უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა თბილისის "დინამოს" ფორვარდს სტატია მიუძღვნა
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა თბილისის "დინამოს" ქართველ ფორვარდ გიორგი ქვილითაიას სტატია მიუძღვნა.

თბილისური გუნდის უკანასკნელ 10 შეხვედრაში 22 წლის ქვილითაიამ მოედანი უგოლოდ მხოლოდ ორჯერ დატოვა. სწორედ ამიტომ ის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

"კი, ახლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ძალიან გამიმართლა თანაგუნდელებში. რომ არა ისინი, ამდენს ვერ გავიტანდი", - აცხადებს ქუთაისის "ტორპედოს" და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ფეხბურთელის, მამუკა ქვილითაიას უფროსი შვილი.

"სიმართლე გითხრათ, სპორტის სახეობის არჩევაზე არასდროს მიფიქრია. დაბადებიდანვე ბურთს ვხედავდი, მესმოდა მისი, ვგრძნობდი მას. სიარული როგორც კი დავიწყე, ბურთი შევიგრძენი. სხვა სიტყვებზე მეტად სწორედ ის მესმოდა. პირველი სიტყვაც კი, რომელიც წარმოვთქვი, გოლი იყო.

საფეხბურთო ოჯახი მყავს. ორივე ძმა ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ მე მამას ვგავარ, რომელიც ასევე ფორვარდად თამაშობდა. უმცროსი ძმა მეკარეა", - ამბობს გიორგი.

14 წლის ასაკში ფეხბურთელი მშობლიური აბაშიდან თბილისურ სკოლა "ნორჩ დინამოელში" გადაბარგდა, სადაც უამრავი ტალანტი ასპარეზობდა. სულ მალე დედაქალაქურმა აკადემიამ თავისი გუნდი "სასკო" პირველ ლიგაში წარადგინა, სადაც ახალგაზრდა ქვილითაიამ 4 თვეში 22 გოლის გატანა შეძლო.

19 წლის ფორვარდი უკვე უნგრეთის უძლიერეს გუნდ "დიორში" მოხვდა.

"იქ თამაში ორჯერ მოვახერხე. პირველად - ნახევარწლიანი იჯარით ყოფნის დროს. მაშინ გუნდი უნგრეთში საუკეთესოდ ითვლებოდა, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ უფრო უნდა გავძლიერებულიყავი, - იხსენებს ქართველი. - შემდეგ დავბრუნდი და 3-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე.

ტრავმის შემდეგ თასის 4 შეხვედრაში 10 გოლი გავიტანე. ამის მერე უმაღლეს დივიზიონშიც გამოვიჩინე თავი, მაგრამ კლუბიდან წასვლა მაინც მომიხდა. "დიორი" გაკოტრდა და მესამე დივიზიონში ჩამოქვეითდა".

უნგრეთში მცდელობის შემდეგ ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა, სადაც არც ისე ცუდი სეზონი ჩაატარა გორის "დილას" შემადგენლობაში. როცა ფეხბურთელი "დიორს" ხელმეორედ დაემშვიდობა, არჩევნის წინაშე დადგა.

"ევროპაში დარჩენის რეალური შანსი მქონდა, სლოვაკეთში მეპატიჟებოდნენ, მაგრამ გია გეგუჩაძის ("დინამოს" მთავარი მწვრთნელის) ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დრომ დამანახა, რომ სწორად მოვიქეცი.

"დინამოში" მოხვედრამდე ტრავმას ხშირად ვიღებდი, სამ თვეში ერთხელ რაღაცას ვიზიანებდი, მაგრამ ახლა კარგად ვარ - ჩემპიონატის პირველი წრის 15-ივე შეხვედრა ძირითადში ჩავატარე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის მხარდამჭერა, რომელიც მძიმე წუთებში გვერდში მედგა და მამხნევებდა".

თავდაპირველად ქვილითაიას "დინამოში" გახსნა გაუჭირდა. მან ვერც ჩემპიონატის პირველ ორ ტურში შეძლო გოლის გატანა და ვერც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" შეხვედრაში.

"მაშინ უბრალოდ დრო არ გვეყო. ჩვენი დღევანდელი თამაშით ის შეხვედრა სხვა ანგარიშით დასრულდებოდა", - ამტკიცებს ქვილითაია, რომელსაც დინამოსთან 1+1 კონტრაქტი აკავშირებს.

"ჩემი სამომავლო გეგმები მხოლოდ "დინამოს" უკავშირდება. ჩვენი მიზანი დუბლის (ჩემპიონობა და თასი) შესრულება და ევროთასებზე მოხვედრაა, სადაც ჯგუფურ ეტაპში მოსახვედრად ძალები გვეყოფა. დღევანდელი შემადგენლობა ამის ფიქრის საბაბს ნამდვილად მაძლევს", - ამატებს ქვილითაია, რომელიც კიდევ ერთ ოცნებას ინახავს და დაოჯახებას მანამ არ ჩქარობს, სანამ პროფესიონალური კარიერის მხრივ ყველაფერს არ მოაგვარებს.

"ძალიან მინდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. ფეხბურთის თამაში როგორც კი დავიწყე, ამაზე იქიდან მოყოლებული ვოცნებობ", - ნათქვამია სტატიაში.

ვახტანგ ბზიკაძე

სპეციალურად uefa.com-ისთვის

bebeto
თუმცა სირბილიც საჭიროა სხვა დანარჩენთან ერთად.სირბილი თუ არ უნდათ მაშინ გადაჯდენ ტრიბუნაზე და იქედან უყურონ ფეხბურთს.
bebeto
კვლავ უნდა იშრომოს და აუცილებლად მოხვდება ნაკრებში.კარგი ფორვარდის ყველა ნაირი თვისება აქვს.
სირბილის სწავლების ცენტ სსსსსს
ფეხბუთი დოღი არაა სწრაფისირბილი იყოა გადამწყვეტი ,სწრაფაზროვნებას კი დიდ ასაკში გენეტიკის გამოცვლაც ვერ შველის
სირბილის სწავლების ცენტრი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად რომ წარვსდგეთ საჭიროა: სწრაფი და ყურადღებიანი მცველები, ფლანგებზე აქტიური შემტევები, ძლიერი ცენტრი და გოლზე დაგეშილი სწრაფი ცენტრფორვარდი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა