გიორგი ჯავახიშვილმა ანტალიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს
საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობდა გასულ კვირას ჩოგბურთელ ქალთა ორ საერთაშორისო ტურნირში, მაგრამ მთავარ პრიზებს ვერავინ შესწვდა.

ჩვენი ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ქაიროს 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. პირველ ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო. ჯერ მასპინძელ ლაილა ელნიმრს აჯობა - 6:1, 6:4, მერე სანდრა სამირი (ეგვიპტე) ჩამოიშორა გზიდან. ნახევარფინალში უნგრელ ნაომი ტოტკასთან პირველი სეტი 2:6 წააგო, მეორის სათამაშოდ კი ტრავმის გამო კორტზე ვერ გავიდა.

ამ მარცხამდე შაფათავამ წყვილთა პაექრობის ნახევარფინალიც დათმო: სლოვაკ მიხაელა ჰონკოვასთან შეამხანაგებული იულია გრაბნერისა (ავსტრია) და ანა ბიანკა მიჰაილას (რუმინეთი) დუეტს დანებდა - 3:6, 1:6.

ანტალიის 10.000-იან ტურნირში მესამე ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია მეოთხედფინალში გამოეთიშა პაექრობას - ქართველ ჩოგბურთელს სომეხმა ანი ამირაგიანმა აჯობა - 6:3, 4:6, 6:0.

განთესვით მეოთხე ნომერი იყო ეკატერინე გორგოძე. მან სამ მეტოქეს სძლია: უკრაინელ ალონა ფომინას - 4:6, 6:2, 6:1, დანიელ ჯული ნოეს - 6:1, 6:0 და რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს - 6:4, 6:2, მაგრამ ნახევარფინალში რუს ალისა კლეიბანოვასთან ვერაფერს გახდა - 3:6, 7:6, 1:6.

წყვილთა ორთაბრძოლებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - სოფიო ქვაცაბაიამ და ალონა ფომინამ მესამე ნომრებს - ეკატერინე გორგოძესა და ალინა ზუბკოვას (ბელორუსი) მოუგეს - 6:2, 6:1, თუმცა ფინალში ქრისტინა შაკოვეცსა (გერმანია) და ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) ვერაფერი მოუხერხეს - 5:7, 4:6.

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები ეგვიპტესა და თურქეთში ახალ ტურნირებში მოსინჯავენ ძალებს. ხვალიდან სოფიო შაფათავა კაიროს 25.000-იან ტურნირში ჩაებმება. იგი პირველ ნომრადაა განთესილი და სტარტზე ირინა მარია ბარას (რუმინეთი) შეხვდება.

სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე კი ანტალიის 10.000-იან შეჯიბრებაში დაუპირისპირდებიან მეტოქეებს. გორგოძე პირველი ნომერია, ქვაცაბაია - მეორე. პირველ წრეში ისინი, შესაბამისად, ნატაშა ბრენდლისა (ავსტრია) და კლაუდია სიანსს (პორტუგალია) ეთამაშებიან.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებულ საერთაშორისო კლასიფიკაციაში ქართველთა მონაცემები ასეთია:

ერთეულები. 208 (208). სოფიო შაფათავა (249), 385 (384). სოფიო ქვაცაბაია (93), 391 (378). ეკატერინე გორგოძე (90), 467 (466). მარიამ ბოლქვაძე (63), 772 (771). თინათინ ყავლაშვილი (20), 1101 (1100). თამარ ჭალაგანიძე (7), 1204 (1201). ანა შანიძე (4).

წყვილები. 70 (70). კალაშნიკოვა (1080), 137 (137). შაფათავა (492), 160 (160). გორგოძე (417), 355 (347). ქვაცაბაია 9144), 678 (672). ბოლქვაძე 945), 777 (773). ყავლაშვილი (30), 1116 (1113). ახალკაცი (11), 1116 (1113). შანიძე (11), 1186 (1186). ჭალაგანიძე (9).

თურქულ ანტალიაში გიორგი ჯავახიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი, სადაც ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - იორი იოშიდას (იაპონია, 6:0, 6:2), რობინ ლანგს (გერმანია, 6:4, 6:1) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ კი რუმინელ ალექსანდრუ მარასინის დაუპირისპირდება.

წყვილებში ჯავახიშვილი ბულგარელ ვასილ შენდაროვთან ერთად ასპარეზობის რუმინელ მეორე ნომრებს - ანდრეი აპოსტოლსა და ნიკოლაი ფრეზას გაუწევს მეტოქეობას.

აქვე ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა განახლებული რეიტინგის მაჩვენებლებს გაუწყებთ: 104 (104). ნიკოლოზ ბასილაშვილი (562), 310 (313). ალექსანდრე მეტრეველი (158), 893 (918). გიორგი ცივაძე (19), 1140 (1134). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1431 (1423). ალექსანდრე ბაკში (3), 2976 (2069). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს