ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთათურებმა ხორვატიის ჩემპიონატის მერვეადგილოსან "ვარტექსთან" საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და 0:1 დამარცხდნენ
გუშინ ქუთაისის "ტორპედომ" ანთალიაში მეოთხე საკონტროლო მატჩი ვარაზდინის "ვარტექსთან" ჩაატარა, რომელიც ხორვატიის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.

ეს "ტორპედოს" ბოლოსწინა სპარინგმატჩი იყო ამ შეკრებაზე. ქუთაისელებმა ვერც წინა სამი მოიგეს, სამივე ფრედ დაასრულეს, ამჯერად კი დამარცხდნენ - "ვარტექსმა" 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, მაჭავარიანი, თოდუა, ჩიკვილაძე, თარხნიშვილი, ქებაძე, ბაკურაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე, კვარაცხელია.

"ტორპედო" ბოლო ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან გუზარის "შორტანთან" გამართავს, სადაც ორი წლის წინ ქუთაისელთა ფორვარდი გია მეგრელაძე თამაშობდა. ამჟამად უზბეკების კარს ახალგაზრდული ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი მეკარე მიხეილ ალავიძე იცავს.

სხვათა შორის, ალავიძე "ტორპედოს" მარცხენა მცველის, თენგიზ ჩიკვილაძის უახლოესი ნათესავია. ასე რომ, ანთალიაში ერთმანეთს ნათესავებიც დაუპირისპირდებიან.

"შორტანი" ანთალიურ შეკრებამდე მოსკოვის "სპარტაკისა" და უზბეკეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ჯაფარ ირისმეტოვით გაძლიერდა.

გია გიგატაძე და კომპანია ქუთაისში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა