ორმატჩიანი შესვენების შემდეგ სკიტამ "კახასოლთან" 20 წუთი ითამაშა და იმ სამ ლაგუნ აროელს შორის იყო, რომელიც 10 ქულას ასცდა
მოკლედ, განვლილი უქმეები დაბრუნებისა იყო: ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ვლადიმერ ბოისამ, ასევე ფეხი მოირჩინა და წლეულს მოედანზე პირველად გამოჩნდა მანუჩარ მარკოიშვილი, ხოლო ორმატჩიანი შესვენების შემდეგ (რომლის მიზეზი მწვრთნელი იყო) მოედანს დაუბრუნდა ნიკა ცქიტიშვილი.

სკიტამ ყოფილ კლუბ "კახასოლთან" 20 წუთი ითამაშა და იმ სამ ლაგუნ აროელს შორის იყო, რომელიც 10 ქულას ასცდა: ნიკამ 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო) და 2 მოხსნა მიითვალა.

"კახასოლის" რიგებში არ უთამაშია ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძეს, რომელიც მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

მატჩი სევილიურმა "კახასოლმა" 73:61 მოიგო.

ტორინ გრინის "გრან კანარიამ" მის ყოფილ კლუბ "სარაგოსასთან" სტუმრად ითამაშა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 80:81. გრინმა 26 წუთში 9 ქულა (7-დან 3 სამქულიანი) და 3-3 მოხსნა-პასი მოაგროვა.

სტუმრად "მენორკასთან" მოიგო ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" 87:72. ქუინტონმა 28 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა.

ტირონ ელისიმა "ვალიადოლიდს" 11 ქულა ჩაუგდო (19 წუთში). მისმა "ესტუდიანტესმა" კი მადრიდში ვალიადოლიდელები დაძაბულ ბრძოლაში 77:60 დაამარცხა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა