რა გახდა ალბანური "ფლამურტარიდან" გიორგი ფოფხაძისა და ბაჩანა ცხადაძის წამოსვლის მიზეზი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა გიორგი ფოფხაძემ ალბანური "ფლამურტარი" დატოვა. ასევე მოიქცა ეროვნული გუნდის 28 წლის ფორვარდი ბაჩანა ცხადაძეც. თავის დროზე, "ფლამურტარიში" ანალოგიურ პრობლემას წააწყდა ნაკრების კიდევ ერთი თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, რომელიც იქ "ზესტაფონიდან" გადავიდა...

რა გახდა ქართველების "ფლამურტარიდან" წამოსვლის მიზეზი? "ლელო" თბილისში დაბრუნებულ ფოფხაძეს გაესაუბრა...

- მეც და ბაჩანა ცხადაძეც "ფლამურტარიდან" წამოვედით. იქ დარჩენა უკვე აღარ შეიძლებოდა! საერთოდ აღარ იხდიდნენ ფულს, - გვითხრა ფოფხაძემ საუბრის დასაწყისში.

- მოდით, თავიდან დავიწყოთ. ცოტა მოულოდნელი კი იყო თქვენი წასვლა "ფლამურტარიში"...

- მთავარი, რის გამოც მივედი "ფლამურტარიში", ეს იყო მწვრთნელის ფაქტორი. სტანისლავ ლევი ძალიან კარგი სპეციალისტია. თავის დროზე მან პოლონური "შლიონსკი" ჩემპიონი გახადა. ის მიცნობდა "იაგელონიიდან". მეც ვიცოდი მისი სტილი, საქმისადმი მიდგომა... მოკლედ, ძალიან კარგი მწვრთნელია. ვიცოდი, რომ ალბანური საზომებით ძალიან ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება სურდათ - დაახლოებით იმ დონის, დღეს "სკენდერბეუ" რომ არის. ფინანსური პირობებიც კარგი იყო... ვნახე ქალაქი, სტადიონი, ბაზა... ყველაფერი მომეწონა და გადავწყვიტე, ამ გუნდში გამეგრძელებინა კარიერა. მით უმეტეს, იმ დროს ასარჩევად არ იყო საქმე...

- ...მაგრამ ჩახვედით ალბანეთში და დაგხვდათ...

- სხვათა შორის, ვლიორი, საიდანაც არის "ფლამურტარი", ძალიან ლამაზი ქალაქია ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე... დაიწყო ჩემპიონატი და ეგრევე დაიწყო სირთულეებიც. საკმაოდ დიდი ხელფასები იყო გუნდში და ფულს არ იხდიდნენ. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა საბოლოოდ ვერა და ვერ გადმოიფორმა კლუბი და ის იურიდიულად ისევ ქალაქს ეკუთვნის. ეს კაცი ამბობდა, ტყუილად გამომდის ფულის ხარჯვა, ჩემი მაინც არაფერი არ არისო. საბოლოოდ, ამ დავას გადაჰყვა ყველაფერი.

ისე, "ფლამურტარის" ორი სპონსორი ჰყავს - სერიოზული თურქული კომპანია და ერთიც - ნავთობკომპანია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო სიახლე იყო. ჩვენ უკან ხომ ოჯახები დგას. როცა ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობს, ის თავს ვერ გამოიჩენს...

ფაქტია, ხელფასების გადახდა არ უნდოდათ. მეორე მხრივ, ასე ვერ ავდგებოდით და ვერ დავტოვებდით გუნდს. შუა სეზონში უთამაშებლად დარჩენა ვის უხარია?! თანაც, საქართველოს ნაკრების ყველა მატჩისთვის ბოლომდე უნდა ვყოფილიყავით მზად... ბევრი ვითმინეთ და ბოლოს წამოსვლის დროც მოვიდა...

რაც შეეხება ლევის, ის ორი თვე მუშაობდა გუნდში და როცა შეატყო, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა, ადგა და წავიდა. ყველაფერი იღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ რა უნდა ექნა? ხელფასებს ის ხომ ვერ დაარიგებდა?!

- გასაგებია. საერთოდ, როგორი დონის ტურნირია ალბანეთის ჩემპიონატი? როგორ ფეხბურთს ანიჭებენ იქ უპირატესობას?

- ვერ ვიტყვი, რომ აქცენტი ტექნიკურ ფეხბურთზე კეთდება, უფრო ფიზიკურ სიძლიერეს, სიხისტეს აქცევენ ყურადღებას. თუ ფიზიკურად კარგად არ ხარ მომზადებული, გაგიჭირდება... რაც შეეხება პირველობის დონეს, იოლი მატჩები იშვიათობაა, უმეტესობაში ბრძოლაა.

- თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალბანეთის ჩემპიონატი ბოლო დროს პროგრესის გზაზე დგას, საქართველოს პირველობისგან განსხვავებით...

- ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, მაგრამ ვამბობ იმას, რაც ფაქტია - დღეს ალბანეთის ჩემპიონატი ჩვენსაზე მაღალი დონისაა.

- როგორია ალბანური კლუბების ორიენტირი საკადრო და სახელფასო კუთხით?

- ალბანური კლუბების უმრავლესობა აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებს. რასაც მე დავაკვირდი, იქ ძალიან ფასობენ ლეგიონერები. თავად ალბანელები ნაკლებ პატივს სცემენ ადგილობრივ ფეხბურთელს... მაგალითად, ალბანელი ფეხბურთელი შეიძლება 2000 ევროდ თამაშობდეს, ლეგიონერის ხელფასი კი, შეიძლება 7-დან 10 ათას ევრომდე იყოს.

ფაქტია, ფული იდება იქაურ ფეხბურთში, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როგორიც ჩვენ მოგვივიდა... აგერ, თვალწინ გვაქვს "სკენდერბეუს" მაგალითი. გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, არადა, ვინ წარმოიდგენდა ამას ცოტა ხნის წინათ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა...

იქ 2000 ევრო კარგ ხელფასად ითვლება. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან სიიაფეა...

- ხელფასი როგორ უნდა აიღოთ?

- საქართველოში წამოსვლის წინ მე და ბაჩანა შევხვდით "ფლამურტარის" პრეზიდენტს. მას პირდაპირ ვუთხარი - ისეთ გუნდებში ვთამაშობდი, რომ ასეთი პრობლემა არ შემქმნია-მეთქი. ცხოვრებაში არავისთვის მიჩივლია და არ მინდა "ფლამურტარის" ვუჩივლო-მეთქი. არადა, ჩვენ გარდა, კლუბს თითქმის ყველა ფეხბურთელმა უჩივლა. ვუთხარი, რაც მეკუთვნის, გადამიხადეთ, თორემ მერე საქმეში ჯერ ჩემი ადვოკატი ჩაერევა, მერე კი - ფიფა და უეფა-მეთქი.

მე და ბაჩანას სულ მადლობები გვიხადა პრეზიდენტმა. შევთანხმდით იმაზეც, რომ კლუბი ჩვენს სახელფასო დავალიანებას დაფარავდა, თუმცა დრო მიდის და ჯერ არავის არაფერი გადაუხდია. ასეთი სიტუაციაა ახლა და მომავალში რა იქნება, ვნახოთ...

- ამ ეტაპზე, კონკრეტული კლუბი ხომ არ არის თქვენით დაინტერესებული?

- არა, ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ, ახლა ჩამოვედი ალბანეთიდან. თავადაც იცით, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და იმისაც მჯერა, რომ უგუნდოდ ყოფნის პერიოდი დიდხანს არ გამიგრძელდება.

- ალბანური გუნდების მხრიდანაც ხომ არ არის დაინტერესება?

- დარწმუნებული ვარ, იქნება ინტერესი. ეს მეხება როგორც მე, ისე ბაჩანა ცხადაძესაც. არც მე მითამაშია ცუდად და ბაჩანამაც გოლები გაიტანა... მაგრამ გულწრფელად გეტყვით: ალბანეთისკენ გახედვაც აღარ მინდა! მირჩევნია, სხვაგან გავაგრძელო კარიერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dato
Ra mnishvneloba aqvs ramdeni goli gaitana an ar gaitana,an rogor itamasha, kontraqti qonda gapormebuli da rac ekutvnis is unda gadauxadon. Sacyenia tu magal doneze ver tamashoben, magram mtavaria cdiloben da tavisi shromit da jansagi cxovrebis cesit cxovroben.
juna
ბაქოს ინტერიდან წამოვიდა კახა და ესეც გამოაგდეს, წავიდა ალბანეთში და იქაც 3-4 გოლი გაიტანა ცენტრფორვარდმა, 6 თვეში, კიდეე პრეტენზია გაქვს რო ხელფასს არ გიხდიდნენ??? ან რა ხელფასს ითხოვ წელიწადში 1 გოლი გაგაქვს
gio
აბა ალბანეთში რო მიდიოდით შენ და ტრენეროვიჩი რა გეგონათ?? დოლ გამონს დაგახვედრებდნენ?
gio
ფეხბურთელები რო დაბალი დონის არიან ბაზარი არაა, მაგრამ არ იმათი მესმის აქ რომ წერენ ესენი ფულზე ფიქრობენო. ვინც ეგ დაწერა 3-4 თვე იმუშავებს უხელფასოდ, თან საზღვარგარეთ?
kaxi
ასეთ ფეხბურტელებს რა უნდათ ნაკრებში? ესაა ფეხბურთელი სულ რომ ფულზე ფიქრობს?
iorgo
გენაცვალე ტოო, საწყენათ არ მითქვამს, უბრალოოდ მთელმა ქვეყანამ იცის რო ტრენეროვიჩი არის ბაჩანა ცხადაძე, რომელმაც ბოლო გოლი 4 წლის წინ გაიტანა მარა მაინც ხვდება ეროვნულ ნაკრებში)))) რა გვეშველებაააააააა)))))))
ბუზი
ხოოოო! გავიგე. ტრენეროვიჩი ალბათ ბაჩანა ცხადაძეა ხოლო მამიკო კახაბერ ცხადაძე. ისე როგორც პრემიეროვიჩი რაღიბაშვილია, პრემიერი კი იყო ბიძინა. ახლა გავიგე. იასნა ნუ!!!!
mdaa
აიიიიი ბაჩანას ნათამაშებიი არ გაიშვა)))))) ტრენეროვიიიჩ მაქედანააც გამოგაგდეეს?)))) ...
iorgo
ბუზო_ რა ვერ გაიგე?? .... უშოვნის მამიკო რამე გუნდს, საქ ნაკრებში ხოო დაუბევა ადგილი და სადმე შეტენის კიდე რა პრობლემაა, გაიგე ეხლა??
ბუზი
კოღო - "ტრენეროვიჩს გამოუძებნის გუნდს მამიკო". თუ ამ "წინადადებას" ვინმე გადათარგნის, რესტორანს ვკისრულობ. ნაღდად ვერ გავიგე რის თქმა უნდა ავტორს ანუ მალარიის გამომწვევ კოღოს.
nuri
ნუ დაგვღალეთ ამ ვითომ ფეხბურთელებით ამათ ყოველდღე აყურებინეთ დინამო კარლცაისი მერე უთხარით რა ხელფასს იღებდნენ მერე იქნებ დაწყნარდნენ რა სულ ფული ახსოვთ
nuri
ნუ დაგვღალეთ ამ ვითომ ფეხბურთელებით ამათ ყოველდღე აყურებინეთ დინამო კარლცაისი მერე უთხარით რა ხელფასს იღებდნენ მერე იქნებ დაწყნარდნენ რა სულ ფული ახსოვთ
კოღო
ეს ის არაა ოლიმპიაკოსში თამაში რო არ ისურვა ჩემი დონე არააო? ტრენეროვიჩს გამოუძებნის გუნდს მამიკო
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
გიორგი ფოფხაძე ალბანური "ფლამურტარის" ღირსებას დაიცავს
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა