19 წლის მცველს სჯერა, რომ "გენტის" პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა
რამდენიმე დღეა, ჯიმი ტაბიძე საქართველოში დაბრუნდა. ის ბელგიის ჩემპიონ "გენტში" ზაფხულში "საბურთალოდან" გადავიდა. 19 წლის მცველი საახალწლო არდადეგებს სამშობლოში ატარებს, ყოფილი თანაგუნდელები, მწვრთნელები მოინახულა და "ბენდელას" თასის ნახევარფინალურ შეხვედრებსა და ფინალს დაესწრო.

"საქართველოც მომენატრა, თანაგუნდელებიც და ის სტადიონიც, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. გახარებული და ბედნიერი ვარ.

უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ბელგიაში ვარ. ადამიანი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს და წინსვლა განაგრძოს. ტრავმის მერე ფორმის აღსადგენად დრო დამჭირდა. მერე კი დუბლებში სტაბილურად ვთამაშობდი. ვცდილობ, იმედები გავამართლო და კარგად წარმოვაჩინო თავი.

კმაყოფილი ვარ, რომ "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში სისტემატურად მენდობიან, მათამაშებენ და ჩემი ეიმედებათ. ახალი წლიდანაც მომზადებას 19-წლამდელებში დავიწყებ. არსად მეჩქარება, მთავარია, პროგრესი განვაგრძო და სისტემატურად ვითამაშო. იმედია, მალე მოვა ის დრო, როცა პირველ გუნდში გადავალ და ვითამაშებ.

ბელგიელებთან კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი მაკავშირებს და მჯერა, პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა", - ამბობს ტაბიძე.

მისი აზრით, "გენტი" საშუალო დონის ევროპული კლუბია:

"ამის მიუხედავად, "გენტს" ნებისმიერ კლუბთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა მატჩებმაც დაგვანახვა.

ასეთ დიდ ტურნირზე "გენტს" სადებიუტო სეზონი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჯგუფურმა ეტაპი გადალახა. თან, ისეთ გუნდებთან მოუწია ჭიდილი, როგორებიც არიან "ლიონი", "ზენიტი" და "ვალენსია". ვფიქრობ, "გენტი" შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას დამსახურებულად აგრძელებს.

კლუბი აშკარად პროგრესირებს - ჯერ იყო და ზაფხულში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ლიგაზე მიაღწია კარგ შედეგს. ქომაგები ბედნიერები არიან, რომ მათთვის აღმავლობის პერიოდი დგას და ჩვენს სტადიონზე მშვენიერი საფეხბურთო განწყობაა. მიხარია, ასეთი გუნდის მოთამაშე რომ ვარ".

ჯიმი ტაბიძე ბელგიაში 2 იანვარს გაემგზავრება, 4-ში კი ვარჯიშები ეწყება, რათა მეორე წრისთვის მოემზადოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
მხოლოდ ვარჯიში და ვარჯიში მასე გააგძელე და აუცილებლად დაგიფასებენ.ისეთ ადგილზა მოხვედრილი ხალხი რომ ოცნებობს. გენტი კარგი გუნდია.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია