"გოლდენ სტეიტმა" "ფინიქსი" გაანადგურა, "სან ანტონიომ" კი საკლუბო რეკორდი დაამყარა
"გოლდენ სტეიტმა" პირველი მატჩი ჩაატარა სეზონში პირველი დამარცხების შემდეგ. და თუ "გაბრაზებული" ჩემპიონი წაგების შემდეგ ასეთ ფენომენალურ თამაშს შემოგვთავაზებს, ყველასთვის უმჯობესი იქნება ამ მომენტში, მას გზად არ გადაეყაროს.

"უორიორზმა" გუშინ, პირველი მეოთხედი ორი ქულით წააგო შინ "ფინიქსთან, მაგრამ მეორეში 15 ქულით მოიგო, მესამეში კი სეზონის რეკორდი დაამყარა - 12 წუთში 46 ქულა (!) აიღო.

სტივენ კარიმ 25 ქულა დააგროვა და კარიერაში ზუსტი სამქულიანების რაოდენობა 1320-მდე აიყვანა, თან ზედიზედ 99-ე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ ერთ შორეულ ტყორცნას ათავსებდა კალათში. მაგრამ მთავარი მოქმედი პირი არა გასული სეზონის MVP, არამედ სხვა ორი კალათბურთელი იყო. კერძოდ, კლეი ტომპსონმა 43 ქულით დაასრულა შეხვედრა და აქედან 27 ქულა მესამე მეოთხედში ჩააგდო. ხოლო დრეიმონდ გრინმა სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა.

ცდილობს "გოლდენ სტეიტს" არ ჩამორჩეს "სან ანტონიო", რომელმაც საშინაო არენაზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული კი ეს სერია 23 გამარჯვებას იტევს. ეს ახალი საკლუბო რეკორდია, გარდა ამისა, "სპურსს" საუკეთესო სტარტი გამოუვიდა ისტორიაში.

ახლა, ყველა "სან ანტონიოსა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის მოლოდინშია, თუმცა 25 იანვრამდე მოგვიწევს მოცდა. სწორედ ამ დღეს გაიმართება ფავორიტების პირველი დუელი მიმდინარე სეზონში.

სხვა ამბები

- "კლიპერსის" ფორვარდმა პოლ პირსმა "მილუოკისთან" მატჩში 26 000 ქულის ზღვარს მიაღწია. 38 წლის ვეტერანი მე-16 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ასეთი კარიერული მონაგარით დაიკვეხნის.

- "ჰიუსტონის" ცენტრმა დუიატ ჰოვარდმა უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ არ აწყობს გუნდში თავისი ამჟამინდელი როლი და სხვაგან გადასვლით არის დაინტერესებული.

- ESPN-ის ინფორმაციით, "საკრამენტო" ფორვარდ კერონ ბატლერის გაცვლას აპირებს. კლუბმა უკვე აცნობა კალათბურთელს მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ სხვა გუნდში, სადაც ის უფრო მნიშვნელოვან როლს მიიღებს.

- "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა კრისტაპს პორზიგინსმა შვიდი დაფარება შეასრულა "მინესოტასთან" მატჩში, რითაც პირადი რეკორდი გაიმეორა.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ უფლება მისცა რუს მილიარდერს მიხაილ პროხოროვს - შეისყიდოს "ბრუკლინის" აქციათა სრული პაკეტი. ეს გარიგება ბიზნესმენს 1.9 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ინდიანა-დალასი 107:81

20:19, 25:28, 30:17, 32:17

ი: მაილზი (20), ელისი (19), ჯორჯი (19), სტაკი (12+7 პასი), ჯორჯ ჰილი (11), მაინმი (5+10 მოხსნა).

დ: ფელტონი (16), ნოვიცკი (13), ფაჩულია (5+14 მოხსნა).

ორლანდო-შარლოტი 113:98

30:23, 28:22, 31:28, 24:25

ო: ფრაი (17), ფურნიე (15), ვუჩევიჩი (14), ჰარისი (13), პეიტონი (12+9 პასი), ოლადიპო (11), სმიტი (10).

შ: ლემბი (16), ჰეირსტონი (14), უოკერი (12+9 პასი), ზელერი (11).

ბრუკლინი-მაიამი 98:104

30:22, 20:33, 28:29, 20:20

ბ: ლოპესი (25), ჯეკი (22+10 პასი), ელინგტონი (12), ბარნიანი (10).

მ: უეიდი (28), უაიტსაიდი (20+13 მოხსნა), დრაგიჩი (16), გრინი (13), უინსლოუ (11).

დეტროიტი-ბოსტონი 119:116

18:25, 37:27, 30:31, 34:33

დ: კოლდუელ-პოუპი (31), ჯექსონი (23), დრამონდი (16+12 მოხსნა), მორისი (11), ილიასოვა (11).

ბ: ტომასი (38+7 პასი), სალინჯერი (17+10 მოხსნა), ზელერი (12), ჯონსონი (11).

ნიუ იორკი-მინესოტა 107:102

27:26, 33:14, 18:30, 29:32

ნ-ი: აფლალო (29), ენტონი (20+14 მოხსნა+9 პასი), ტომასი (14), ჰელოუეი (12+6 პასი), პორზიგინსი (11+7 დაფარება).

მ: თაუნსი (25+10 მოხსნა), უიგინსი (23), ლავინი (19), დიენგი (14+10 მოხსნა), რუბიო (9+10 მოხსნა+12 პასი+8 ჩაჭრა).

ატლანტა-ფილადელფია 127:106

32:23, 34:32, 36:21, 25:30

ა: მილსეპი (21), ტიგი (18), ჰორფორდი (17), შრიოდერი (17+7 პასი), სპლიტერი (10).

ფ: კენანი (23), ოკაფორი (19), ჰოლმსი (12), როტენი (12), კოვინგტონი (10).

ჩიკაგო-მემფისი 98:85

30:26, 20:27, 24:13, 24:19

ჩ: ბატლერი (24), როუზი (19), მაკდერმოტი (17), პ. გასოლი (10+14 მოხსნა).

მ: ლი (18+6 პასი), გრინი (11), რენდოლფი (10+11 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 106:90

31:26, 21:19, 36:22, 18:23

ო: დურანტი (24), უეიტერსი (18), უესტბრუკი (13), იბაკა (13+4 დაფარება), კანტერი (12+13 მოხსნა), ადამსი (11+11 მოხსნა).

პ: მაკალუმი (24), ლილარდი (20), პლამლი (14+10 მოხსნა).

სან ანტონიო-ვაშინგტონი 114:95

26:31, 29:21, 31:19, 28:24

ს-ა: ლეონარდი (27), ოლდრიჯი (14), მილსი (11), ჯინობილი (11+8 პასი), პარკერი (10+10 პასი), უესტი (9+10 მოხსნა).

ვ: უოლი (20+11 პასი), გორტატი (20+10 მოხსნა), უბრე (18), სეშენსი (10).

იუტა-ნიუ ორლეანი 94:104

24:27, 26:24, 29:22, 15:31

ი: ფეივორსი (22), ჰეივორდი (20), ბერკი (12).

ნ-ო: ანდერსონი (24), გორდონი (19), დევისი (17+13 მოხსნა), ჰოლიდეი (15), ევანსი (11).

გ. სტეიტი-ფინიქსი 128:103

26:28, 33:18, 46:19, 23:38

გ-ს: ტომპსონი (43), კარი (25+7 პასი), გრინი (16+11 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), რაში (11), სპეიტსი (11), ბოგუტი (0+12 მოხსნა).

ფ: ტელეტოვიჩი (24), უორენი (19), ნაითი (17).

კლიპერსი-მილუოკი 103:90

29:21, 25:22, 24:23, 25:24

კ: პოლი (21+8 პასი), რედიკი (19), გრიფინი (15), სმიტი (13).

მ: კარტერ-უილიამსი (17), მაიო (17+6 პასი), მიდლტონი (15+6 პასი), პარკერი (14), ჰენსონი (10), ანტენტოკუნმპო (9+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის