უცნობი დეტალები დიდი კაპიტნის სპორტული ცხოვრებიდან
"დეილი მეილმა" ჯეიმი კარაგერი ჟურნალისტის ამპლუაში გამოსცადა, ჯონ ტერი კი - რესპონდენტის. როგორც იტყვიან, ინტრიგა საკმარისზე მეტია. მაშ ასე, კარაგერის კითხვები და ტერის პასუხები...

- ჯონ ტერი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ცენტრალური მცველია. თქვენი აზრით, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?

- (დიდი პაუზა). შესაძლოა, დედაჩემს.

- არა, ეს მე ვარ. 2005 წელს თქვენ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდით და სტივენ ჯერარდს გაასწარით. მაშინ მე თქვენს სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი...

- ეს ყველაფერი სასაცილოდ დაიწყო. თავიდან მე დავურეკე ბობი ბარნსს, ვინც ამ გამოკითხვას თვალს ადევნებდა ასოციაციიდან და მან მე მითხრა, რომ სულ რამდენიმე ხმა მქონდა. მერე სიტუაცია შეიცვალა. ეს გამარჯვება კარგად მახსოვს. იქამდე მხოლოდ ორ მცველს - პოლ მაგგრათს (1993) და გარი პალისტერს (1992) მოეხერხებინათ ამ ნომინაციაში გამარჯვება.

არადა, მე იმ დროს საშინელ ტკივილს განვიცდიდი. გამაყუჩებლით ვთამაშობდი. გუნდის ექიმს ტაბლეტები რომ არ მოეცა, ვერც დაჯილდოვების ცერემონიალზე წავიდოდი.

- მე დიდი პატივისცემა მაქვს თქვენი, როგორც ფეხბურთელის, მაგრამ ჩვენ დაუნდობელი მეტოქეები ვიყავით მინდორზე. მე 45 მატჩი ვითამაშე "ჩელსის" წინააღმდეგ და ყოველ მათგანში ბოლომდე ვიბრძოდი, გული მტკიოდა წაგების გამო და მოგება მიხაროდა. თქვენც იმავეს გრძნობდით?

- იცით, თქვენი და სტივის წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებული პატივიცემითა და მონდომებით ვთამაშობდით. "მოდი, გავაკეთოთ ეს" - ვამბობდით ბიჭები. მტრობა თუ იყო, ფანებს შორის იყო...თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ავიღოთ 2005 წელს.

- რა გახსოვთ იმ ღამიდან ყველაზე მეტად? ლუის გარსიას გოლი?

- რომელი გოლი? არ ვიცი, რომელი გოლი?

- თქვენ გახსოვთ ის გოლი. მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც მცველს, მინდოდა, თქვენთან მოვსულიყავი, თანაგრძნობა გამომეხატა...

- არასდროს დაგვავიწყდება ის გოლი არც მე და არც თქვენ. ძალიან მტკივნეული მარცხიო იყო, მაგრამ ფეხბურთელი მენტალურად ძალიან ძლიერი უნდა იყოს. განსაკუთრებით, ეს მცველს ეხება.

- გადავიდეთ ინგლისის ნაკრებზე.

- 78 მატჩი ეროვნულ ნაკრებში - ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა, ისევე, როგორც ის, რომ ვუკაპიტნე ეროვნულ გუნდს. ფეხბურთელისათვის არ არსებობს ამაზე დიდი პატივი. თვითმიზანი არასოდეს მქონია. თავისთავად მოხდა ყველაფერი - ჯერ 50, მერე 70 კეპი... ასს ვეღარ შევწვდები.

ისე, სამი ოცნება მქონდა. მეთამაშა ინგლისის ნაკრებში, მეკაპიტნა მისთვის და ჩამეტარებინა 100 მატჩი. ახლა თამაშებს ტელევიზორში ვუყურებ. შანსი არაა, ნაკრების მატჩი გამოვტოვო. ეს მკლავს. თავი მინდორზე მგონია - ხოლმე.

- ფაბიო კაპელოს უთანხმოება თქვენს გამო ჰქონდა ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელებთან. პრაქტიკულად იმ ამის გამო წავიდა პოსტიდან 2012 წელს. ესაუბრეთ იტალიელს ამის შემდეგ?

- მე დღესაც ვარ მასთან კონტაქტში. უცნაურია - კაპელოსთან მაშინაც კი არ ვყოფილვარ ასეთ თბილ დამოკიდებულებაში, როცა ნაკრების კაპიტანი ვიყავი. თქვენ კარგად იცით, როგორია ის. მძიმეა, ცოტას ლაპარაკობს.

მე ნაკრებს ყველაფერი მივეცი, ინგლისის წინაშე პირნათელი ვარ. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე შვილებს გული დავწყვიტე - მათი დაბადების დღე გავაცდინე. ქვეყნის გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი. არაფერს ვნანობ. ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის ინგლისის ნაკრები.

- ბევრი მიიჩნევს, , რომ თქვენ კვლავ საუკეთესო ხართ, ბევრს უნდა, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნდეთ.

- არ მინდა, უკან მოვიხედო. ბევრი მეუბნება, არასოდეს დანებდე, 100 კეპი უნდა დააგროვო, უნდა დაბრუნდეო. ზოგიც ამბობს, ეგ რა კაპიტანია, 100 მატჩის არ უგროვდებაო. მე ვიცი, რომ საკუთარ თავთან ვარ მართალი.

- მიმდინარე სეზონში მე ისევ ველოდი "ჩელსის" დომინაციას. მაინც რა ხდება? ხალხს მაინც სჯერა, რომ ჟოზეს გაწვრთნილი გუნდი სიტუაციას გამოასწორებს.

- გუნდი უკეთ ათამაშდება. რაც მოხდა, ამას არავინ ელოდა. ჩვენ ხომ ძალიან კარგები ვიყავით გასულ სეზონში.

- საერთოდ, როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონს თქვენთვის?

- იყო კარგი და ცუდი მატჩები. მაგალითად, მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშე "სუონსისთან" სასტარტო შეხვედრაში. იყო 45 წუთი "მანჩესტერ სიტისთან", შოკირებული ვიყავი, როცა შემცვალეს.

- ხალხი ამბობს, ჯონ ტერის ფეხების დრო წავიდაო, მაგრამ ასე არაა.

- რაც წავიდა, იმას უკან ვეღარ დააბრუნებ, მაგრამ ჩემი დრო არ წასულა. არც ვზარმაცობ და თამაშის სურვილითაც ძველებურად ვიწვი. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. სისწრაფე კი არასოდეს ყოფილა ჩემი მთავარი კოზირი.

- თქვენ, ისევე, როგორც ყოველთვის, ქარავნის თავში ხართ.

- მადლობა (იცინის).

- როგორ ეგუებით იმას, რომ ძირითად შემადენლობაში ადგილი არ გაქვთ გარანტირებული.

- მიმაჩნია, რომ ცენტრალური მცველი სულ უნდა თამაშობდეს. ნახევარმცველმა შეიძლება გამოტოვოს თამაში და ჩვეულებრივ დაბრუნდეს, ცენტრალური მცველი კი სხვა საქმეა.

- თქვენი კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება. რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" არ შემოგთავაზებთ ახალ ხელშეკრულებას?

- ამ წუთში მე ველოდები. არ ვფიქრობ ჯერ ამაზე. ჩვეულებრივად ვუყურებ ტელევიზორს, არ ვემზადები ექსპერტობისათვის. სამწვთნელო საქმეს კი ვაკვირდები.

- ჩემთვის სიკვდილივით იყო, როცა ვვარჯიშობდი და არ ვთამაშობდი. მე ვუთხარი ბრენდან როჯერსს, 12 თვე დამრჩა კონტრაქტი და როცა მორჩება, უსათუოდ წავალ - მეთქი.

- ეს არის ჩემი მენტალიტეტი. არ მესმის იმ მოთამაშეების, რომლებიც კვირიდან კვირამდე არ თამაშობენ. "ჩელსი" ჩემი კლუბია. მე აქ 20 წელი გავატარე და თუ მწვრთნელობას შევეჭიდები, ამ საქმეს აქ დავიწყებ.

- ინგლისში "ჩელსის" გარდა ვერსად ითამაშებთ?

- არა, შანსი არაა. ერთადერთი, შეიძლება, ამერიკა... ჯერ თავს შესანიშნავად ვგრძნობ ფიზიკურად. თუ რამეა, გადაწყვეტილებას ოჯახთან ერთად მივიღებ.

- 2000 წელს თქვენ "ნოტინგემ ფორესტში" გაგანათხოვრეს, სადაც 6 მატჩი ჩაატარეთ. რომ არა ეს, თქვენ ისე შეხვიდოდით ისტორიაში, როგორც მალდინი, გიგზი, კარაგერი - ხალხი, ვინც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა.

- ეს სასაცილო ამბავია. "ჩელსის" ჩემი გაყიდვა უნდოდა. შეუთანხმდნენ კიდეც "ჰაფერსფილდს". იმ იჯარის დასრულების შემდეგ "ჰადერსფილდში" უნდა წავსულიყავი. მენეჯერი სტივ ბრიუსი იყო. "ჩესლსის" ჯანლუკა ვიალი წვრთნიდა.

მე "ფორესტში" მაგრად ვითამაშე. "ჩელსიმ" ჯერ მეტი ფული მოსთხოვა "ჰადერსფილდს", მერე კი ჩემი გაყიდვა გადაიფიქრა. უკან დავბრუნდი და ინგლისის თასის ფინალში უკვე სათადარიოგოთა შორის ვიყავი.

- ოდესმე თუ ყოფილა შანსი, რომ სხვა გუნდში გადასულიყავით?

- "სიტიმ" 2009 წელს "ჩელსის" 29 მილიონი შესთავაზა, მაგრამ კლუბმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მე ვუთხარი რომან აბრამოვიჩს, რომ თუ არ ვჭირდებოდი გუნდს, შეეძლო გავეყიდე. "ჩელსიმ" უარი თქვა.

- დაბოლოს, დაასახელეთ თქვენი ვერსიით "ჩელსის" ყველა დროის სიმბოლური ნაკრები...

- ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია. ავირჩევ 4-3-3 სათამაშო სისტემას. ჩეხი, ივანოვიჩი, კარვალიო, ეშლი... (დიდი პაუზის შემდეგ) ჩემს თავსაც ჩავსვამ... ლამპსი, დიდიე, რობენი...მაკელელეს, აზარისა და ძოლას დატოვება არ შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გოლფში უფრო მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე "არსენალმა" ბოლო 20 წელიწადში" - ტერიმ მორგანს უპასუხა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
"ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს" - ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია
"ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე" - კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება - კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა