"თუ ჩვენი გაშვება უნდათ, მაშინ "დილა" ბანკროტად უნდა გამოცხადდეს და მოიხსნას უმაღლესი ლიგიდან..."
გორის "დილამ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დაასრულა. ჩვენი პირველობის ერთ-ერთი ლიდერი ურთულეს ფინანსურ სიტუაციაშია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დღეისთვის შვებულებაშია და არავინ იცის, როდის გააგრძელებს მზადებას საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის.

არადა, "დილაში" საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი ყოფილი თუ დღევანდელი ფეხბურთელი თამაშობს.

გუშინ დავუკავშირდით "დილას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს...

- რა მდგომარეობაა სადღეისოდ გუნდში?

- ამ დროისთვის, "დილა" შვებულებაშია. ჯერ არ ვიცით, როდის შეიკრიბება გუნდი. ფეხბურთელებს ორი თვისა და 20 დღის დავალიანება აქვთ ასაღები, მწვრთნელებს - ორი თვის. გასაცემია იმ თამაშების საპრემიო თანხაც, რომლებშიც "დილამ" გაიმარჯვა.

- სიტუაციას ნათელი როდისთვის უნდა მოეფინოს?

- 18 დეკემბრამდე აუცილებლად შევხვდები გუბერნატორს, იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვპატრონობს. ამ დროისთვის აბსოლუტურად გაურკვეველია გუნდის მომავალი. არავინ იცის, რა იქნება, მოვახერხებთ თუ არა საერთოდ შეკრების გავლას.

- არის შანსი, რომ "დილა" დატოვოთ?

- საერთოდ, ძალიან არ მიყვარს შუა გზაზე იმ საქმის მიტოვება, რომელიც ჩემი დაწყებულია. ერთი კია - თუ პირობები არ იქნება, ისე საქმის კარგად გაკეთება ძალიან გაჭირდება.

- ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ხართ. როგორ აფასებთ ამ შედეგს?

- პირდაპირ გეტყვით: შექმნილ სიტუაციაში ეს შედეგი არის მაქსიმუმი. ძალიან ბევრ უფულო გუნდში ვითარდება არასასიამოვნო პროცესები. ჩვენ, ყველანი, ერთმანეთის გვერდით ვიდექით ბოლომდე. ისე გავაკეთეთ, რომ "დილა" მეორე ადგილზე დაბლა არ ჩამოსულა. მინდა, ყველა ჩემს ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მათ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

- ბოლო დროს საფეხბურთო თემში არაერთხელ ითქვა "დილაში" მიმდინარე პროცესებზე. მაინც, რა ხდება რეალურად გუნდის გარშემო?

- ერთს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, ზუსტად ასე დაწერეთ - ლაპარაკია იმაზე, რომ "დილაში" არ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული, რომ გუნდს არ უნდა ჰყავდეს ასეთი ძვირად ღირებული ფეხბურთელები...

მაშინ ნუღარ ჩავატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს. ჩავატაროთ ჭაბუკთა ლიგის გათამაშება და ვათამაშოთ 11-12 წლის ბავშვები. ცხადია, ასე ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. "დილას" დაშლა გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატი გადაიქცევა ერთი გუნდის, თბილისის "დინამოს" ჩემპიონატად და ეს თვითონ "დინამოსთვის" არ იქნება კარგი.

საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი რომ აკლია, ეს ყველას გვტკივა. რა თქმა უნდა, ხალხი ასე თუ ისე მოვა ნავალოვსკის, მარცვალაძისა და გოგუას სანახავად. ეს ხალხი თუ არ არის საჭირო ჩვენი პირველობისთვის, მაშინ შეგვრჩება ხელში ბავშვების ჩემპიონატი...

- ვინ ლაპარაკობს ამაზე?

- მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს. ცუდი ისაა, რომ ეს ადამიანები, ვინც ამაზე ლაპარაკობენ, პირდაპირ არ გამოდიან კავშირზე და პირდაპირ არ ამბობენ სათქმელს.

ახლა აგიხსნით საქმის ვითარებას. ჩვენ, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, მაისის ბოლომდე ვერავინ შეგვეხება. ჩვენ გვიცავს ჩვენი კონტრაქტები და ეს ისეთი ამბავია, რომ წყალი არ გაუვა. თუ ჩვენი გაშვება უნდათ, მაშინ კლუბი ბანკროტად უნდა გამოცხადდეს და მოიხსნას უმაღლესი ლიგიდან...

მინდა, ბოლომდე მივიყვანო საქმე, რომელიც დავიწყე. მაისამდე თუ დავრჩი გუნდში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "დილას" ჰქონდეს კარგი შედეგი. მაისიც მოვა, მერე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ... კი ბატონო! თუ უნდათ პირობითად "სამლარიანი" გუნდი, იყოს ასეთი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს და დავშორდებით მშვიდობიანად, მაგრამ რაც კონტრაქტში წერია, რომელიც მაისამდეა გაფორმებული, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს.

- "დილაში" ჩვენი მასშტაბებით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. ცხადია, მათ ექნებათ შეთავაზება არაერთი გუნდისგან...

- რა თქმა უნდა, არის შეთავაზებები, მაგრამ წასვლაზე ჯერ არავინ ფიქრობს. ყველას გვინდა, შევინარჩუნოთ ეს გუნდი და ვიბრძოლოთ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დავისახეთ სეზონის დასაწყისში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

moxuci
ყველაფერს დავანებოთ თავი მარა ეს სამ ლარიანი ფეხბურთელები ვინ არიან? უფულო გუნდში რო მოხვედი და მიზნად რო დაისახე არ გავარდნა არ უნდა დაგავიწყდეს ის ბიჩები მეორე ადგილზე რო დაამთავრეს პირველი წრე უფულოდ, და მშივრებმა... მაგის მერე ჩაიდო ფული შედეგი რო დაიდო, ეხლა გახდნენ სამ ლარიანები ხო და ის გვარები რო დარჩნენ მარტო ძვირადღირებულები არიან... ეგეთი ცხოვრებით არ გაგიმართლებს არასდროს არაფერში, მარტო ჯუღელი ვერ გიშველის თორე შენი საქმის შენ იცი ))
dila dila
იამზე კი არ ფიქრობთ რომ გორის ფეხბურთი ააყვავოთ , ან ბავშთა სკოლა გააკეთოთ ან ბაზა ააშენოთ ,ან გორის ფეხბურთს მიხედოთ, გორის ფეხბურთი დაანგრიეთ.ამდენი ფულით რაც გორის ბიუჯეტმა გამოგიყოთ დაინიშნეთ დიდი ხელფასები და კიდე ამდენი ვალები დაადეთ გორის ბიუჯეტს,7500 ლარი რაც შენ ხელფასი დაინიშნე შენი ნათესავის მინისტრებს არ აქვთ მაგდენი.ეხლანდელი ხელმძგვანელობა უნდა ჩამოშორდეს დილას და უნდა მოვიდეს წესიერი კომპეტენტური ხალხი.
goreli qomagebi
ადმინისტრატორს:რატომ ბლოკავთ კომენტარებს? ეტყობა "დილას" ხელმძღვანოლობასთან გარიგებაში ხართ შესული.მათ საწინააღმდეგოდ გამოთქმული კომენტარები ყოველთვის იბლოკება.დიახ,ტუღუში/გუნდის უფროსი/ და ხორგუაშვილი/სპორტული დირექტორი/ უნდა ჩამოაცილონ თანამდებობებს.
sabonis
კაი რა უჩა ე.ს. ე.წ. ძვირადღირებულები, რომ გვყავს ამით რა წინსვლა აქ ქარტულ ფეხბურთს?
goga
ამათი სურვილია ორი გუნდი დინამო და საბურთალო იყვნენ კარგად დანარჩენი არ აინტერესებთ.რო გვმოძღვრავენ ბავშვები გაზარდეთ რეგიონებში მერე მათი ტრანსფერიდან აღებული ფულით შეინახეთ გუნდებიო ვის აბოლებენ.დინამოს აკადემია და საბურთალო სადაც გაიგებენ კარგ ბავშვს ეგრევე მიარბენინებენ თავისთან და მერე იძახიან ბავშვებს ვზრდითო იმ მწვრნელს რეგიონში რომელმაც ეს ბავშვი გაზარდა რის მოტივაცია ექნება კიდე.ესენი კიდე გვაბოლებენ რომ ვითომ თვითონ ზრდიან ბავშვებს ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი.ისე რამდენი წელია არსებობს დინამოს აკადემია ან საბურთალო თუ გახსოვთ მაგ პერიოში თავის გაზდილი ბავშვებით თუ თვლა არ მღალატობს ვერ ითამაშებ უმაღლეს ლიგაში.ანუ ვიღაცის აღზრდილი წაიყვანეს მზა მზარეული და არც შრომა დაუფასეს აღმზრდელს.
ქომაგი/ sportall.ge
sportall.ge-ს: იქნებ მოიხერხოთ ჟურნალისტებმა, გამოაქვეყნოთ ამ პორტალზე ლევან კობიაშვილის საარჩევნო პროგრამა. მარტო დელეგატებს რომ გააცნეს, ჩვენ ქომაგებმა არ უნდა ვიცოდეთ აქამდე ? წესით პირველივე დღეს უნდა გამოგექვეყნებინათ პროგრამა. იმედია ახლა მაინც გვაღირსებთ.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა