მამუკა კვარაცხელია: "ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როცა სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის შენარჩუნებას ცდილობენ"
"ლელოს" მკითხველი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ირგვლივ დატრიალებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია. მცირე ხნის წინ იქ საფეხბურთო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა, რადგან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ინფორმაციით, ზამთრის საახალწლო არდადეგებზე სტადიონების აღება და სახლების მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა.

სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

წლების წინათ ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა. მისმა დირექციამ კეთილი ნება გამოიჩინა და სკოლის წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ "ოლიმპს" ორი წლის განმავლობაში არ შეეხებოდნენ. ისინი მზად იყვნენ, დაეწყოთ მოლაპარაკება ალტერნატიულ ტერიტორიაზე.

როგორც სამშენებლო კომპანიაში ამბობდნენ, ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ თავკაცებსაც ელაპარაკნენ და სთავაზობდნენ, ახალი საფეხბურთო სკოლა, რუსთავის ნაცვლად, "ოლიმპში" დაეფუძნებინათ, მაგრამ მშენებლებს რეალური ალტერნატივა არ შესთავაზეს და ისე გამოვიდა, რომ სკოლის გადასარჩენად არავის არანაირი ზომა არ მიუღია.

"ოლიმპის" შესყიდვა რუსეთში მცირე ხნის წინათ მოკლულ ბიზნესმენს, ამირან გიორგაძეს სურდა და ესტონელებთან რეალური მოლაპარაკებაც დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა. მშენებლობაზე ნებართვა კი ბოლო ადგილობრივ არჩევნებამდე გასცეს.

ამიტომაც გადაწყვიტეს მშენებლებმა "ოლიმპის" დემონტაჟი, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქცია აინტერესებდათ. მინი-მოედანზე სამშენებლო მასალების შეტანამ ძალიან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

მაგრამ უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ სასიხარულო ამბავი გვითხრა:

"სტადიონების საკითხთან დაკავშირებით, მერიაში კიდევ ერთხელ ვიყავი. საკრებულოში ამ თემაზე ქეთი ჯოხაძე მუშაობს და საქმეს ისეთი გულით მოეკიდა, ფეხბურთის მოყვარული ბევრი მამაკაცი ვერ დაიკვეხნის.

ორიოდე დღის წინათ ქალბატონი ქეთი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მერიაში სასწრაფოდ სურდათ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიცი, რომ ეს შეხვედრა გაიმართა, კომპანიას ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს და მოლაპარაკება დაწყებულია.

ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როცა სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის შენარჩუნებას ცდილობენ.

ძალიან დიდი მოვლენა იქნება, ამის პრეცედენტი დაფიქსირდეს და ყველამ შეიგნოს, რომ სტადიონების გასხვისება დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ 22 სტანდარტული სტადიონი გაასხვისეს, მაგრამ მერე მივიღე ინფორმაცია კიდევ სამ სტადიონზე. ანუ ბოლო წლებში, რომ 25 სტადიონი გაასხვისეს, ეს სრული კატასტროფაა და ამას წერტილი უნდა დაესვას", - ამბობს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია 30-მდე ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" ვარჯიშობდნენ: სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დათა ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის, მაგრამ ამ ქვეყანაში რაღა მაინც და მაინც სტადიონის ადგილას უნდებათ რაღაცეების აშენება გასაკვირია პირდაპირ.
MAMUKA KVARACXELIA
არა, ახლა თუ დავიბრუნებთ, მერია დასვამს თავის ბალანსზე და იქნება ჩვეულებრივად, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია- მერიის ბალანნსზე არსებული სპორტული ბაზა და ყველა მოქალაქე ისარგებლებს... მადლობა ღმერთს - ძალიან კარგი ხალხი მუშაობს მაგ საკითხზე მერიაში და საკრებულოში!!!
assa
წინა მთავრობას კი ნუ ლანძღავთ, ის გაღორებული მესაკუთრეები გალანძღეთ, ჯერ შისყიდეს სტადიონები, იმ მოტივით რომ ფულს ჩავდებთ და ფეხბურთს ავაყვავებთო, ხოლო სინამდვილეში ფულის შოვნა სურდათ. ეხლა თუ გაცვალეს ისევ კერძოს დაუბრუნდება? ანუ იმას ვინც გაყიდა?
გიორგი
მამუკა კვარაცხელია და მისი მსგავსები არიან ნებისმიერი საქმის უმაღლეს დონეზე გამკეთებელი პიროვნებები და ქართული (ამ კუთხით ამოსაძირკვი) მენტალობის ბრალია, საქართველოში რომ არ ეძლევათ თავის ბოლომდე შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება!
mamuka kvaracxelia
ყველა კაცი თუ კომპანია, რომელიც ჩემს სამშობლოშჳ სტადიონს დაანგრევს და კორპუსს აშენებს, ჩემთვის - სამშობლოს მოღალატეა!!! მიშა სააკაშვილის დროს 4 მილიონ დოლარად გააყიდინეს მეპატრონეს ეს ადგილები, არადა არსებული 4 მოედნის გარდა კიდევ 2 სტადიონს აკეთებდა იქ- სადაც ახლა კორპუსებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ახლა იმთ, ვინც კრუსუნებს- უცხოელი ინვესტორი არ გაგვექცესო- თბბილისში ქართველებიც მშვენივრად ააშენებენ კორპუსებს!! ეგ არ არის ბიზნესი! ეგ არის ჩვენი შვილების დაღუპვა, რადგან ბავშვები კორპუსებშჳ იქნებიან გამოკეტილი და ერთადერთი სათამაჴ კომპიუტერი ექნებათ- პლუს- ამ კორპუსებშჳ მცხოვრები მანქანების გამონაბოლქვი!!!
Raul
საღოლ რა მამუკა კვარაცხელიას. ეგ რომ არა, ოლიმპი არავის გაახსენდებოდა კობიაშვილის თამადობით.
zaza
ყველგან უნდა გაიმართოს აქცია,სადაც კი სტადიონის დანგრევა უნდათ,ინვესტორმა სტადიონის აშენებაში უნდა ჩადოს ფული და არა დანგრევაში,და თუ არ აშენებს არ უნდა დაანგრიოს,
jeje
კარფურს არა, გუდვილს აშენებენ. საიდან იგონებთ ამ ზღაპრებს :))
+_) -ს
თქვენ საიდან იცით, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეთ? :)
gio
რუსთავში რომ სპორტული კომპლექსის ნაცვლად "კარფურს" აშენებენ, ამას რატომ არავინ აპროტესტებს?!
gio
რაღა მაინცდამაინც წესიერ ინვესტორს მიახტით, სხვა ადგილებიდან (მართლა დრაკონულად მიტაცებული სტადიონებიდან) რატომ არ დაიწყეთ? 2 წელი კი არა, თურმე 5-6 წელი ელოდებოდა ეს კომპანია "ოლიმპის" გახსნის ამბავზე გადაწყვეტილებას, და მაინცდამაინც ეხლა მიადგნენ? ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებს და არა ფეხბურთის სიყვარული. ჩემს ეჭვს ის აღრმავებს, რომ სხვა ადგილებში არ ხდება საპროტესტო აქციების გამართვა, მარტო ჯიქიაზე. მე რომ ვიყო (წესიერი) უცხოელი ინვესტორი, ყოველივე ამის შემდეგ აღარ მექნებოდა სურვილი საქართველოში ფულის ჩადებისა!

დაწერეთ ვინ და რა ფასში მიჰყიდა სტადიონი მშენებლებს!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?