საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის მომავალი თურქულ კლუბში იანვარში უნდა გაირკვეს
ბოლო დროს თურქული "რიზესფორის" შემადგენლობაში აღარ ჩანს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე. თურქულ პრესაში მის თაობაზე არაფერი იწერება და გადავწყვიტეთ, ინფორმაცია საკუთარი არხებით მოგვეძიებინა.

როგორც გავარკვიეთ, ძალამიძეს ფეხის ტრავმა აწუხებდა. აღმოჩნდა, რომ ის საქართველოშიც იყო ჩამოსული. დღეს პრობლემა უკან დარჩა და 23 წლის ფეხბურთელი უკვე რიზეში გაემგზავრა.

ჩვენი ინფორმაციით, ძალამიძე "რიზესფორს" იანვარში, მალტაში დაგეგმილ შეკრებაზე გაჰყვება და ამის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, დარჩება ის გუნდში თუ სხვა კლუბს მიაშურებს.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალამიძემ უკვე არაერთი კლუბი გამოიცვალა. მას უთამაშია ზუგდიდის "ბაიაში", მოსკოვის ცსკა-ში და პოლონურ გუნდებში - "ვიძევსა" და "იაგელონიაში". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი მონაგარი 5 მატჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა