თბილისის "დინამომ" ქობულეთში ერთი ქულაც რომ აიღოს, პირველი წრის გამარჯვებული გახდება!
და აი, საშუალედო ფინიშის დროც დადგა: ამ ტურით XXVII ჩემპიონატის პირველი წრე დამთავრდება. თუმცა საფეხბურთო წელიწადი ამ უქმეებზე კი არა, მომავალ კვირაში, კერძოდ, 16 დეკემბერს სრულდება, როცა საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება...

მოკლედ, უმაღლესი ლიგის 7 გუნდისთვის (თბილისის "დინამო", "სიონი", "სამტრედია", "ჩიხურა", "შუქურა", "ტორპედო", "ზუგდიდი") და ერთიც პირველლიგელისთვის ("ვიტ ჯორჯია") ზამთრის არდადეგები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. მანამდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი წრე უნდა ჩავამთავროთ, თანაც, იმედი დავიტოვოთ, რომ კლიმატური პირობებიც მეტ-ნაკლებად საფეხბურთო იქნება; ბარემ, იმასაც ვისურვებდით, რომ პირველი წრის ბოლო ტური მშვიდობიანი ყოფილიყოს და ჩვენი სტადიონების, ფაქტობრივად, დაცარიელებულ ტრიბუნებზე მყოფ ერთეულ გულშემატკივრებსაც ერთმანეთი აღარ დაეთეთქვოთ...

...კინაღამ უმთავრესი ინტრიგა დაგვავიწყდა: ახლა უკვე 1000 პროცენტით უნდა გაირკვეს "ზამთრის ჩემპიონის" ვინაობა. უკეთეს სიტუაციაში თბილისის "დინამოა" - ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქობულეთში ერთი ქულაც რომ აიღოს, პირველი წრის გამარჯვებული გახდება!

ისე, რატომღაც გვგონია, რომ წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც ნაკლებად უნდა ველოდოთ სატურნირო ცხრილში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს...

11.12. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 14:00

გურია-კოლხეთი

დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე

(გურია) - ალეკო ჩაკვეტაძე (კოლხეთი)

ურთიერთშეხვედრები

25: +9 =0 -16, 22-50

ორივე გუნდს რომ უამრავი პრობლემა (საფეხბურთოც და არასაფეხბურთოც) არ ჰქონდეს, საინტრიგო მატჩი უნდა ყოფილიყო; თუმცა, "გურია" ამ ბოლო დროს საკმაოდ წარუმატებლად ასპარეზობს (ჩემპიონატსა და თასზე რვა მატჩია არ მოუგია), "კოლხეთს" კი ფინანსური პრობლემები უკვე "ტრადიციულ მოვლენად" გადაექცა.

ისე, უკვე ტრადიციად იქცა "კოლხეთის" საშინაო მატჩების... ლანჩხუთში გამართვა, ანუ დღეს, ფაქტობრივად, "საკუთარ" სტადიონზე ითამაშებს. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 25 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დამთავრებულა...

11.12. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00

ლოკომოტივი-ცხინვალი

დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდეშელი,

გეგა დიასამიძე (ორივე - ლოკომოტივი)

ურთიერთშეხვედრები

9: +4 =3 -2, 14-11

დღევანდელი მეორე შეხვედრა ტურის ერთ-ერთ საინტერესო დაპირისპირებად მიგვაჩნია: "ლოკომოტივი" და "ცხინვალიც" უპირატესობას ხომ შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ!

ამას გარდა, სატურნირო მოტივაციაც უნდა ვახსენოთ: მოგების შემთხვევაში "ცხინვალი" პირველ წრეს მესამე ადგილზე დაასრულებს, რაც დიდი წარმატება უნდა იყოს მოკრძალებული ფინანსური რესურსების მქონე გუნდისთვის.

მოტივაცია ექნება კონკრეტულ ფეხბურთელსაც: "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა ბომბარდირთა სიას ლიდერობს და ამ პოზიციის შენარჩუნებას ახლაც შეეცდება.

12.12. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00

სიონი-სამტრედია

დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე,

დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - სიონი)

ურთიერთშეხვედრები

22: +11=6 -5, 35-26

პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს: ორივე გუნდს ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზე აქვს სავსებით სამართლიანი პრეტენზია და ამისათვის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშსაც შეეცდებიან და თასზეც.

ისიც საინტერესოა, რომ ეს გუნდები ოთხი დღის შემდეგაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თანაც, საპასუხო სათასო მატჩი ამჯერადაც ბოლნისში გაიმართება.

მოკლედ, ისეთი წყვილია, უპირატესობას ვერცერთ გუნდს რომ ვერ მიანიჭებ (ვერც - ამ ტურში, ვერც - სათასო შეხვედრაში). თუმცა "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს საკადრო პრობლემები თუ არ აწუხებს, მასპინძელთა თავკაცი ვარლამ კილასონია ძირითადი შემადგენლობის ორ საკვანძო და გამოცდილ ფეხბურთელს, დავით სვანიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს მოისაკლისებს.

12.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00

შუქურა-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

2: +0 =0 -2, 0-7

ამ მატჩში არწაგების შემთხვევაში თბილისის "დინამო" პირველი წრის გამარჯვებული გახდება და "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულსაც დაეუფლება! გია გეგუჩაძის დამოძღვრილი "დინამო" მოახლოებულ ზამთრის პაუზას მართლაც მშვენიერ ფორმაში და წარმატებული სერიით ხვდება: ჩემპიონატსა და თასზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო!

ამას გარდა, მომავალ კვირაში გასამართი საპასუხო სათასო შეხვედრის წინაც ნაკლები საფიქრალ-სანერვიულო უნდა ჰქონდეთ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს (პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე), მაშინ, როცა "შუქურას" უმძიმესი სათასო დაპირისპირება ელოდება "ჩიხურასთან".

ამ ბოლო დროს "შუქურას" გარკვეული კრიზისიც დაეწყო: თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს (ჩემპიონატსა და თასზე) უკვე თვეზე მეტია, არ მოუგია (5 მატჩი), არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ქობულეთელთა გუნდს რვამატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა...

12.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 14:00 (უმაყურებლოდ)

საპოვნელა-ჩიხურა

დისკვალიფიკაცია: ნიკა შალამბერიძე (საპოვნელა)

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

ცუდი პერიოდი უდგას "საპოვნელას": ზედიზედ ხუთი წაგებით თერჯოლელთა გუნდი სახიფათო ზონასთან "ტრიალებს" და კიდევ კარგი, რომ კონკურენტებიც ვერ ბრწყინავენ, თორემ უარესი სიტუაცია იქნებოდა.

სამწუხაროდ, "საპოვნელას" საშინაო მატჩების ჩატარება ქუთაისში უწევს, ახლა კი სულაც უმაყურებლოდ უნდა უმასპინძლოს ამ ბოლო პერიოდში მშვენივრად ათამაშებულ "ჩიხურას".

12.12. თბილისი. "ბენდელა". 14:00

საბურთალო-ტორპედო

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

ამ სეზონში "ბენდელაზე" ჩატარებულ არცერთ თამაშში არ მოიწყენდა გულშემატკივარი (ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ ქომაგს ვგულისხმობთ). ახალგაზრდა სპეციალისტ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ასევე ახალგაზრდული "საბურთალო" ნებისმიერ მეტოქესთან უკომპრომისოდ თამაშობს და ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში სტაბილურობაც თუ დაემატება, მერე უკვე სხვა მიზნებზეც შეიძლება ფიქრი.

სტაბილურობის პრობლემა აწუხებს "ტორპედოსაც", თორემ ქუთაისელთა გუნდი შემადგენლობით უმაღლეს ლიგაში ძალიან ბევრს რომ აღემატება, ეს არახალი ამბავია...

12.12. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00

ზუგდიდი-დილა

დისკვალიფიკაცია: გაგა თიბილაშვილი, ზურაბ მალანია, გიორგი ქანთარია (ყველა - ზუგდიდი)

ურთიერთშეხვედრები

16: +5=4 -7, 17-28

გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებენ მასპინძლები პირველი წრის ბოლო მატჩში თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევას: მეტოქეებს ხომ აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო მოტივაცია აქვთ ჩემპიონატში. თანაც, მოქმედი ჩემპიონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ პირველი წრის გამარჯვებული გახდეს (ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ უმთავრესმა კონკურენტმა თბილისის "დინამომ" ქობულეთში წააგოს).

"ზუგდიდის" მწვრთნელ-ფეხბურთელები კი ფიქრით, ალბათ, მომავალ კვირაში გასამართი მატჩისკენ იქნებიან: ამ ქალაქის გუნდს ხომ დიდი ხანია საქართველოს თასის ნახევარფინალში არ უთამაშია და აი, ამის რეალური შანსიც გაჩნდა...

12.12. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00

მერანი-დინამო (ბთ)

დისკვალიფიკაცია: გაგა გაზდელიანი (მერანი)

ურთიერთშეხვედრები

6: +1=0 -5, 5-17

იმისთვის, რომ "მერანმა" პირველი წრე ბოლო ადგილზე არ დაამთავროს, ეს მატჩიც უნდა მოიგოს და იმის იმედადაც უნდა იყოს, რომ უშუალო კონკურენტი "ზუგდიდი" შინ დამარცხდეს (თანაც, დიდი ანგარიშით).

არადა, მოვლენების მსგავსი განვითარება, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოგვიდგენია: ჩემპიონატში ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის "გამოძახილიც" არის ის ფაქტი, რომ ბათუმის "დინამო" ნელ-ნელა მიუახლოვდა პირველ სამეულს.

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შოთა ჭეიშვილის გუნდს "ეტაპობრივად" უბრუნდებიან ტრავმამოშუშებული წამყვანი ფეხბურთელები, რომელთა არყოფნამაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია ბათუმის "დინამოს" ასპარეზობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით