"ბარბაროსებმა" კარდიფში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. ეს შეხვედრა სპონტანურად, ძალიან მოკლე დროში გაიმართა

1948 წელი

"ბარბაროსებმა" კარდიფში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს. ეს შეხვედრა სპონტანურად, ძალიან მოკლე დროში გაიმართა. მისი მიზანი "ვოლაბებისთვის" თანხის შეგროვება იყო, რომლითაც ავსტრალიის ნაკრები ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკში უნდა გადაბარგებულიყო.

"ვალაბებმა" ევროპული ტურნეს მიმდინარეობისას "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრები დაამარცხა - 11:0, მერე კი პარიზში, "კოლომბეზე" "ლე ბლესთან" წააგო. კარდიფში "ბარბაროსებთან" შეხვედრას 45 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1976 წელი

ევროპული ტურნეს მოლევის შემდეგ შინ მიმავალ გზაზე ავსტრალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ამერიკაში შეიარა და ანაჰაიმში, 6 ათასი მაყურებლის თანდასწრებით აშშ-ს ეროვნულ გუნდს 24:12 მოუგო.

1995 წელი

IRB-მ დაადგინა, რომ გასინბინებული მოთამაშის შეცვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის შერკინების პირველხაზელია. მას ისევ პირველხაზელი შეცვლის, ოღონ მოედანი სხვა პოზიციის მოთამაშემ უნდა დატოვოს. შეცვლა ხდება იმ დროს, როცა შერკინება ინიშნება.

1998 წელი

ინგლისურმა "ბასმა" ბორდოში, "ჰაინეკენის თასის ფინალში დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა "ბრივი" მინიმალური სხვაობით -19:18. "ბასი" პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. მატჩის გმირი ინგლისელთა ფულბეკი ჯონ კალარდი გახლდათ. გუნდის მიერ მოპოვებული ყველა, ცხრამეტივე ქულა მის ანგარიშზეა. "ბასის" ერთადერთი ლელო მის ანგარიშზეა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების მომტანი საჯარიმო მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ "ბასი" მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა. "ბრივის" ლეგენდამ, კრისტოფ ლამეზონმა ხუთი საჯარიმო გაიტანა, რასაც ალენ დეილომ არეკნი მიუმატა.

2005 წელი

IRB-მ გადაწყვიტა მარტში, "თვიქნემზე" სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების ნაკრებების მატჩი გაემართა. თამაში საქველმოქმედო უნდა ყოფილიყო. გადაწყდა, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ცუნამით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაერიცხათ.

16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია