მაისში თბილისი კარატისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
20 ქვეყნის 289 სპორტსმენი მონაწილეობდა პოლონეთის ქალაქ ბიტომში 22 წლამდე კარატისტთა ევროპის ჩემპიონატში. საქართველოდან (დელეგაციის ხელმძღვანელი სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, მთავარი მწვრთნელი ლაშა ხაჭაპურიძე) შეჯიბრებაში ხუთმა ვაჟმა და ორმა გოგონამ იასპარეზა, რომლებმაც ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს ლიტვისა და უკრაინის შემდეგ.

პირად პირველობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლევან ვერულიძე (85 კგ), რომელმაც ზედიზედ სძლია სერგეი სტეცენკოს (უკრაინა), გრეგორი ბარგმანსა (პოლონეთი) და ვლადიმირ ბუხაის (უკრაინა). თანაგუნდელს მხარი აუბა თბილისელმა სერგეი მოვსესიანმა (65 კგ). ევროპის შარშანდელი მსგავსი პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა გზიდან ჩამოიშორა იური გრაფჩაკი (უკრაინა), აუგას რომულგასი (ლიტვა), ემინ ისმაილი (აზერბაიჯანი), ადრიან სტაშევსკი (პოლონეთი) და ოქროს მედალი მოიპოვა.

შარშან 22-წლამდელთა ევროპის პირველობაზე საქართველოდან გოგონათა შორის პირველი ჩემპიონი გახდა სამტრედიელი თამარ ბიბილეიშვილი (60). წლეულს მას ტიტულის შენარჩუნებაში ტრავმამ შეუშალა ხელი. ტკივილის მიუხედავად, სამი მეტოქე დაამარცხა - უკრაინელი ანა სასი, პოლონელი აგნეშკა გოდიევსკა, ლიტველი ვენკუტე სკაიპე და ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ სერედლი გიონგლისთან პაექრობა ფრედ დაამთავრა. მსაჯების გადაწყვეტილებით (ჰანტეი), ჩემპიონობა მადიარს ერგო, ბიბილეიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს ცდიდა თბილისელი ლაშა ოზბეთელაშვილი. შარშანდელი პირველობის გამარჯვებული ერთი თვის წინათ ტოკიოში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატში მონაწილეობდა. მეორე წრეში მან მსოფლიოს სამგზის და ევროპის 15-გზის ჩემპიონ ვალერი დიმიტროვთან (ბულგარეთი) ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად, ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის მაინც საფუძვლიანად მოემზადა. ბიტომში ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა: რუმინელ ვასილი გუსანუს, უკრაინელ იური დუმას და პოლონელ ტომას ბოძოვიჩს აჯობა, ფინალური პაექრობა ლიტველ არნოლდას გრევასთან დათმო და მეორე ადგილზე გავიდა. ნაკრების დანარჩენი წევრები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაისად, 13-14 მაისს თბილისის ახალი სპორტის სასახლე კარატისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]
საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა
U17. საქართველო-იტალია 0:1 - უქულოდ დავასრულეთ [VIDEO]
სპორტის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდება
ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი სინჯის მედალი მოიპოვეს
ᓚᓔᓕᓐᕜ ᓧᓘᕤᕘᓐᓜᕘ: ᕤᓣᓚᓘ ᓤᕔᕮᕑᓣᓠᓗᓡ ᕣᓜᓓᓐ ᓛᓝᓮᕛᓐᓠᓓᓔᓡ ᓓᓐ ᓐᕠᓐ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓔᕠᕗ ᓚᓘᓒᓐᓡ!
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]