ყატარში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი ქართველი დიდოსტატი ქალი მონაწილეობდა
ყატარში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 130.000 დოლარი), რომელშიც ოთხი ქართველი დიდოსტატი ქალი მონაწილეობდა.

შარშან მსგავს შეჯიბრებაში მანდილოსანთა შორის ბელა ხოტენაშვილმა გაიმარჯვა. გუშინ, 29 დეკემბერს, ბოლო ტურში მან ინდოელ ჰარტიშ რაჯას აჯობა და ხუთ ქულას მოუყარა თავი. ამდენივე ქულა მოაგროვა ალინა კაშლინსკაიამ (რუსეთი), რომელსაც უკეთესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ხვდა. ქართველი მოჭადრაკე მესამე იყო. ბელამ და ალინამ ქალებისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი გაიყვეს - თითოეულს 3.250 დოლარი ერგო.

პირველ ადგილზე ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (8.000 დოლარი) გავიდა.

ქართველთაგან ბოლო ტურში ნანა ძაგნიძემ ნგუენ ლი ტაოს (ვიეტნამი) მოუგო, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც სენსაციით დაიწყო ტურნირი (პირველ ტურში შავებით მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუზავდა), ნოდირბეკ აბდუსატოროვს (უზბეკეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, სოფიკო გურამიშვილი კი აბჰიმანუ პურანიკთან (ინდოეთი) დამარცხდა.

საბოლოოდ ქართველთა სამეულის მონაგარი ასეთია: ძაგნიძე - 4, ბაციაშვილი - 3.5, გურამიშვილი - 3 ქულა.

ტურნირის მთავარი პრიზი (27.000 დოლარი) ნორვეგიელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა დაიმსახურა. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუზავდა ვლადიმირ კრამნიკს (რუსეთი) და 7 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

ყატარის ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ჩინელმა იუი იანმა ხუთსაათიანი პაექრობის შემდეგ უესლი სოს (აშშ) გააჩერებინა საათი და ქულებით ლიდერს გაუთანაბრდა.

ტაი ბრეიკში კარლსენმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე იანი (16.000) გავიდა, მესამე ადგილი კრამნიკს (12.000) ხვდა. ვაჟებში ფულადი პრიზებით 20 საუკეთესო დაჯილდოვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
aba Tqven iciT მეტი რა ქნან გოგონებმა ამ პლანეტის ჩემპიონები კი არიან და თუ დაელოდები მატჩს სხვადასხვა პლანეტებს შორის აი იქ ვნახოთ
aba Tqven iciT
მოუმატეთ თამაშშს,რა მოგივიდათ რასაც ჭადრაკის ფედერაცია გიკეტებთ დაფასება ხო უნდა
sano
გილოცავთ ბელა!
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა