საქართველომ რუმინეთში მასპინძლები გაანადგურა და ნახევარფინალში თურქეთს შეხვდება
ბუქარესტში საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. კოტე ტუღუშის, გიორგი ნიკოლაძისა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის მეორე ნაკრებს გამანადგურებელი სხვაობით - 91:42 სძლია და სამგუნდიანი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.

ქართველებმა მასპინძლებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს. საწყისი პერიოდი ტუღუშის გუნდმა 29:8 მოიგო, მეორეში კი 22:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 35-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს და საბოლოოდ იოლ გამარჯვებას მიაღწიეს.

ქართველთაგან ყველაზე მეტი, 22 წუთი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, ირაკლი სულხანიშვილმა ითამაშა, რომელმაც 9 ქულა ჩააგდო, ბულგარეთთან 63:67 წაგებულ მატჩში კი 28 ქულით გამოირჩა. რუმინეთთან მატჩის ბომბარდირი 26 ქულით ოთარ პერტაია გახდა, 16 ქულა მიითვალა კახა ჟღენტმა, ხოლო დავით ჟღენტის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და დღეს პირველი ჯგუფის გამარჯვებულ თურქეთს შეხვდებიან. თურქები ჯგუფის ბოლო მატჩს დღეს კვიპროსთან გამართავენ, თუმცა საწყის შეხვედრებში რუმინეთისა და უნგრეთის განადგურებით პირველობა განაღდებული აქვთ.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა:

"მივულოცავ ჩვენს გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე პირველ გამარჯვებას. მართალია, დღევანდელი მეტოქე სუსტი იყო, თუმცა გამოცდილების მისაღებად და მომავალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

ხვალ ტურნირის უდავოდ გამორჩეულ, თურქეთის ნაკრებს ვხვდებით. ეს ის გუნდია, გასულ ზაფხულს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რომ ითამაშა. თურქებს მეტი გამოცდილება აქვთ და სიმაღლეშიც პრობლემას არ განიცდიან. მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასაგებად გავალთ თამაშზე. ჩვენი გუნდი მაქსიმუმს ეცდება და ძლიერ მეტოქეს ღირსეულად შეებრძოლება".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ხუთივე მატჩი მოიგო და ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა
U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა
კახა ჟღენტი იტალიის "ვირტუსში" გადავიდა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
U16. საქართველოს ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-3 ადგილზე გავიდა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა
ბასკონიას კემპი: ბასკეთის ქართველი ჩემპიონები
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება