20 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. გათამაშების რიგით მეათე სათამაშო დღეს უმასპინძლა

20 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. გათამაშების რიგით მეათე სათამაშო დღეს უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და რაც მთავარია, მოულოდნელობებით იყო გამორჩეული.

ვიდრე მეხუთე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები დაიწყებდნენ, მანამდე ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა: "საქრუსენერგო" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, "თეთრი ქუდის" გუნდს დაუპირისპირდა და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა, 3-7 დამარცხდა. ეს "თეთრი ქუდის" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სავსებით დამსახურებული.

20.12.2015. ვერცხლის ლიგა. V ტური

საქრუსენერგო - თეთრი ქუდი 3-7

სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს შეხვედრებით განახლდა და სტარტზევე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, აქამდე უძლეველი "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდი დაამარცხა უშანსოდ - 6-1.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ზესტაფონის "ფერომ", რომელმაც აჭარის სომეხთა კავშირის გუნდს, "ახპიურს" 5-2 სძლია.

საკმაოდ დაძაბულ და უკომპრომისო ორთაბრძოლაში წარიმართა "ევროკრედიტისა" და "საქართველოს უნივერსიტეტის" დაპირისპირება, რომელიც ლოგიკური ანგარიშით, 4-4 დასრულდა.

სენსაციური გამოდგა ტურის დასასრულიც. გათამაშების ლიდერი "vivus.ge" აუტსაიდერ "unicredit.ge"-ს გუნდს დაუპირისპირდა და მიუხედავად მატჩის განმავლობაში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობისა, სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო, ფრე 3-3. თუმცა ერთი ქულაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეენარჩუნებინა.

რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, კასპის "გენერალი" და პალერმო წლის ბოლო სათამაშო დღეს, 27 დეკემბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

20.12.2015. სუპერლიგა B. V ტური

GM ჭიათურა - CFCP 1-6

სკ ფერო - ახპიური (ბთ) 5-2

ევროკრედიტი - UG 4-4

UNICREDIT.GE - VIVUS.GE 3-3

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (სკ ფერო) - 13, გიორგი ჩივაძე (CFCP) - 10, ზურა ჯინჭარაძე (ევროკრედიტი), ლაშა თურმანიძე (პალერმო) - 6

სენსაციით დაიწყო სუპერლიგა A-ს მეხუთე ტურიც. აქამდე უქულოდ მყოფმა ბათუმის "დინამომ" გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში "შსს" დაამარცხა ანგარიშით 3-2.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს ვეტერანებმა. ამჯერად საკმაოდ დრამატულ და დაძაბულ შეხვედრაში მათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს სძლიეს - 4-3. "ძალოვნებმა" სამბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მოახერხეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე მათ კარში 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც დავით მუჯირმა გოლად გარდასახა და მის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოუპოვა. სულ "მუმუს" ანგარიშზე შესრულებული "ჰეთ თრიკი" და ერთი საგოლე გადაცემაა, ლევან კობიაშვილმა კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

დღის ყველაზე საინტერესო და დაძაბული შეხვედრა პსპ-სა და "ჯვაროსნებს" შორის გაიმართა, რომელიც მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0-0 დასრულდა.

ტურის კიდევ ორ დაპირისპირებაში უჩვეულო სხვაობით გამარჯვებები დაფიქსირდა.

"მფკ ტატიშვილმა" 7-0 გაანადგურა "გრანდ გრუპი", ხოლო "მფკ ნატახტარმა" "სკ ტტც"-ს სძლია 8-0.

20.12.2015. სუპერლიგა A. V ტური

შსს - დინამო (ბთ) 2-3

სდსს - ვეტერანები 3-4

FC PSP - სკ ევექსი-ჯვაროსნები 0-0

გრანდ გრუპი (მცხ) - მფკ ტატიშვილი 0-7

FC TTC - მფკ ნატახტარი 0-8

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (სკ ევექსი-ჯვაროსნები), დავით მუჯირი (ვეტერანები) - 7, იასონ ხუნდაძე (FC TTC), ლადო ასათიანი (გრანდ გრუპი), შალვა ფირცხალავა (სდსს), კახაბერ გოგოხია (მფკ ნატახტარი) -5.

კვირასვე სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც დასახელდა. დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერი პსპ-ს კაპიტანს, ლევან სარდანაშვილს გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია: "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი