"ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ზამთრის შესვენებაზე შესანიშნავ განწყობაზე გადის
მიუხედავად იმისა, რომ ამ უქმეებზე ქართული ლეგიონის შედარებით მცირე რაოდენობას მოუწია თამაში, ჩვენებურებმა მაინც შეძლეს ჯამში 6 გოლის გატანა...

ჰოლანდია. ერედივიზიე. "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ზამთრის შესვენებაზე შესანიშნავ განწყობაზე გადის - მის ანგარიშზე 16 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია. მათ შორისაა "ტვენტეს" კარში მე-10 წუთზე თავით (!) გატანილი გოლი. ეს შეხვედრის პირველი გოლი იყო, ვაკო 77-ე წუთზე შეცვალეს, "ვიტესმა" კი მეტოქეს 5:1 გადაურბინა. აი, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია კი კვლავ სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

იხილეთ ვიდეო

გერმანია. II ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (განაცხადში არ ყოფილა) "ფრაიბურგი" შესვენებაზე მეორე ადგილზე გავიდა, 3:0 მოუგო "მიუნხენს".

ქართველთა "დუისბურგი" "ბოხუმს" დაუზავდა - 0:0. გიორგი ჭანტურია 81-ე წუთზე შევიდა, ლაშა დვალი განაცხადში არ იყო. "დუისბურგი" 12 ქულით ბოლო ადგილზეა.

III ლიგა. "ვერდერის" დუბლები კოტბუსში "ენერგის" 1:1 დაუზავდა. გიორგი პაპუნაშვილი 79-ე წუთამდე მოედანზე იყო. სწორედ მან გაიტანა სტუმართა გოლი. ეს 20 წლის ნახევარმცველის მეორე გოლია ჩემპიონატში.

იხილეთ ვიდეო

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" უკვე ძალიან ახლოსაა გასავარდნ ზონასთან. "რეიმსი" კორსიკაზე დამარცხდა "ბასტიასთან". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

იტალია. სერია A. "ემპოლიმ" კვლავ ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე ითამაშა, ტოსკანურმა გუნდმა სტუმრად "ბოლონია" 3:2 დაამარცხა. ლევანი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ ახლა შეუერთდა გუნდს ვარჯიშებზე.

ლეგა პრო. "ტუტოკუოიომ" 4:0 გაანადგურა სტუმრად "სიენა". ირაკლი შეყილაძემ დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე უკვე 15 თამაშში 6 გოლია. შეყილაძემ პროფესიულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიას (განაცხადში არ ყოფილა) "ბრენტფორდმა" "ჰადერსფილდს" 4:2 მოუგო.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის (90 წ.) "ჟილ ვისენტემ" 1:0 მოუგო გიორგი მაკარიძის (90 წ.) "ფეირენშეს". "ფეირენშე" 39 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, "ჟილ ვისენტე" კი 34 ქულით მეშვიდეა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა" "სენტ ტრუიდენი" 3:0 გაანადგურა, მაგრამ განაცხადში არც თორნიკე ოქრიაშვილი იყო და არც ლუკა ზარანდია.

I ლიგა. მეორეადგილოსანმა "ტუბიცემ" სტუმრად 2:0 მოუგო "სერენჟს". გამარჯვებულთა რიგებში 83-ე წუთზე შეცვალეს ლევან შენგელია.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძე "რიზეს" განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი სტუმრად "გაზიანთეფთან" 0:2 დამარცხდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. სასიხარულოა, რომ ლადო დვალიშვილი ფორმაში შედის, წინა ტურში დუბლს ახლა მან საგოლე პასი დაუმატა - მისი პასით მურავსკიმ "პოგონს" სტუმრად "ვისლა" დაამარცხებინა - 1:0. ლადო 86-ე წუთზე შეცვალეს.

კვიპროსი. უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" "ახნასს" 2:1 მოუგო. ქართველ მცველს მასპინძელთა შემადგენლობაში ვერ ვნახავდით, რადგან კლუბმა ის 10 დღით მოკვეთა გუნდიდან დისციპლინარული დარღვევისთვის. წაგებულთა გოლი კი შოთა გრიგალაშვილის ანგარიშზეა, მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა ტუღუში კი მე-80 წუთზე შეცვალეს. "ახნასი" ბოლოსწინა ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო

კვიპროსის ყველაზე "ქართულმა" გუნდმა "პაფოსმა" შინ 0:1 წააგო თემურ ქეცბაიას აპოელ-თან. წაგებულთა კარს როინ კვასხვაძე იცავდა. შეუცვლელად ითამაშეს გია გრიგალავამ და ლევან ხმალაძემ (გააფრთხილეს), ელგუჯა გრიგალაშვილი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, ნიკოლოზ გელაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

"ანორთოსისმა" "ნეა სალამინას" უმასპინძლა. ირაკლი მაისურაძე სასტარტოში იყო, ხოლო გიორგი აბურჯანია - სათადარიგო.

აზერბაიჯანი. ქართველთა აზალ-მა 1:0 მოუგო "ზირას". ნუგზარ კვირტია სათადარიგო იყო, სანდრო გურული კი განაცხადში არ ყოფილა.

"ინტერმა" "ხაზარს" უმასპინძლა. სასტარტოში მხოლოდ ლაშა კასრაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ. 28-ე წუთზე ხიზანიშვილმა თავურით გახსნა ანგარიში. "ინტერმა" 2:0 მოიგო. მატჩის ბოლოს შევიდა ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა. ახალ წელს ზაურ სვანაძის გუნდი მეორე ადგილზე შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა