ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვასილ მაისურაძე: მეცინება... ამაზე მეტი ბომბი რა უნდა გამსკდარიყო?!

ვასილ მაისურაძე: მეცინება... ამაზე მეტი ბომბი რა უნდა გამსკდარიყო?!

წილისყრის შედეგები მოსალოდნელზე მძიმე გამოდგა
ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტრაუნდის საგზური თბილისში ალბანეთის, ავსტრიის და უელსის ნაკრებებთან ჭიდილში მოიპოვა.

გუშინდელი წილისყრის შედეგები კი მოსალოდნელზე მძიმე გამოდგა. ცხადია, ელიტრაუნდში იოლი ჯგუფის იმედი არავის ჰქონია, მაგრამ... საბოლოოდ, მეტოქეებად ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი მივიღეთ.

ამ ჯგუფის მინი-ტურნირს ესპანეთი უმასპინძლებს, მატჩები კი 2016 წლის 24, 26 და 29 მარტს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსანი ითამაშებს, ფინალურ ეტაპს კი 11-24 ივლისს გერმანია უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, ასეთი მეტოქეების გარემოცვაში დიდი იმედებით ყოფნა არალოგიკური იქნება, მაგრამ სასწაულები მომხდარა და, სხვათა შორის, ქართველების მონაწილეობითაც.

გაიხსენეთ 2011 წელს, სწორედ ესპანეთი და ინგლისი (პლუს, უკრაინა) იყვნენ ელიტრაუნდში ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა მეტოქეები და ევროფორუმზე "ჯვაროსნები" გავიდნენ.

ასევე მოხდა 2013 წელს, როცა გია ცეცაძის 19-წლამდელებს ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდში, მასპინძლების გარდა, მეტოქეებად ინგლისი და შოტლანდია ჰყავდათ, მაგრამ ქართველებმა ეს ბარიერიც დაძლიეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს...

ისე, თუკი ჩვენი ბიჭების მომავალზე ვფიქრობთ, ასეთ მეტოქეებთან თამაშს უნდა ვნატრობდეთ, რადგან სხვაგვარად თაობები ვერ დაოსტატდებიან. ესეც არ იყოს, ასეთ შეხვედრებს წამყვანი ევროპული კლუბების სელექციონერები ესწრებიან და ვინ იცის, იქნებ რომელიმე ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდნენ კიდეც...

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე კომენტარისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს დავუკავშირდით:

- შეაფასეთ წილისყრის შედეგები...

- მეცინება... ამაზე მეტი ბომბი რა უნდა გამსკდარიყო?! კომენტარიც ძნელია. მაგრამ უიმედოდ ყოფნა არ მჩვევია და ვეცდები, გუნდი ისეთ კონდიციებამდე მივიყვანო, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში ღირსეულად გამოიყურებოდეს. სათამაშოდ მეტი მოტივაციით უნდა გავიდეთ, უიმედოდ ყოფნა არას გვარგებს.

- მეტოქეებზე რაიმე ინფორმაცია გაქვთ?

- მაის-ივნისში თბილისში გამართულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდში ესპანელები პირველ ადგილზე რომ გავიდნენ, ხომ გახსოვთ, რა ძლიერი ნაკრები ჰყავდათ? მერე ეს ნაკრები ჩემპიონი გახდა. არადა, თბილისში ესპანელები ამბობდნენ, რომ 1997 წელს დაბადებულების გაცილებით ძლიერი თაობა ჰყავდათ... ანუ ამ თაობის გუნდის თამაშებს უშუალოდ თბილისში ვნახავთ და არ ვიცი ზუსტად, რა ფეხბურთს თამაშობენ. ინგლისელების ამ თაობამ კი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ის გუნდი ძალიან მომეწონა. საბერძნეთზე კი ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯგუფიდან 6 ქულით გავიდა და მხოლოდ პორტუგალიასთან დამარცხდა.

- ელიტრაუნდამდე გუნდის გაძლიერება თუ არის შესაძლებელი?

- მანამდე გიორგი ბერიძე მომჯობინდება, რომელიც შესარჩევ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორმაში შევა საყრდენი ნახევარმცველი ნიკა ქორიძე, რომელიც სექტემბერში იტალიაში წავიდა. ის 35-ე სკოლის აღზრდილია და 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

შემოდგომიდან ნიკა "რეჯანას" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, თუმცა იურიდიული საკითხების მოგვარებამდე ვერ თამაშობდა. ახალი წლის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს გავივლით და ორ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ - 23 და 25 თებერვალს ჩერნოგორიის ნაკრებს შევხვდებით.

კომენტარი გააკეთეს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებმაც და რაც უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, ასეთ მეტოქეებთან ჭიდილში პოზიტიურ მომენტსაც ხედავენ:

ირაკლი კომახიძე: "მთავარია, ელიტრაუნდამდე დარჩენილ პერიოდში ფიზიკურად და მორალურად კარგად მოვემზადოთ. გასვლაზე ფიქრი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ესპანეთში მხოლოდ ჰაერის გამოსაცვლელად ხომ არ წავალთ? საერთოდ, ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. მაისურაძეს არანაკლებ ძლიერი ჯგუფიდან გაუყვანია ნაკრები. მოვლენაა, ასეთ გუნდებს რომ ვხვდებით, სადაც თავის გამოჩენის შანსი გვექნება, ერთი გამარჯვებით კი გუნდი ისტორიაში შევა. ეს დიდი სტიმულია".

ცოტნე ნადარაია: "ელიტრაუნდამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ეს პერიოდი საფუძვლიანად უნდა გამოვიყენოთ კარგად მომზადებისთვის. იმედია, ელიტრაუნდამდე მწყობრში ჩადგება და დაგვეხმარება "გენტის" თავდამსხმელი ბერიძე, რომელიც შესარჩევ ციკლში გვაკლდა. ასევე, ჩვენთვის დიდი ძალაა არაბიძე. მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და იმედია, წარმატებით ვითამაშებთ. შეუძლებელი კი არაფერია".

სანდრო ალთუნაშვილი: "წილისყრაში არ გაგვიმართლა, გრანდებთან მოგვიწევს თამაში. არ უნდა დავივიწყოთ საბერძნეთიც, რომელსაც ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს. ამის მიუხედავად, ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ და ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ".

ოთო გოშაძე: "როგორც იტყვიან, "სიკვდილის ჯგუფში" ვართ, მაგრამ თამაში ყველასთან რომ შეიძლება, ამის ბევრი მაგალითია. იმედს ჩვენი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის საქმიანობა გვაძლევს. ყველას ემახსოვრება 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება. ასე რომ, კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა".

გიორგი კიკნაძე: "ასეთ ძლიერ მეტოქეებთან მოხვედრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ვიბრძოლებთ და თუ ვერ გავედით, დიდ გამოცდილებას მაინც მივიღებთ".

ნიონში 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაც გაიმართა. მოგეხსენებათ, მომავალი პირველობის ფინალურ ეტაპი საქართველოში გაიმართება და, აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალია, როგორც მასპინძელი.

"ჯვაროსნები" იმ 7 გუნდს დაელოდებიან (ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი მონაწილეობს), რომლებიც შესარჩევი ეტაპისა და ელიტრაუნდის შედეგად გამოვლინდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს

რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია