ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტორესმა დიდი ასპარეზი იგრძნო

ტორესმა დიდი ასპარეზი იგრძნო

დიდი ტრანსფერის ექო

ფერნანდო ტორესის ხმაურიან ტრანსფერს რომ არ დავუბრუნდეთ, წარმოუდგენელი იქნება: „ჩელსიმ“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა - ესპანელი ფორვარდი „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად იყიდა. გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონმა „ბენფიკადან“ ბრაზილიელი დავიდ ლუიზიც გადაიყვანა და მასში ფულს პლუს 22 წლის სერბი მცველი ნემანია მატიჩი „გადაიხადა“, რამაც ჯამში 75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ეს თანხა ევროებში 88 მილიონამდეა, ხოლო ამერიკულ დოლარებში 120 მილიონს აღემატება. რუსულ საიტებზე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩის მიერ ერთ დღეში გადახდილმა ამხელა ფულმა ორაზროვანი სათაურები შვა. გამოჩნდა ცნობები, რომელთაც, ალბათ, განზრახ აწერია, რომ ტორესი და ლუიზი („ჩელსიმ“ კი არა) აბრამოვიჩმა იყიდა. ამის ქვეტექსტი ის გახლავთ, რომ ეს ფული რუსეთიდან არის გატანილი და უკეთესი იქნებოდა ქვეყანაშივე თუ დაიხარჯებოდა, მაგრამ, მოდი ჩვენ რუსეთის თემა აქ შევწყვიტოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა „ტვიტერში“ ასე დაწერა: „ინგლისური ბაზარი გაგიჟდა“.

აბრამოვიჩის ფული „ლივერპულმა“ მუთაქაში კი არ ჩადო, პირდაპირ საქმეში გაუშვა: „ნიუკასლისგან“ 35 მილიონად ენდი ქეროლი შეიძინა, „აიაქსთან“ კი ლუის სუარესის გადაფორმების საქმე მოამთავრა - ურუგვაელი, რომელსაც „ენფილდ როუდზე“ ხუთი წელიწადი და ექვსი თვე მოუწევს ბურთაობა სულ 22,8 მილიონი ფუნტი დაჯდა.

„ჩელსიში“ გადასვლით კმაყოფილმა ტორესმა თქვა: „ბოლო სამი-ოთხი დღე ძალიან მძიმე გამოვიდა. ახლა უკვე „ჩელსის“ ფეხბურთელი ვარ და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული გახლავართ „ჩელსი“ ჩემს კარიერაში დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება. მინდა უმაღლეს დონეზე ვითამაშო. „ჩელსი“ ძალიან დიდი კლუბია. ვიცი, აქ ჩემგან ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდება, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. ერთი სული მაქვს როდის ჩავერთვები საქმეში. უკვე ძალიან მოტივირებული ვარ.

„ჩელსი“ ზუსტად ის კლუბია, როგორშიც მინდოდა თამაში. კერძოდ, ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, რომელიც მუდმივად ყველა ჯილდოსთვის იბრძვის. ამაზე მეტი რაღა უნდა ინატრო ფეხბურთელმა? მე სწორედ ახლა, ჩემი კარიერის დღევანდელ ეტაპზე შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში და შანსი რომ მომეცა ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მწამს „ლურჯების“ შემადგენლობაში ამისათვის ბრძოლა შეიძლება. ვფიქრობ, ჩემი ახალი თანაგუნდელებიც ზუსტად ამაზე ოცნებობენ და ერთად მიზანს მივაღწევთ“.

ტორესის დასავლეთ ლონდონში გადაბარგება იმასაც ნიშნავს, რომ მას დიდიე დროგბასა და ნიკოლა ანელკას მხარდამხარ მოუწევს თამაში. რასაკვირველია, ერთი მხრივ ეს დიდ კონკურენციაში მოხვედრაა, მაგრამ თავად ტორესი ცნობილ თავდამსხმელებთან ერთ გუნდში ყოფნას სხვა კუთხით უყურებს - ამბობს მათი პარტნიორობა დიდი სიამოვნებააო. მეტიც, „ელ ნინიომ“ დროგბას მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი უწოდა.

„მე „ჩელსის“ თავდამსხმელების დიდი ფანი ვარ. რა დამავიწყებს, ყმაწვილი რომ ვიყავი, ანელკა „არსენალში“ თამაშობდა და მე აღფრთოვანებული შევყურებდი ეკრანს. ეს სწორედ ის ფეხბურთი იყო, როგორიც მე მომწონს. რაც შეეხება დროგბას, რად უნდა ლაპარაკი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. ამ ორი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი უმაღლეს დონის სტანდარტებს ამკვიდრებენ“.

კიდევ, ტორესი „ლივერპულის“ დროინდელ თანაგუნდელსა და მეგობარს იოსი ბენაიუნს შეუერთდება.

„ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ის ჩემთან ერთად განიცდიდა ყველაფერს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ისევ ერთ გუნდში ვიქნებით. იმედი მაქვს, ზურგის ტკივილიც მალე დაუამდება და მოედანზე დაბრუნდება.ის დიდებული ადამიანია. უნდა იცოდეთ როგორ ენატრება „ლივერპულში“ ყველას“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა