საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები 18 დეკემბრიდან სრული შემადგენლობით შეიკრიბება
გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი წყალბურთელ ქალ-ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდებს უმასპინძლებს. ვაჟთა ტურნირში მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის - საქართველოს ნაკრები, რომელიც ქვეჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რუმინეთს (11 იანვარი), გერმანიასა (13 იანვარი) და იტალიას (15 იანვარი) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების წევრთა ერთი ნაწილი ახლა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ემზადება მომდევნო ორთაბრძოლებისთვის, იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით.

"საქართველოს ნაკრების ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს, - გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ. - ანდრო ბითაძე ესპანეთის "ბარსელონაშია", რეზი იმნაიშვილი - უნგრეთში, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი იტალიურ კლუბებში გამოდიან, დამირ ცრეპულია ეგვიპტეშია, ივან სტრუიჩი კი ხორვატიის გუნდის ღირსებას იცავს. 13-14 დეკემბრისთვის ისინი კლუბებიდან გათავისუფლდებიან და 18 დეკემბერს თბილისში მოიყრიან თავს.

"ოლიმპიკში" 25-მდე ვივარჯიშებთ, შემდეგ თურქეთს მივაშურებთ, სადაც მასპინძლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, 28-30 დეკემბერს კი "სტამბოლის თასზე" საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზებთ თურქებთან, ჰოლანდიელებსა და რუმინელებთან.

2 იანვარს ჰოლანდიაში გავემგზავრებით. ნიდერლანდელებთანაც ორ მატჩს ვითამაშებთ, მერე ნოვი სადში ერთკვირიანი შეკრება გვექნება და ამ პერიოდში ბრაზილიის ნაკრებთანაც მოვსინჯავთ ძალებს, 11 იანვარს კი ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ბელგრადში უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე 2014 წელს ბუდაპეშტში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა