საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ხელჯოხი გადააგდო
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, სხვასთან ერთად, კლუბის გამოცვლის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

ანანიძის თქმით, რომელმაც ოპერაციის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა, მან შესაძლოა, მოსკოვური გუნდი დატოვოს და კარიერა რომელიმე ევროპულ კლუბში გააგრძელოს.

"შოტლანდიასთან მატჩში ტრავმა რომ მივიღე, მისი მერე ვერ ვთამაშობ... თამაში მომენატრა. ახლა უკვე კარგად ვარ, ხელჯოხი გადავაგდე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განვაახლე და მალე ტრენაჟორებსა და აუზზე ვივარჯიშებ. მერე უკვე საერთო ჯგუფს შევუერთდები და შეკრებაზეც წავალ.

ვარიანტები ნამდვილად არის. ლაპარაკია გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე, მიწვევები მაქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი კლუბისგანაც. ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. რუსეთში საშემოდგომო ეტაპი მორჩა, ევროპაში კი შესვენება მალე დაიწყება. ასე რომ, ყველაფერი შეკრების შემდეგ გადაწყდება.

თუ რუსეთში ვითამაშებ, მხოლოდ "სპარტაკში", სხვაგან გადასვლა არ მსურს. ხოლო, თუ "სპარტაკს" დავტოვებ, მხოლოდ ევროპულ კლუბში გადავალ. იქ მირჩევნია...", - აცხადებს ჯანო ანანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jumber
უნიჭიერესი ფეხბურთელია.
zura
ეს პერსპექტიული ახალგაზრდა შემოგვაბერდა.
odala
ვისი მოქალაქეობაც გინდა იმისი მიეღო. პირადი გადაწყვეტილებაა. დედა რუსი ჰყავს ბოლო-ბოლო. მე არ გავკიცხავდი, მაგალითად. მილიონებზე არა კვახზე თქვა უარი. მაგ ფულს ისედაც უხდიან. პასპორტის აღებაში და ნაკრებში თამაშზე უხდიდნენ დიდ ფულს? რაღაც არ ჰგავს სინამდვილეს.
beqnu
არ დანებდე ჯანო , ეცადე დააღწიო რუსეთს თავი , იშრომე და წარმატება აცუილებლად მოვა ევროპაში !
jumbo
რა ბოგმიანები ხართ მართლა რა , იმის მაგივრად რომ გაამხნევოთ აგიზიანებთ ადამიანებს, თქვენი გაბოროტებული ,,, მიდი ჯანო, რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიეგო და მერე უფრო მეტად დააფასებდით ალბათ ტქვენი ბოგმიანი...
დიმა
ხალხო რამ დაგბოღმათ რა იყო იმის მაგივრად რომ ახალგაზრდა ბიჯს წარმატებები უსურვოდ შემოდიხართ და წერთ რაღაც უაზრობებს, ყველამ თგვენს მამიდებს მიხედეთ, ეს ბიჭი მარტო იმიტოა დასაფასებელი 16 წლის ასაკში მილიონებზე უარი რომ თგვა და არ მიიღო რუსეტის მოქალაქეობა, წარმატებები ჯანო, მე პირადად ნაკრებში ყველაზე მაღალი დონის ფერბურტელად ვთვლი ამ ბიჭს!
realisti
"თუ "სპარტაკს" დავტოვებ, მხოლოდ ევროპულ კლუბში გადავალ". ამბიცია კარგია, მაგრამ მართლა რეალური ვარიანტები თუ გაქვს და არა ვითომ რეალური?!
Gio
მიწვევები არის ესპანეთიდან და გერმანიიდან, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება ტოსნოში. როგორ გაიმართლებს თავს იცით? სპარტაკმა ბევრი მოითხოვაო იტყვის.
guka
ნუ წერთ ამ ყველაფერზე ვინც სად წავა ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგათ ფეისბუქზე პოზიორობა უფრო აუვარდათ თავში ვიდრე ფეხბურთი რაც უფრო ყურადღებას მიაქცევთ უფრო გაფრენენ
kalo
ჯანო ან რუსეთში დარჩი ან ევროპაში წადი ან ჩამოდი სადმე ფეხბურთი ითამაშე ძირითადში არ დავეძებთ უკვე მგონი შენც დაიღალე ქართველი გულშემატკივარი ხო საერთოდ
ggg
წადი ბიჯოოოო წადიიი სადმე. განსაკუთრებით ესპანეთი მოგიხდება, იმიტომ რომ იქ შედარებით რბილი კლიმატია, შენ შედარებით სუსტი აღნაგობა გაქვს და ტრავმებსაც იშვიათად მიიღებ. არ მოგბეზრდა ამ გაყინულ რუსეთში თამაში? რა დროს შენი ფულის შოვნის დროა, წადი და მაგ რუსეთში მერეც ჩახვალ კარიერის მიწურულს.
zviadi
რაღას ელოდები
la liga
წადი ბიძიკო ევროპაში, ოქროს წლებს კარგავ სკამზე ჯდომით, სანამ დრო გაქ ითამაშე და მიიღე სიამოვნება თამაშით! რადაგრჩენია რუსეთში, ცოტა ამბიცია ხომ უნდა გაწუხებდეს, ერთ ადგილს რო ტკეპნი, გამოიყენე შენი ნიჭი!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები