პელეგრინის "არსენალის" სინდრომი შეეყარა
"არსენალი" მანუელ პელეგრინისთვის უხერხულ მეტოქედ რჩება. "სიტი" ლონდონში დამარცხდა (1:2) და "მეთოფეები" 4 ქულით წინ გაუშვა. არსენ ვენგერმა კი ამ გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა, რომ მისი "მეთოფეები" ამ სეზონში მართლაც მზად არიან, რომ ხმაურიანად "გაისროლონ", თანაც მიზანში მოარტყან - "არსენალი" 2004 წლის მერე ჩემპიონობაზე ოცნებობს.

მანჩესტერელებმა მატჩის პირველი და ბოლო 10 წუთი ცუდად არ ჩაატარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. იაია ტურეს გვიანი და ძალიან ლამაზი გოლი "სიტის" ქულის მოსაპოვებლადაც კი არ ეყო. "არსენალის" მხრიდან კი თეო უოლკოტმა შეაგდო ძალიან ლამაზი დარტყმით. მორიგი ბურთი გაიტანა ოლივიე ჟირუმ. ორივე შემთხვევაში ასისტენტი მესუთ იოზილი გახლდათ, რის მერეც გერმანელს 16 მატჩში 15 საგოლე პასი დაუგროვდა. ეს ფენომენური შედეგია.

კომენტარები

"ეს გამარჯვება მეტ თავდაჯერებას, ძალას და რწმენას გვაძლევს. ბურთი უფრო მეტოქეს ეჭირა და გვიტევდა, ჩვენ კი ხასიათი გამოვაჩინეთ, ეს გამძლეობა აუცილებელია. წინა ორი-სამი წლის განმავლობაშიც ოთხეულში ვტრიალებდით, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა შედეგზე მკვეთრად აისახებოდა.

ამჯერად, დანაკლისი ისევ დიდი გვქონდა "ოლიმპიაკოსთან", "ასტონ ვილასთან" და "სიტისთან" მნიშვნელოვან შეხვედრებში, მაგრამ ეს მატჩები მაინც მოვიგეთ. ეს აშკარა პოზიტივია, ჩვენი ხასიათი, ტალანტი და მებრძოლი სული გამოვავლინეთ. კარგმა ორგანიზებულმა და ჭკვიანურმა თამაშმა 3 ქულა მოგვიტანა. როდესაც ცოტა დავიღალეთ, თავდაცვაზე გადავერთეთ და ამოცანა კარგად შევასრულეთ, მიზანს მივაღწიეთ" - განაცხადა კმაყოფილმა ვენგერმა.

66 წლის ფრანგს მართლაც ბევრი ფეხბურთელი აკლია: ალექსის სანჩესით დაწყებული, ჯეკ უილშირით დამთავრებული. სანჩესმა მომჯობინება ვერ მოასწრო და ჩილელი მომავალი მატჩისთვის, წესით, უკვე მზადყოფნაში უნდა იყოს. ექიმებმა კი ჩააყენეს მწყობრში სერხიო აგუერო, მაგრამ "სიტის" არგენტინელი გოლეადორი ჯერ ოპტიმალურ ფორმასა და კონდიციებში მაინც ვერ იმყოფება.

"სიტიმ" კი მეხუთე მარცხი იწვნია. უკანასკნელი გუნდი, რომელმაც შობამდე (25 დეკემბრამდე) 5 ან მეტი მატჩი წააგო და მერე მაინც ჩემპიონი გახდა, "ევერტონია", რომელმაც ეს 1986/87 წლების სეზონში შეძლო.

"სერხიოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ მას ალბათ კიდევ 2-3 მატჩი დასჭირდება იმისთვის, რომ ძველებურად ათამაშდეს. კიდევ 63 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მეორე ტაიმში ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით და ამან გამოაჩინა, რომ ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

არ ვიცი, სტატისტიკა რას მიგვანიშნებს და როგორია, მაგრამ, რასაკვირველია, ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს და თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, ესე იგი, საკითხში ვერ ერკვევით" - განაცხადა პელეგრინიმ.

სტატისტიკა და ფაქტები

* "არსენალს" პრემიერლიგის 19 საშინაო მატჩიდან "სიტისთან" მხოლოდ 1 აქვს წაგებული.

* "სიტის" უკვე 5 შეხვედრაა, არ უმარჯვია.

* აქამდე 16 მატჩში 15 საგოლე პასი არავის დაუგროვებია. მესუთ იოზილს აქვს კარგი შანსი, რომ ასევე "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელისა და ლეგენდის, ტიერი ანრის რეკორდი მოხსნას, რომელმაც 2002/03 წლების სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაამთავრა და ეს პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია. სეზონის ნახევარზე მეტი წინ არის. თუმცა ასე კარგად ჩაატარა გასული სეზონის პირველი წრე სესკ ფაბრეგასმაც, მაგრამ მეორე წრეში "გაჩერდა".

* პეტრ ჩეხს გაცილებით ნაკლები მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ დევიდ ჯეიმსის დარად, პრემიერლიგაში 169-ჯერ შეენახა კარი მშრალად. იაია ტურეს გოლი რომ არა, იგი ახალი რეკორდსმენიც გახდებოდა, მაგრამ ალბათ ახლო მომავალში მაინც გახდება.

* ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 6 ტრიუმფისას 5-ჯერ "არსენალი" შობას მეორე ადგილზე ხვდებოდა, ისევე, როგორც ახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო