როგორ იხსენებს ემე ჟაკე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას
გაგრძელება. იხილეთ დასაწყისი

...დავით ყიფიანმა შვეიცარიიდან, სადაც უეფას სემინარზე იყო მივლინებული, ვიდეოკასეტა ჩამომიტანა, რომელზეც ჩაწერილია 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ემე ჟაკეს შეხვედრა და საუბარი ევროპელ კოლეგებთან...

"ამ ტურნირისთვის მზადებას საფრანგეთის ნაკრები ჯერ კიდევ 1996 წელს, ევროპის ჩემპიონატზე შეუდგა. ვგრძნობდი, რომ დრო იყო, მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ზრუნვა დამეწყო. საამისოდ უდიდესი სასელექციო სამუშაო შევასრულე. ორი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად სამშობლოში თუ უცხოეთში მოთამაშე ყველა გამორჩეულ ფრანგ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი.

აღვნიშნავ, რომ მხოლოდ ტრიბუნიდან დაკვირვებით არ შემოვფარგლულვარ. ყოველ ფეხბურთელს პერსონალურად უნდა გავსაუბრებოდით, რათა დაგვედგინა, ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ თუ არა მუნდიალზე სათამაშოდ. შევხვდით ნაკრების კანდიდატთა კლუბების მწვრთნელებს, მათს ექიმებს და, საერთოდ, მომსახურე პერსონალსაც.

ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა და ნაკრებში მართლაც საუკეთესოებმა მოიყარეს თავი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სამკვირიანი შვებულება ვთხოვე, მაგრამ ეს დრო დასვენებისთვის არ მჭირდებოდა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი წელი რჩებოდა და სამი კვირა განუწყვეტლივ ფიქრსა და ძიებაში ვიყავი. ერთი წამითაც არ დამისვენია. დღე და ღამე იმაზე ვფიქრობდი, რა გზა იქნებოდა ნაკრებისათვის ყველაზე ეფექტიანი, შევადგინე მოსამზადებელი გეგმა, რომელსაც შემდგომ მკაცრად მივყვებოდი. მოვხაზე ამხანაგური მატჩების ვარიანტებიც.

საფრანგეთის ნაკრები, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, შესარჩევ მატჩებში არ მონაწილეობდა და ამით, ცხადია, შეხვედრების ხშირად გამართვის შესაძლებლობას მოკლებული იყო. მაგრამ, ფეხბურთელებს პრაქტიკა ნამდვილად არ აკლდათ. ზოგი მათგანი "იუვენტუსში" გამოდიოდა, ზოგი კი - "ბაიერნში". მოკლედ, ზომიერების ფარგლების დაცვა აუცილებელია და ჩვენც ზუსტად იმდენი ამხანაგური შეხვედრა დავგეგმეთ, რამდენიც საჭირო იყო. ამის წყალობით თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე შევარჩიეთ ორი უმაღლესი დონის შემსრულებელი, რაც სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე უნდა მჯდარიყო.

გუნდის წევრებს თავიდანვე ავუხსენი ჩემი სტრატეგია და ძალიან გამიხარდა, რომ გამიგეს, მე ხომ ხშირად ვკრებდი ფეხბურთელებს და ბოლოს და ბოლოს მივაღწიე, რომ თითოეული მოთამაშე ყოველგვარი ეგოიზმისაგან განიკურნა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური მომზადება. ფეხბურთელები შევკრიბე და ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე დასახლებულ პუნქტში წავიყვანე კონდიციების გასაუმჯობესებლად. ამ საქმეს როჟე ლემერი უძღვებოდა და მინდა ვთქვა, რომ საგრძნობ წარმატებებსაც მიაღწია. ამის შემდეგ მაროკოში გავემგზავრეთ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. იქ ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა დაგეგმილი. დილის ვარჯიში ფიზიკური კონდიციების სრულყოფას ეთმობოდა, შუადღისას ტაქტიკურ-ტექნიკურ არსენალს ვხვეწდით, საღამოობით კი თეორიულ მეცადინეობას ვატარებდით, რომლის დროსაც ფსიქოლოგიურ მომზადებასაც დიდ ყურადღებას ვუთმობდით.

კომპიუტერული ტექნიკის წყალობით ყველა ინფორმაციას ვიღებდი, მომდიოდა ზუსტი, მისხალ-მისხალ აწონილი მონაცემები მოწინააღმდეგე გუნდის შესაძლებლობების შესახებ, ვეცნობოდით სათამაშო მინდვრების სპეციფიკასაც. მედიკოსები თავიანთი აპარატურის მეშვეობით ყოველდღიურად დაწვრილებით მონაცემებს გვაწვდიდდნენ მოთამაშეთა მდგომარეობის შესახებ. გვყავდა ფიზიოთერაპევტი, დიეტოლოგი, მასაჟისტი, ტრავმატოლოგი და ყოველი მათგანი უაღრესად გამოცდილი, თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე იყო...

...დიდი პრობლემაა პრესა. საერთოდ, ყველას თავისი საქმე აქვს და ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ. მე პრესასთან ურთიერთობის საკუთარი ფილოსოფია მაქვს. კერძოდ, ჩემი აზრით, პრესა, თავისი სირთულეებით, ერთ მხარეზე უნდა იყოს, ნაკრები კი - მეორეზე. ერთია მოსამზადებელი პერიოდი და მეორე - ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი.

საერთოდ, საჭიროა პრესისათვის არსებობდეს ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც მას გადასვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს. არსებობს სამი სახის მედია: გაზეთი, რადიო და ტელევიზია, თითოეულს თავისი სპეციფიკა აქვს და ყველა თავისთვის პრიორიტეტის მოპოვებას ცდილობს.

ჩემი აზრით, ჟურნალისტი მოსამზადებელ პერიოდში ფეხბურთელს ყოველდღე არ უნდა აწუხებდეს. ტარდება პრესკონფერენცია, სადაც ყველაფერი ითქმება, მაგრამ ნებისმიერ ჟურნალისტს მაინც უნდა, მოთამაშე ცალკე "გამოიჭიროს" და ინტერვიუ აიღოს.

როდესაც გუნდი სერიოზული შეჯიბრებისთვის ემზადება, არ შეიძლება მოთამაშის ყურადღების გაფანტვა გარეშე ფაქტორებით. სამ დღეში ერთხელ იმართება პრესასთან შეხვედრა და ყოველი ამ შეხვედრისას სხვადასხვა ფეხბურთელი საუბრობს. მოსამზადებელ პერიოდში მასმედია ამით უნდა დაკმაყოფილდეს. ამ დროს ფეხბურთელი უსაქმოდაც რომ იყოს, ჟურნალისტთან საუბარზე მეტად მას ფეხების მასაჟი წაადგება. თავისუფალ დროს კი ვინ გიშლის, როცა ფეხბურთელი შვებულებაშია, მიდი და თუ გინდა საათობით ელაპარაკე...

...გარე სამყაროსთან ურთიერთობის ცნება მაშინ ჩემთვის არ არსებობდა. ტვინს არაფრით ვიტვირთავდი. თუ დამიჯერებთ, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვის განმავლობაში ხელში გაზეთი არ ამიღია და ტელევიზორი არ ჩამირთავს. ჩემი ოპონენტების არგუმენტებს ვიდეომაგნიტოფონის მეშვეობით ვეცნობოდი და, მართალი გითხრათ, არავითარ ყურადღებას არ ვაქცევდი. იმ პერიოდში ჩემთვის არსებობდა მხოლოდ ერთი გარე და შიდა სამყარო და მას საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერქვა.

22 ფეხბურთელი, ჩემი თანაშემწეები და ექიმები, - აი, ამ ხალხით ვიყავი დაკავებული. რომ ვიხსენებ, მაშინ აშკარად არანორმალური ცხოვრებით ვიცხოვრე, მაგრამ ამას წამითაც არ ვნანობ. პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ შრომა წყალში არ ჩაგვეყარა - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!.."

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
მიშა მაინც სხვა იყო... - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სლავა - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"