ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯაბა კანკავა: არ მომწონდა ჩვენი თამაში მაშინაც კი, როცა ვიგებდით

ჯაბა კანკავა: არ მომწონდა ჩვენი თამაში მაშინაც კი, როცა ვიგებდით

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თბილისშია. ის სეზონის პირველ ნახევარში თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო ფრანგული "რეიმსისთვის", რომელსაც ახლა საფრანგეთის 20-გუნდიან ლიგა 1-ში მე-17 ადგილი უჭირავს.

კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და გულია. მის გარჯაზე დიდადაა დამოკიდებული ეროვნული გუნდის წარმატება.

რა თქმა უნდა, კანკავასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

- ჯაბა, როგორ შეაფასებთ სეზონის პირველ ნახევარს პირადად თქვენთვის და "რეიმსისათვის"?

- მთლიანობაში თუ ავიღებთ, საკლუბო თვალსაზრისით, ვერ ვიქნები კმაყოფილი და ეს, ისევ და ისევ, "რეიმსის" სატურნირო პოზიციის გამო. პირადად ჩემთვის, სეზონის პირველი ნახევარი ახალ ჩემპიონატთან, ახალ გუნდთან ადაპტაციის პერიოდი იყო, რომელმაც კარგად ჩაიარა. სისტემატურად ვიყავი გუნდის ძირითადში...

- "რეიმსმა" ძალიან კარგად დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი. რა გახდა ამის შემდეგ გუნდის ჩავარდნის მიზეზი? ტრავმები ხომ არა?

- ძირითად მიზეზად მე მაინც ტრავმებს დავასახელებდი. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა ფეხბურთელები გაკლდებიან. კარგად დავიწყეთ და მერე ამას ჩავარდნა მოჰყვა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც იმ ჩავარდნის პერიოდში "რეიმსის" თამაშის ხარისხი ცუდი იყო. წავაგეთ რამდენიმე ისეთი მატჩი, რომელშიც არ ვიმსახურებდით მარცხს. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. სეზონის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები მეორე ნაწილში უნდა გამოვასწოროთ.

- როგორი გუნდია "რეიმსი"? როგორია მისი "შიდა სამზარეულო"?

- ძალიან მეგობრული გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ურთიერთობები გუნდის შიგნით შესანიშნავია.

- როგორი სპეციალისტია "რეიმსის" დამრიგებელი ოლივიე გეგანი? როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას?

- ის მებრძოლი ადამიანია. ყოველთვის ბრძოლის ჟინითაა დამუხტული. ჩვენი გუნდიც ყოველთვის ასეთ ფეხბურთს თამაშობს.

- შეიძლება ითქვას, რომ "რეიმსთან" ადაპტაცია ბოლომდე გაიარეთ?

- კი, თავს კარგად ვგრძნობ. გეგანზე მკითხეთ და მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ყველანაირად გვერდში მიდგას. ფრანგულ ენას კარგად რომ ვისწავლი, მერე კიდევ უფრო თავისუფლად ვიქნები.

- საინტერესოა საფრანგეთის ლიგა 1-ის თქვენეული შეფასება. როგორ პირველობას ელოდით და რა დაგხვდათ?

- საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო, მაღალი დონის შეჯიბრებაა. უაღრესად არაპროგნოზირებადი პირველობაა. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს და ვინ ვისთან წააგებს. შეიძლება, რომელიმე გუნდმა 40 ქულა მოაგროვოს და მაინც გავარდეს.

- "პარი სენ ჟერმენი" და დანარჩენები - ალბათ, სწორედ ასე შეგვიძლია დავყოთ ფრანგული პირველობა. თქვენ უკვე ითამაშეთ პარიზელი ვარსკვლავების წინააღმდეგ. როგორ დაახასიათებდით მათ?

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ "სენ ჟერმენთან" მატჩს მაინც ახლდა განსაკუთრებული შეგრძნება. პარიზული კლუბი სხვა სამყაროა, ის ცალკეა და ცალკე არიან სხვა გუნდები.

- ამას წინათ, თქვენზე თბილი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ პრესაში. წერდნენ, კანკავა ისე გულიანად თამაშობს, მის მიერ მიღებულ ყვითელ ბარათებს გამართლებას ვუძებნითო...

- თავი არასოდეს დამიზოგავს მინდორზე. ეგ არის, იყო მატჩები, რომლებიც ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოვტოვე.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მოვლენებით დატვირთული იყო 2015 წელი. როგორ აფასებთ მას?

- მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა. მოვიდა ახალი ხედვითა და იდეებით. გვქონდა კარგი თამაშები და გვქონდა ჩავარდნაც. დაიწყება ახალი სეზონი და ახალი შემართებით შევუდგებით საქმეს. უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

- ჯაბა, რა მოხდა ესტონეთსა და ალბანეთთან შეხვედრებში?

- იცით, საქართველოს ნაკრებს როცა ეხება საქმე, ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მაინც არის სხვაობა ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებს შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ესტონეთთან შეხვედრა ავიღოთ - დარწმუნებული ვარ, ოფიციალური მატჩის დროს გუნდი ასე არ მოდუნდებოდა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ... ალბანეთთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ წავიყვანეთ ანგარიში და ორი ბურთით დავწინაურდით, მაგრამ...

გულწრფელად გეტყვით, არ მომწონდა ჩვენი თამაში მაშინაც კი, როცა ვიგებდით.

- საინტერესოა, სანაკრებო მატჩებისთვის განსაკუთრებულად თუ ემზადებით ხოლმე? ფაქტია, რომ სამ-ოთხ დღეში ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვერ მოამზადებს ფეხბურთელს...

- განსაკუთრებული მომზადება არ მჭირდება, რადგან როცა სანაკრებო თამაშები ახლოვდება, თავისით ჩნდება განსაკუთრებული მოტივაცია. ეროვნული გუნდი ყველა ფეხბურთელისთვის მართლაც განსაკუთრებული ადგილია. ასე ვარ მეც.

- ჩვენ ცოტა ხნის წინათ ვეთამაშეთ ალბანეთის ნაკრებს. თუ იმ გუნდმა შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რატომ არ უნდა მოვახერხოთ ეს ჩვენც?

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ალბანეთის ნაკრებს რაც შეეხება, ჩვენ რომ ვეთამაშეთ თბილისში, ის გუნდი აღარ იყო ტირანაში. მთლიანად შეცვლილი შემადგენლობა ჰყავს. ახალი მწვრთნელია, ახალი ფეხბურთელები...

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად კარგად ვითამაშოთ. ხომ ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია კარგად თამაში, თუნდაც შოტლანდიასა და გერმანიასთან შეხვედრები ავიღოთ. აი, ეს პროცესი უნდა გადავზარდოთ სტაბილურობაში.

- რას იტყვით ჩვენს შესარჩევ ჯგუფზე?

- ძალიან თანაბარი, დაბალანსებული ჯგუფია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ აქ არ არის ტოპნაკრები, მაგრამ ყველა გუნდს აქვს ამბიცია. საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებით ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bebeto

ჯაბა ნამდვილი კაპიტანია.

• GIO-s

ეგ მეც მახსოვს,სამი "საუკეთესო ფეხბურთელი" უნდა დაესახელებინა კანკავას როგორც ნაკრების კაპიტანს, მაგ სეზონზე მესის და რონალდოს 50-მდე გოლი ქონდათ გატანილი და კანკავამ არცერთი არ დაასახელა,1.რუნი 2.ინიესტა და 3.აღარ მახსოვს!

• 1234

უღირსი ნაკრების ღირსეული კაპიტანი. ყველამ რომ ჯაბას ნახევარი ჯინით და მონდომებით ითამაშოს ბევრად მაღალ დონეზე იქნებოდა ჩვენი ნაკრები

• 113

რუნი მისი საყვარელი ფეხბურთელია, მეც სუბიექტურად მივცემდი ხმას მის ადგილას რომ ვყოფილიყავი

• saba

ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სამაგალითო უნდა იყოს კანკავა. ყველაზე მაგარ ჩემპიონატში თAმაშობს და ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელია. როგორც პიროვნებაც ძაან დადებითია. მესი კი იყო იმ წელს საუკეთესო და კი მისცა ამა რუნის ხმა მარა მერერა. ტიპს ეკიდა ალბათ და იმიტო ქნა ეგრე. მთავარია მოედანზე რასიზამს

• მსქროლავი ტროლი

ალბანეთი მხოლოდ იმიტომ გაძვრა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მაფიოზმა მამებმა სერბეთი ჩაძირეს. ასე, რომ არ ღირს ალბანელებზე სწორება, თუ რუსეთში მოხვედრა გვინდა, უელსზე, ავსტრიაზე და ირლანდიაზე უკეთესი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ - არაა ეს ფანტასტიკის სფერო....

• bidzina

რუნის თუ მიცა ხმა , სულ დამეკარგა ამაზე შთაბეჭდილება......

• GIO

კანკავა პიროვნულად დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს! რაც შეეხება როგორც ფეხბურთელს საშუალო დონის ფეხბურთელია მისი პლიუსი შრომაა(ოქრიაშვილმა რომ ისე იშრომოს როგორც კანკავა, ტოპ კლასის ფეხბურთელი დადგება)!ის არ დამავიწყდება როგორც ნაკრების კაპიტანს ხმის მიცემის უფლება ქონდა "საუკეთესო ფეხბურთელის" ასარჩევად,იმ დროს როცა მესი მინდორზე დაფრინავდა და 40ზე მეტი გოლი შეაგდო სეზონში ჯაბამ "რუნი"ს მისცა ხმა... ))))

• გუჯა კახაძე

ალეკო კაკაურიძე: "ფაქტია, რომ სამ-ოთხ დღეში ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვერ მოამზადებს ფეხბურთელს"... ბ-ნო ალეკო! ნაკრების მთავარი მწვრთნელი 3-4 დღეში ვერ მოამზადებს გუნდს, მაგრამ ფიზიკური კონდიციების მომატება რომ არის შესაძლებელი (ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5) ეს მაინც გააკეთონ. ბოლო წუთებზე "დამდგარ ფეხბურთს" რომ ვთამაშობთ და ვაგებთ, ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება.

• საბერძნეთი

კანკავა კაი კაცია და წესით ყველა ქართველი ხელის გულძე უნდა ატარბდეს ჯაბა კანკავას.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]

"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს

france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია

პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ