ტურნირში, რომელშიც 14-15 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა ითამაშა, გამარჯვება "აკადემიამ" მოიპოვა
ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში ცნობილი ქართველი მწვრთნელის, თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ხსოვნის ტურნირი დასრულდა, რომელში მონაწილეობაც 14-15 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო.

ტურნირი ორგანიზებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ.

თამაშები ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში 5 და 6 დეკემბერს გაიმართა. 6 მონაწილე 2 ჯგუფში განაწილდა. პირველში თავი "აკადემიამ", "ჰიუნდაი 2"-მა და "მართვემ" მოიყარეს, ხოლო მეორე ჯგუფი "არმიამ", "ჰიუნდაიმ" და "ორბმა" შეადგინეს.

ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორეადგილოსნებმა ერთმანეთში მე-3 ადგილი გაითამაშეს. ბრინჯაოს მედლებისთვის "ჰიუნდაი" "მართვეს" შეხვდა და ანგარიშით 117:56 სძლია.

ფინალური მატჩი კი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი "ორბი" მთელი პირველი ტაიმი უგებდა "აკადემიას", თუმცა მეორე ნახევარში ალექსანდრე ჯაფარიძის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა და გამარჯვებამდე მივიდა.

საბოლოოდ "აკადემიამ" 92:63 დაამარცხა "ორბი" და ამაგდარი საკალათბურთო მწვრთნელის სახელობის თასი მოიპოვა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორ გუნდებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეებიც დაასაჩუქრეს.

მე-3 ადგილზე გასული "ჰიუნდაი" მთაწმინდის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების უფროსმა გიორგი კაშიამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

"ორბის" მწვრთნელებს და მოთამაშეებს შესაბამისი მედლები და სიგელები მთაწმინდის გამგებლის მოადგილე კახაბერ ქოროღლიშვილმა გადასცა, რომელმაც ასევე ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახელებული რატი ანდრონიკაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც "ორბის" მოთამაშე გიორგი ბიჭიაშვილს ერგო. გამარჯვებულს პრიზი თამაზ ოქრუაშვილის მეგობარმა, ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის წევრმა თემურ ღაღანიძემ გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა აკადემიელთა ლიდერი მიშა ზურაბაშვილი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.

დაბოლოს, ჩემპიონ "აკადემიას" მედლები, სიგელები და საჩემპიონო თასი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
18-წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ბიჭიაშვილმა 3 პერიოდში 9-დან 9 სამქულიანი ჩააგდო!
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში