"დალას მავერიკსმა" დღეს, გამთენიისას შინაურ "ეარლაინ სენთერში" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდი თანამონაწილეობით 118:111 გაიმარჯვა
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" დღეს, გამთენიისას შინაურ "ეარლაინ სენთერში" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდი თანამონაწილეობით 118:111 გაიმარჯვა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი - 108:108 იყო, დასკვნით მონაკვეთში კი მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და სეზონის მე-17 გამარჯვება მოიპოვეს.

ამ მატჩში ფაჩულიას უშუალო ოპონენტი გასული ევრობასკეტის ტრიუმფატორი და საუკეთესო მოთამაშე პაუ გასოლი გახლდათ, რომელსაც ქართველმა ტოლი არ დაუდო და მეტიც - აჯობა.

გასოლმა ბოლო მატჩებში სიმარჯვე გამოავლინა და ფაჩულიას ორმაგ დუბლებში დაეწია. ამ მატჩამდე ორივეს 15-15 დაბლ-დაბლი ჰქონდა შესრულებული. დღევანდელ მატჩში კი ფაჩულია იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ორმაგი დუბლი - 17 ქულა და 12 მოხსნა შეასრულა, გასოლის ანგარიშზე კი 18 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

იხილეთ ზაზა ფაჩულიას თამაში ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიასთვის 17 ქულა მეორე საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში. 13 ნოემბერს ზაზამ "ლეიკერსთან" 18 ქულა მიითვალა. დღევანდელ მატჩში ქართველმა ცენტრმა 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5-ივე საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად ზაზამ 1 პასი მიითვალა, 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ჯერ დაჯარგა.

საუკეთესო შედეგი ჯე ჯეი ბარეამ დააფიქსირა, რომელმაც 26 ქულა და 5 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ პუერტორიკოელ ვეტერანს წარმატებული სერია უდგას. წინა მატჩში მან 32 ქულა მიითვალა. ის ღირსეულად ცვლის დალასელთა დაშავებულ ძირითად გამთამაშებელ დერონ უილიამს.

იხილეთ ვიდეო: ჩიკაგო ბულსი - დალასი 111:118

16 ორმაგი დუბლით ფაჩულია ამ ნომინაციაში ლიგაში მე-4 ადგილზეა. ფაჩულიას გადაასწრო და ახლა მე-2 ადგილზეა ნიუორლეანელი სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი, რომელმაც დღეს თავის მე-19 დაბლ-დაბლი გაიფორმა. მე-3-ზე კი ოკლაჰომელი ვარსკვლავბიჭუნა რასელ ვესტბრუკია 18 ერთეულით

17 მოგებითა და 13 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ანალოგიური შედეგის მქონე "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას ყოფილ თანაგუნდელებთან ელის. 29 დეკემბერს, ჩვენი დროით გამთენიისას, "დალასი" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსქროლავი ტროლი
დუბლი უკვე ორმაგ შედეგს ნიშნავს. შესაბამისად, ორმაგი დუბლი აზრს კარგავს, თუკი ოთხმაგ მაჩვენებელზე არაა საუბარი.....
გოგა
მართლა მაგარი კაცია. მოგიწოდებთ ყველას გადახვიდეთ ლელოს გამოკითხვაზე და წლის საუკეთესო სპორცმენის ნომინაციაზე ზაზას დაუჭიროთ მხარი. იქ მეორე დიდი ქართველი მამუკა გორგოძე ლიდერობს მაგრამ მე მგონი ამ სეზონში ზაზა უკეთესია
ზსს
lam შენ გაიხარე მეც არ ვიცოდი რას ნიშნავდა ძვლივს არ ახსნა კაცმა
lam
world har კალათბურთში დუბლი ნიშნავს როდესაც რომელიმე მაჩვენებელს ორ ციფრამდე აიყვან, მაგალითად ქულას თუ აიღებ 10-ს ან მეტს ნიშნავს დუბლს, ორმაგი დუბლი ნიშნავს როდესაც ორ კომპონენტში აიღებ ორციფრიან მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ზაზას აქვს 17 ქულა და 12 მოხსნა რაც ორმაგ დუბლს ნიშნავს. P.s. ზაზას ვუსურვებ ALL STARS-ში მოხვედრას და ჩემპიონის ტიტულს. წარმატებები ზაზა!!!!!!
world har
ორმაგი დუბლის რას ნიშნავს შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ? წინასწარ მადლობა
georgiano
ზაზა სამაგალითო ხარ შენი პროფესიონალიზმით! გასოლს არაფერი დაუთმო. SPORTALL.GE მადლობა, რომ გაითვალისწინეთ თხოვნა და ზაზას ჰაილაითებს ცალკე ვიდეოში გვთავაზობთ. Good job
ივანე
30 დაბლ-დაბლს ველოდებით ზაზა!! :) გაიხარე, ისევე როგორც გვახარებ!
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ