"სამტრედიას" გულშემატკივრები უმაღლესი ლიგის შეჭირვებული კლუბის ფინანსურ დახმარებას აპირებენ
სამტრედიელებს სჯერათ, რომ ძალა ერთობაშია და კლუბს არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც ეხმარებიან. იქაური გულშემატკივრები საქართველოსთვის უჩვეულო აქციით უმაღლესი ლიგის შეჭირვებული კლუბის ფინანსურ დახმარებას აპირებენ.

ეს ამბავი "სამტრედიას" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა იური კიკაჩეიშვილმა გვაცნობა:"სამტრედიელები გუნდის გაჭირვებას და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ვერ შევეგუებით. გამოსავალიც არ ჩანს, სპონსორები არ მოდიან და მათ იმედად ყოფნას საქველმოქმედო აქციის გამართვა და შემოსული თანხით კლუბის დახმარება ვამჯობინეთ.

დასაწყისისთვის საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებია: ამოქმედდა ყველა სამტრედიელი, ვისაც მცირე შემოსავალი მაინც გააჩნია, ბაზრის მოვაჭრე, რესტორნების, სასადილოების თუ უბრალო მაღაზიების მფლობელი და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც "სამტრედია" რაღაცას ნიშნავს. იმედიც გაჩნდა, რომ "სამტრედიას" მეორე ეტაპზე ხალხის შემოწირულობებითაც შევეშველებით. ზოგი ათ ლარს დებს, ზოგი ოცს, ოთხმა რესტორანმა ფეხბურთელთა კვება გაინაწილა და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, დღეისთვის დაახლოებით თხუთმეტი ათას ლარამდე შეგროვდა, მაგრამ უმთავრეს იმედს 1 თებერვალს ვუკავშირებთ: სამტრედიის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო აქცია გაიმართება, მასში მონაწილეობა იმერეთის რეგიონისა და რაიონის ხელმძღვანელებსაც შევთავაზეთ.

სხვათა შორის, ბოლო დროს იმერეთის გუბერნატორი და რაიონის ხელისუფლება ძალიან გააქტიურდნენ და არაა გამორიცხული, "სამტრედიას" დასახმარებლად დამატებითი სახსრები გამონახონ".

კიკაჩეიშვილის თქმით, სოფელი ვაზისუბანში საკრებულოს დეპუტატებისა და მოსახლეობის მონდომებით, დასვენების დღეს მოაწესრიგეს"სამტრედიას" ბაზა, მოედანი, მოაგვარეს სარწყავი წყლის პრობლემა და ახლა ვაზისუბანში გუნდს ნორმალური სავარჯიშო პირობები აქვს.

სამტრედიელები ემადლიერებიან კახა კალაძეს, რომელიც დეკემბერში კლუბს 30 ათასი ევროს ღირებულების ფორმებით, ბუცებითა და სხვა ატრიბუტიკით დაეხმარა, ხელფასაუღებელ ბიჭებს კი 10 ათასი ევრო საახალწლოდ დაურიგა.

ამასობაში ლევან ანჯაფრიძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" მეორე ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. შევიტყვეთ, რომ გუნდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებენ.

samtredieli
და ამ დროს გამოგვეღვიძა!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა