ახლო წარსულის სამი წარმატებული მწვრთნელის მოსაზრებების შეხსენება, ალბათ, ვერაფერს შეცვლის, მაგრამ, შესაძლოა, დაგაფიქროთ...
ფოტოზე: კევინ კიგანი და რონ გრინვუდი

ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ჟურნალისტ დავით ქლიბაძის წიგნი - "დრიბლინგი".

ცხადია, ბატონ დავითს სტაჟიანი მკითხველისა და გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, თუმცა ახალგაზრდა თაობიდან შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ის იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ 70-იან წლებში "გაჭრა ფანჯარა" ევროპაში და მრავალთათვის უსაყვარლესი გადაცემა "სპორტული კალეიდოსკოპის" საშუალებით, გულშემატკივრებს მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრებოდა და უნიკალურ კადრებსაც უჩვენებდა...

დავით ქლიბაძე არაერთი საფეხბურთო ფორუმის უშუალო თვითმხილველია. ამის წყალობით ფართოა მისი სამეგობრო წრეც - როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. "დრიბლინგიც" სწორედ იმ გარდასულ დღეთა მოგონებების კრებულია.

ის მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ავტორთან შეთანხმებით, "ლელოს" მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა მეტად საინტერესო პუბლიკაციებით...

მაშ, დავიწყოთ...

მოურინიოსა და ვილაშ-ბოაშის მიმდევარ-მეხოტბეთა ეპოქაში, როცა ფეხბურთის ხარისხის განმსაზღვრელ უპირველეს კრიტერიუმად მატჩის საბოლოო ანგარიშია მიჩნეული (როდის არ იყო ასეო, რასაკვირველია, იტყვით), ახლო წარსულის სამი წარმატებული მწვრთნელის მოსაზრებების შეხსენება, ალბათ, ვერაფერს შეცვლის, მაგრამ, შესაძლოა, დაგაფიქროთ...

1988 წლის ზაფხულის ერთ უღრუბლო დღეს, მიუნხენის ინგლისური პარკის წყნარ, სპეციალურად შემოღობილ ადგილზე გაშლილ გრძელ სუფრას ვუსხედით სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ერთად დათო კაკაბაძე და მე. იქვე ორი ხარი იწვებოდა, ჩვენივე შერჩეული. დიდ-დიდი ნაჭრები ჩამოთალეს მასპინძლებმა და ბავარიულ ლუდთან ერთად მოგვართვეს.

როცა სული მოვითქვით და თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც პარკისკენ მომავალი გზის ორივე მხარეს გაშლილ მინდვრებზე მშვიდად მოსეირნე და მზისგულზე ნებივრად წამოწოლილი დედიშობილა ქალები, ჩვენ წინ მჯდარ მომღიმარ კაცსაც შევხედე და მაშინვე ვიცანი რონ გრინვუდი, ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე ტელეინტერვიუსთვის თბილისში შევხვდი.

გრინვუდმა თბილისში სტუმრობა გაიხსენა და მერე მომავალ მატჩზე დაგვიწყო ლაპარაკი - მეორე დღეს ხომ მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატი მთავრდებოდა ჰოლანდიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების შეხვედრით.

რონ გრინვუდი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და, როცა საუბარში ის დღეებიც გავიხსენეთ, თვალები გაუბრწყინდა - მაშინ ჩემმა ნაკრებმა ორივე ეტაპი დაუმარცხებლად ჩაატარა და ისე დატოვა ესპანეთიო.

მართლაც, ინგლისის ნაკრებმა ქვეჯგუფში მოუგო საფრანგეთს, ჩეხოსლოვაკიასა და ქუვეითს, მაგრამ მეორე ეტაპზე, მეოთხედფინალურ ჯგუფში, ფრედ - 0:0 ითამაშა დასავლეთ გერმანიასა და ესპანეთთან, რის გამოც ნახევარფინალში ვეღარ გავიდა.

გრინვუდი განსაკუთრებით ამაყობდა ისტორიულად ბრიტანეთის მეტოქე ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი პირველი უსწრაფესი გოლით.

თვეების განმავლობაში, წვრთნის პროცესში მარცხენა ფლანგზე დამუშავებული კომბინაცია გუნდმა მწვრთნელის კარნახით მარჯვნიდან გაითამაშა - აუტიდან ბურთი სტივ კოპელმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა, პოლ მარინერმა თავით გადააწოდა ბრაიან რობსონს, რომლის დარტყმის შემდეგაც ანგარიში გაიხსნა. ეს მოხდა მატჩის 27-ე წამზე.

და ახლა, ექვსი წლის შემდეგ, გრინვუდი წინასწარ დამუშავებული კომბინაციით კი არა, უფრო იმით ამაყობდა, რომ ფეხბურთელებმა თავადვე მიიღეს გადაწყვეტილება და მარჯვნიდან უშეცდომოდ შეასრულეს მარცხენა ფლანგზე ნასწავლი ილეთი.

"ეს ყველაფერი, ცხადია, ჩვენი შრომის, ვარჯიშის შედეგია, მაგრამ ფეხბურთში მოულოდნელი გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომაც განსაკუთრებით მოსწონთ მაყურებლებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ინგლისური ფეხბურთი წინ ვეღარ მიიწევს, თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. მე, უპირველეს ყოვლისა, ნაკრებს ვგულისხმობ", - გულდაწყვეტით თქვა ბოლოს რონ გრინვუდმა.

შეგახსენებთ, რომ თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, 1980 წელს, ინგლისის ნაკრები სწორედ რონ გრინვუდის ხელმძღვანელობით დაუბრუნდა ევროპის პირველობას, ხოლო 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატშიც ასევე თორმეტი წლის შემდეგ ითამაშა და ხუთი მატჩი ჩაატარა წაუგებლად.

პარკიდან წამოსულები ვიხსენებდით, რომ 1966 წელს მოპოვებული ერთადერთი დიდი წარმატების პერიოდში, ინგლისის ნაკრების სახე და იმედი ბობი ჩარლტონი იყო, ამ საუკუნეში კი ბრიტანელები ამინდის პროგნოზზე ხშირად დევიდ ბექჰემზე ლაპარაკობენ და ფიქრობენ, თუმცა ერთხელ კარგად უთქვამს ჯორჯ ბესტს: ბექჰემს არ შეუძლია მარცხენა ფეხით დარტყმა, არ შეუძლია თავით თამაში და არც ბურთის წართმევა იცის, სხვა რამეებში კი ყოჩაღიაო...

ნიკოლაი ოზეროვის ცნობილი ფრაზისა არ იყოს, ასეთი კარგი მომენტი მართლაც აღარ იქნება და ახლა ჯორჯ ბესტის მიერ დახატულ პორტრეტს ერთ პატარა შტრიხს მეც მივუმატებ.

იაპონიაში, სიძიუკას სტადიონზე, მართლაც ძალიან ვინერვიულე: ლუსიო შეცდა, ოუენმა გოლი გაიტანა. ოც წუთზე მეტი გავიდა, ბრაზილია-ინგლისის მეოთხედფინალური მატჩის პირველ ტაიმს დამატებული დროც მთავრდებოდა, როცა ბრიოლინით თმააქოჩრილმა ბექჰემმა მეტოქის ნახევარზე, გვერდით ხაზთან, ბრაზილიელ მცველსა და ნახევარმცველთან ბურთისთვის ბრძოლას თავი აარიდა, ახტა, ფეხებს გაუფრთხილდა და ბურთი მოწინააღმდეგეს დაუთმო.

ბრაზილიელებმაც იმავ წამს დაიწყეს კომბინაცია. რონალდინიოს ოსტატურ დრიბლინგსა და პასს რივალდოს ტექნიკურად სრულყოფილი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, მეორე ტაიმში კი რონალდინიომ საჯარიმო დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო სიმენსს და ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა...

...დავით ყიფიანმა შვეიცარიიდან, სადაც უეფას სემინარზე იყო მივლინებული, ვიდეოკასეტა ჩამომიტანა, რომელზეც ჩაწერილია 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ემე ჟაკეს შეხვედრა და საუბარი ევროპელ კოლეგებთან...

გაგრძელება მომდევნო ნომერში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ᕣᓑᓔᕓᓣᓠᕔᕑᓐ, ᕠᕝᓛᓔᓚᓡᓐᓪ ᓗᓑᕘ
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
მიშა მაინც სხვა იყო... - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სლავა - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
დავით ქლიბაძე - მიზანი მეათე მუნდიალი და ფილმი ქართულ ფეხბურთზე
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ᓕᓐᓡᓘᓚ ᓛᓐᓘᓡᓣᓠᓐᓫᓔ: ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓐᓓ ᓠᓝᓛ ᓛᓝᓕᓘᓐᓖᓠᓔᓑᓘ, ᓔᓢᓧᓝᓑᓐ, ᓐᓛᓘᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓔᓮᓛᓘᓐᓜᓔᓑᓘᓐᓜ