"გოლდენ სტეიტმა" აღმოსავლეთის ლიდერს ერთ ტაიმში 79 ქულა ჩაუგდო
"გოლდენ სტეიტი" არ აპირებს ტემპის დაგდებას. მოქმედ ჩემპიონს სეზონში პირველი წაგების საფრთხე გუშინ ემუქრებოდა, რადგან სტუმრად ეთამაშებოდა აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერს "ინდიანა პეისერსს".

მაგრამ "მეომრებმა" საწყის სამ მეოთხედში საერთოდ არ შეიმჩნიეს მორიგი მეტოქის წინააღმდეგობა: პირველ ტაიმში 22:0 გაქცევა მოაწყვეს და ბოლო მეოთხედის წინ, 28 ქულით იყვნენ წინ. და აქ "პეისერსმა" პატარა სასწაული ჩაიდინა - ეს ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ 25 წამში ვერ მოასწრო თამაშის გადარჩენა.

"უორიორზის" ლიდერს სტივენ კარის სამი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ამჯერად, გუნდის ლიდერობა კლეი ტომპსონმა იტვირთა, რომელმაც პირველ ტაიმში 8 სამქულიანი ჩააგდო და 29 ქულა დააგროვა, სულ კი 39 ქულას მოუყარა თავი. ეს იყო მეორე შეხვედრა ტომპსონისთვის კარიერაში, როცა მან ერთ მატჩში 10 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო, ჯამში 27-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც ხანგრძლივობით მეორეა NBA-ის ისტორიაში. "ლეიკერსის" აბსოლუტურ რეკორდამდე (33 მოგება), "მეომრებს" ექვსი გამარჯვება სჭირდებათ. გარდა ამისა, ჩემპიონმა ერთი რეკორდი დაამყარა - სეზონის სტარტიდან ზედიზედ 13 გასვლითი მატჩი მოიგო, რაც აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია.

"კლივლენდს" დაუბრუნდა ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ "კავალერებმა" მაინც გაჭირვებით დაამარცხეს შინ "პორტლენდი". მასპინძლებმა ცხრა ქულით წააგეს პირველი ტაიმი, მაგრამ შემდეგ გაათანაბრეს თამაში, მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი მინი-გაქცევა მოაწყვეს და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. გუნდების ლიდერების - ჯეიმსისა და დამიენ ლილარდის დუელი ფრედ დასრულდა: ამ კალათბურთელებმა 33-33 ქულა დააგროვეს.

ისევ არასტაბილურია "ჰიუსტონი" და მისი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. "როკეტსის" დამარცხება "ბრუკლინმა" შეძლო, რომლის მთავარ მწვრთნელს ლაიონელ ჰოლინზს მალე დაითხოვენ თანამდებობიდან.

"ნეტსის" უპირატესობა 18 ქულას აღწევდა. "რაკეტებმა" მეორე ტაიმში შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მე-12 წაგება. ჰარდენმა 35 წუთში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, რაც მისი ანტირეკორდია მიმდინარე სეზონში.

"ოკლაჰომამ" ოთხივე მეოთხედი მოუგო სტუმრად "მემფისს" და 37 ქულით გაანადგურა მეტოქე. კევინ დურანტმა 32 ქულა დააგროვა და საერთო კარიერული მონაგარი 15 955 ქულამდე აიყვანა, რითაც ლეგენდარულ პიტ მარავიჩს გაუსწრო და NBA-ის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში 105-ე ადგილზე გადავიდა. შემდეგი სამიზნე კიკი ვანდევეგეა 15 980 ქულით.

ციფრები

- პირველ მეოთხედში გაშვებული 44 ქულა ახალი საკლუბო ანტირეკორდია "ინდიანასთვის". 1990 წელს, "ჩიკაგომ" ჩაუგდო "პეისერსს" 12 წუთში ამდენივე ქულა. ხოლო პირველ ტაიმში მიღებული 79 ქულა - ერთით ნაკლებია მეორე ანტირეკორდზე (1978 წელს, "ინდიანამ" "ლეიკერსისგან" ერთ ტაიმში 80 ქულა გაუშვა).

- ზედიზედ 87 მატჩია, სტივენ კარი მინიმუმ ერთ სამქულიანს აგდებს.

კლივლენდი-პორტლენდი 105:100

17:25, 30:31, 30:19, 28:25

კ: ჯეიმსი (33+10 მოხსნა), ლავი (18), დელავედოვა (17), მო უილიამსი (13).

პ: ლილარდი (33+6 პასი), მაკალუმი (24), კრები (14), პლამლი (10).

ინდიანა-გ. სტეიტი 123:131

28:44, 32:35, 23:32, 40:20

ი: ჯორჯი (33+8 მოხსნა+6 პასი), მაილზი (24), ჯორჯ ჰილი (12), ბადინგერი (12+7 მოხსნა), ჯორდან ჰილი (10).

გ-ს: ტომპსონი (39+7 მოხსნა+6 პასი), კარი (29+7 მოხსნა+10 პასი), ბოგუტი (14+10 მოხსნა), რაში (13), იზელი (12).

ბრუკლინი-ჰიუსტონი 110:105

31:24, 26:22, 23:26, 30:33

ბ: ლოპესი (24+8 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსონი (22+8 პასი), იანგი (20+12 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (19), ჯეკი (10+9 პასი).

ჰ: ტორნტონი (32), ბრიუერი (22), ბევერლი (10+5 ჩაჭრა), ჰარდენი (10+9 პასი), ჰოვარდი (10+9 მოხსნა).

მემფისი-ოკლაჰომა 88:125

25:28, 22:31, 16:39, 25:27

მ: ჩელმერსი (19), გრინი (11), მ. გასოლი (11), რენდოლფი (9+10 მოხსნა).

ო: დურანტი (32+10 მოხსნა+6 პასი), იბაკა (17), უესტბრუკი (13+16 პასი), ოგასტინი (13), უეიტერსი (12), რობერსონი (10).

დენვერი-ორლანდო 74:85

26:26, 21:14, 16:22, 11:23

დ: ბარტონი (23), გალინარი (13), ჰიქსონი (10+11 მოხსნა), ფარიდი (7+11 მოხსნა).

ო: პეიტონი (18), ვუჩევიჩი (18+13 მოხსნა), ჰარისი (17+9 მოხსნა), ოლადიპო (11+4 დაფარება), ნიკოლსონი (8+14 მოხსნა).

საკრამენტო-იუტა 114:106

33:22, 21:26, 32:32, 28:26

ს: გეი (23), კაზინსი (23+12 მოხსნა+6 პასი), კასპი (19+10 მოხსნა), რონდო (17+7 მოხსნა+13 პასი), მაკლემორი (10), ბელინელი (10).

ი: ჰეივორდი (18+8 მოხსნა+6 პასი), ბერკსი (18), ჰუდი (17), ფეივორსი (14+10 მოხსნა), ბერკი (12), ბუკერი (12+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]