.

ცნობილ შემტევ ტრიოს (მესი, სუარესი, ნეიმარი) ახალგაზრდული (მუნირი, სანდრო, აიტორი) ცვლიდა. კატალონიური გრანდი მერვედფინალში გავიდა, "ვალენსიასთან" თამაშში კი ამ შემადგენლობიდან ალბათ, მხოლოდ 4-5 ფეხბურთელს თუ გამოიყენებს.

უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ სანდრო რამირესს ეს საღამო კარგა ხანს არ დაავიწყდება, მან ხომ ჰეთ თრიკი შეასრულა. სანდრომ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა "ბარსას" მაისურით, მუნირ ელ ჰადადიმ კი - პირველი დუბლი. აიტორ კანტალაპიედრამ კი პირველად ითამაშა პირველ გუნდში.

"ვალენსიასთან" თამაშამდე "ბარსელონას" ფეხბურთელებს კიდევ ერთი ტროფეი შეემატათ - ხავიერ მასკერანომ 2015 წლის ფეარ პლეის პრიზი მიიღო.

მე რომ ნეიტრუალური ვიყო...

"ვალენსიაში" დიდი ამბებია - ხუთშაბათს გუნდს ახალი თავკაცი, თანაც, ძალზე მოულოდნელი - გარი ნევილი - წარადგინეს.

40 წლის ინგლისელმა, რომელიც მუშაობას მხოლოდ 6 დეკემბერს შეუდგება, ანუ "ბარსას" სტუმრობის მერე, განაცხადა, რომ ის რომ ნეიტრალური დამკვირვებელი ყოფილიყო (როგორიც იყო ოთხშაბათამდე "სქაი სპორტსში" მუშაობისას), თავადაც ძალიან გაუკვირდებოდა გარი ნევილის დანიშვნა "ღამურების" თავკაცად და აუცილებლად გააკრიტიკებდა "ვალენსიას" ხელმღვანელობის ამ გადაწყვეტილებას. ვერაფერს ვიტყვით, მოღვაწეობის ორიგინალური დასაწყისია.

"ბარსელონასთან" მატჩისთვის "ღამურებს" "ვალენსიას" ექს-ფეხბურთელი ვორო ამზადებს, მას გარის უმცროსი ძმა ფილ ნევილი ეხმარება.

ჩერიშევის საქმე

რუს დენის ჩერიშევს პირველად მიეცა "რეალში" გაბრწყინების შანსი - ის "კადისთან" მატჩში სასტარტოში იყო გოლიც გაიტანა, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. აღმოჩნდა, რომ რუსს "ვილიარეალში" თამაშისას თასზე დისკვალიფიკაცია ჰქონია მოსახდელი, რაც ავტომატურად გადმოვიდა ამ სეზონში. რაფა ბენიტესი აცხადებს, რომ "რეალში" არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

"კადისმა", რომელმაც შინ 1:3 წააგო "რეალთან" პირველი დაპირისპირება, უკვე შეიტანა სარჩელი და დიდი ალბათობით, "რეალს" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაშისთვის კოპას დაატოვებინებენ. "რეალის" პრობლემებს ესღა აკლდა...

შაბათი. 5 დეკემბერი

რეალი-ხეტაფე 19:00

დისკვალიფიკაცია: ისკო - ხ. როდრიგესი

ტრავმა: ვარანი, კარვახალი, მარსელო (?), რამოსი - მედრანი, ბუენდია

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +15=2-5, (51-23)

გრანადა-ატლეტიკო 21:15

დისკვალიფიკაცია: მორენო -

ტრავმა: კრჰინი, ბიფუმა, მუსავუ-კინგი (?), ექტორი, პერეირა (?) - ტიაგო, ჯ. მარტინესი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +0=2-6, (1-13)

ვალენსია-ბარსელონა 23:30

დისკვალიფიკაცია: კანსელო, ფუეგო -

ტრავმა: ანდრე გომეში (?), მუსტაფი, როდრიგო, ბარაგანი, პიატი, ნეგრედო, ალვეში - ს. რობერტო, რაფინია, დუგლასი, ტერ შტეგენი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 თამაში: +11=12-25, (57-93)

დეპორტივო-სევილია 01:00

დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო -

ტრავმა: ლუის ალბერტო, გუტიერესი, ფაბრისიო, ბორხესი - კაკუტა, ანდრეოლი, ესკუდერო, პარეხა, კარიშო, ბეტო

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +17=10-15, (53-56)

ბეტისი-სელტა 01:05

დისკვალიფიკაცია: ვესტერმანი - პ. ერნანდესი

ტრავმა: პიჩინი (?), რენელა, პენია, მატილია (?), დიგარი - რადოია, ფონტასი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +10=9-13, (32-44)

კვირა. 6 დეკემბერი

სოსიედადი-ეიბარი 15:00

დისკვალიფიკაცია: პარდო - ესკალანტე

ტრავმა: ბერგარა, ნავასი, ზურუზუტა - ბასტონი (?), ხაიმე, რეინა, დელ მორალი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +4=3-1, (7-3)

ვილიარეალი-ვალეკანო 19:00

დისკვალიფიკაცია: - ტრაშორასი

ტრავმა: ბონერა, ადრიანი, ბაპტიშტაო, მარიო, ასენხო (?) - კობენიო, ტონიო, რაცი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +9=2-3, (29-21)

სპორტინგი-ლას პალმასი 21:15

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დანი ნდი (?), პ. პერესი, მუნისი, აიტ-ატმანე, კანელია, ს. ალვარესი - ვიერა (?), ბიგასი (?), სიმონი (?), აიტამი (?), ელ ჟარი (?), დ. გარსია, ვალერონი, ვილიან ჟოზე, ალკარასი, კასტელიანო, ა. ლოპესი (?), ვაკასო

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +7=2-5, (23-16)

ბილბაო-მალაგა 23:30

დისკვალიფიკაცია: ლაპორტი - ტისონე

ტრავმა: მუნიაინი (?), რამალიო (?), ი. გომესი (?) - დუდა (?), კამაჩო, ფლავიო

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +10=10-10, (37-36)

ორშაბათი. 7 დეკემბერი

ესპანიოლი-ლევანტე 23:30

დისკვალიფიკაცია: - ლევანტე

ტრავმა: არბილია, პ. დიოპი (?) - ტრუხილიო, ი. ლოპესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +6=5-5, (20-21)

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 10 - არიც ადურისი; 9 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პარესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა