ელდარ ბაკურია: "იმედი გვაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში კერძო მესაკუთრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება"
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი მარტვილის "მერანი" ზამთრის შესვენებისას მნიშვნელოვნად ძლიერდება. გუშინ "ლელომ" ბადრი კვარაცხელიას გუნდის ოთხი ახალწვეულის ვინაობა შეიტყო. "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ:

"სეზონის პირველი ნახევრის შეფასებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა ფინანსური ვითარება იყო კლუბში საქართველოს ჩემპიონატის დასაწყისში, - ამბობს ბაკურია. - ამიტომაც გადავწყვიტეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის მიგვეცა თავის გამოჩენის შანსი. ახლა ბოლო ადგილზე კი ვართ, მაგრამ კონკურენტებს დიდად არ ჩამოვრჩებით".

ბაკურიას ვკითხეთ ისიც, თუ როდიდან იწყებს "მერანი" მზადებას სეზონის განახლებისთვის:

"სამზადისი 4 იანვრიდან დაიწყება. ჯერ ადგილზე ვივარჯიშებთ, მერე კი თურქულ შეკრებაზე გავემგზავრებით, სავარაუდოდ - სიდეში.

შეკრების ორგანიზატორები ცოტა ხანში გამოგვიგზავნიან იმ მეტოქეთა ჩამონათვალს, რომლებთანაც ამხანაგურ მატჩებს გავმართავთ. აქვე გეტყვით, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს".

გადავიდეთ მთავარზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "მერანი" სერიოზულად გაძლიერდება. აი, რას ამბობს კლუბის დირექტორი:

"უკვე იცით, რომ ბესიკ ჩიმაკაძის ამბავი გადაწყვეტილია. ამას გარდა, "მერანში" ითამაშებენ გამოცდილი თავდამსხმელი შოთა ჯიქია და ხონის "იმერეთის" ნიგერიელი ლეგიონერი ბენჯამინ ტეიდი. გულშემატკივარს ის "გაგრიდანაც" უნდა ახსოვდეს.

და კიდევ: უახლოეს მომავალში ველოდებით ორ ბერძენ ლეგიონერს. ვფიქრობთ, მათი დამატებით "მერანი" კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს...

რაც შეეხებათ ბერძნებს, ფილიპოს პაპაგელიდისი მცველია. მას გამოცდილება ნამდვილად არ აკლია. თავის დროზე, საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "კავალას" შემადგენლობაში უთამაშია. ნათამაშები აქვს ასევე საბერძნეთის პირველ და მეორე ლიგებშიც...

მეორე ახალწვეულიც მცველია - 25 წლის გეორგიოს ცილიდისი. მას საბერძნეთის პირველ და მეორე ლიგებში აქვს ნათამაშები.

უახლოესი 6 თვის განმავლობაში დავაკვირდებით ბერძნების თამაშს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლომდე გაამართლებენ ჩვენს იმედებს, მათთან კონტრაქტი აუცილებლად გაგრძელდება".

რადგან გაძლიერებაზეა ლაპარაკი, ბაკურიას ვკითხეთ, ეხმარება თუ არა "მერანს" ქალაქის ხელმძღვანელობა:

"არა, ისევ და ისევ ჩვენი ძალისხმევით ხდება ეს ყველაფერი. გვინდა, რომ "მერანმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, რომ მარტვილში ფეხბურთი არ მოკვდეს და რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღოს.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში კერძო მესაკუთრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება და იქნება სახელმწიფოს დახმარებაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გურია-საპოვნელა 3:0 - ჟორდანიამ "გურიაში" 51-ედ... ითამაშა [VIDEO]
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მერანი-დილა 3:2 - მარტვილი "დილას" ქომაგობს [VIDEO]
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
როგორ ემზადება მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის
ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი დაასრულა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მარტვილის "მერანს" კაპიტანი დაუბრუნდა - სერგი ორბელაძე უკანა ხაზს გააძლიერებს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
მერანი-პირინი 2:3 - მარცხი ბულგარელებთან ხისტ თამაშში
"მერანის" დირექტორი ქომაგთან კამათს უარყოფს და "ლელოს" სტატიას ეხმაურება
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია