მესამე თვეა, კვიპროსიდან საქართველოში მოულოდნელად დაბრუნებული ნიკა საბანაძე "საბურთალოში" თამაშობს
მესამე თვეა, კვიპროსიდან საქართველოში მოულოდნელად დაბრუნებული ნიკა საბანაძე "საბურთალოში" თამაშობს.

თავიდან, "ის" საბანაძე არ იყო, რომლისაც საქართველოს ჩემპიონატში ნებისმიერი მცველი ერიდებოდა, მაგრამ პირველი წრე მთავრდება და გამოცდილი თავდამსხმელი ნელ-ნელა უბრუნდება იმ მდგომარეობას, რითიც თავის დროზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელები დააინტერესა.

ახლა ის გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებულ "საბურთალოში" საკვანძო როლს ასრულებს.

"მცირე ტრავმები მაწუხებდა, მაგრამ მოვირჩინე და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. რაც მთავარია, საკუთარ თავზე ვმუშაობ, ემოციები ჩარჩოში რომ მოვაქციო და თამაშზე დავხარჯო. "საბურთალოში" თავის გამოჩენის შანსი მომეცა. დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული", - ამბობს საბანაძე.

24 წლის თავდამსხმელი უშუალოდ გუნდზეც გველაპარაკა:

"ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, უმაღლეს ლიგაში ბევრი პირველად თამაშობს და არასტაბილურობა სწორედ ამის შედეგია. მაგრამ ბევრი ფეხბურთელია 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში. მათი უმრავლესობა ძალიან ნიჭიერია და უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს საკმაოდ სწრაფად ეგუებიან.

დარწმუნებული ვარ, გამოცდილებას რომ შეიძენენ, აუცილებლად მოუმატებენ და მომდევნო სეზონში სამეულისთვის მაინც ვიბრძოლებთ. ყოველ შემთხვევაში, მჯერა, წლევანდელზე უკეთესად ვითამაშებთ".

საბანაძე "საბურთალოში" გადასვლას არ ნანობს:

"საქართველოში დაბრუნებულს ფოთის "კოლხეთში" გადასვლა შემომთავაზეს. მაგრამ უარი ვთქვი და მიმაჩნია, რომ "საბურთალოში" თამაში ნამდვილად მიჯობდა - თავადაც იცით, ფოთში რაც ხდება.

მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი, არჩევანს რომ არ ვნანობ. მართალია, უეფას საგზურებისთვის არ ვიბრძვით, მაგრამ "საბურთალო" ამბიციური და მზარდი გუნდია, თან აქ საკმაოდ დიდი მოთხოვნებია. მეც მუდამ მობილიზებული ვარ, ფორმაში რომ ვიყო და გუნდს დავეხმარო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

George 2
მოხეტიალე ნიკა :) ბუნებამ ტალანტი მოგცა და სხვა ყველაფერი რაც კოლექტიურ თამაშს უნდა რომ მაყურბელიც კმაყოფილი იყოს შენით, ეს მართლა დაგაკლო. ნუთუ ახალგაზრდა კაცი არასოდეს დაფიქრდები იმაზე თუ რამდენი წააგე და დაკარგე შენი უმსგავსო ხასიათის გამო? სამწუხარო და გულსატკენია, მომთაბარეს დაემსგავსე ბიჭი რომელსაც შეეძლო თანაგუნდელებთან უკონფლიქტოდ ეცხოვრა ,სადაც იყავ ის კლუბები ზეობამდე მიგეყვანა. ყველაფერი ქართული და პრიმიტიულია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს