პიკეს პრობლემა სულაც არ არის ის, რომ ეს ფეხბურთელი გამოკვეთილი კატალონიელი ნაციონალისტია
სექტემბრის დასაწყისში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული გუნდის ამხანაგური მატჩი მადრიდიდან ალიკანტეში გადაიტანეს.

ამის მიზეზი იყო ესპანელი გულშემატკივრების დამოკიდებულება ჟერარდ პიკესადმი. პიკეს მათ ჯერ ლეონში უსტვინეს, მერე - ოვიედოში. ადვილი წარმოსადგენი იყო, რა მოხდებოდა მადრიდში. მადრიდში სათამაშო ნიუანსები მეორე პლანზე გადავიდოდა. მადრიდში მთელი სტადიონი პიკეს დაუსტვენდა.

პიკე და ვან გაალი

"ჩვენ ყველამ ვიცით პიკეს ხასიათი. ეს ხასიათი არ არის იდეალური, მაგრამ რას ვიზამთ - ის ზრდასრული ადამიანია და მისი შეცვლა გვიანია", - თქვა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მადრიდელი ქომაგის ჯილამ, სერხიო რამოსმა.

პიკეს მართლაც არასოდეს ჰქონია განსაკუთრებით დამყოლი ხასიათი, მაგრამ 2015 წლის მეორე ნახევარი მართლაც განსაკუთრებულია მის კარიერაში. პიკემ მოახერხა და ლამის ნახევარი ესპანეთი განაწყო მის საწინააღმდეგოდ.

საინტერესოა, რომ პიკეს ხასიათის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუი ვან გაალმა. მაშინ პიკე 13 წლის იყო. ბაბუამისმა, "ბარსელონას" ერთ-ერთმა დირექტორმა პიკე ბერნაბეუ-უფროსმა ბიჭი ვან გაალს მიუყვანა და უთხრა: "აი, ჩემი შვილიშვილი. ის ნაღდი ბარსელონელია და დარწმუნებული ვარ, "ბარსაში" ითამაშებს".

იმის მაგივრად, რომ ვან გაალს პიკესათვის ხელი ჩამოერთმია, ჰოლანდიელი ბიჭუნას მიუახლოვდა და ხელი ჰკრა. პიკე დაეცა.

"სუსტი ხარ, ძალიან სუსტი", - თქვა ვან გაალმა.

"მე ბევრი მსმენოდა ლუი ვან გაალის თაობაზე, მაგრამ იმ შეხვედრამ მაინც განსაკუთრებით გამაკვირვა. ის ძალიან თავისებური ადამიანი იყო. არასოდეს ეძებდა სიტყვებს. იმდენად ვიყავი შთაბეჭდილებების ქვეშ, რომ მთელი საღამოს განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს. სულ ვან გაალზე ვფიქრობდი", - თქვა პიკემ.

ვან გაალმა ერთი მოქმედებით პიკეს ბევრი რამ ასწავლა. მაგალითად ის, რომ უმჯობესია, შენ უბიძგო სხვას, ვიდრე შენ წაგაქციონ. პიკე მიხვდა, რომ თანამედროვე ფეხბურთში "ჯუნგლის კანონი" მეფობს და თუ შენ სხვას არ წააქცევ, შენ წაგაქცევენ. პიკე მიხვდა, რომ ფეხბურთში სუსტების ადგილი არ არის.

პიკეს ბევრი აკრიტიკებს, თუნდაც მისი სიზანტის გამო. თავად ჟერარდს კი უყვარს მადრიდის "რეალსა" და მის ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბარი.

პიკე VS სერხიო რამოსი

ორი დიდი და მტრული კლუბის ორი ლიდერი, დაცვის ორი ბურჯი თითქოს, "განწირული" იყო იმისათვის, რომ ერთმანეთთან ადრე თუ გვიან კონფლიქტი უნდა ჰქონოდათ. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პიკეს კატალონიურ ენაზე დაუსვეს კითხვა ჟურნალისტებმა. ამან რამოსი ძალიან გააბრაზა.

რამოსმა თქვა, რომ როცა ესპანეთის ნაკრებს ეხება საქმე, ყველამ მხოლოდ და მხოლოდ ესპანურად უნდა ისაუბროს. რამოსმავე განაახლა დისკუსია ესპანურ პრესაში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე კატალონიელ ფეხბურთელს სულაც არ სიამოვნებს ესპანეთის ნაკრებში თამაში.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, ყველას გვახსოვს ჩავისთან და მის სპორტულ წინდებთან დაკავშირებული სკანდალი. კატალონია და დანარჩენი ესპანეთი ერთმანეთს ერთხელაც დაეტაკნენ.

პიკეს პრობლემა სულაც არ არის ის, რომ ეს ფეხბურთელი გამოკვეთილი კატალონიელი ნაციონალისტია. მას ზოგიერთ თანაკლუბელთან შედარებით მოზომილი შეხედულებები აქვს ეროვნული თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით. პიკეს, უბრალოდ, ძალიან მწარე ენა აქვს.

ვისენტე დელ ბოსკემ შეძლო და ორი დიდი მცველი მოარიგა. იმ დონეზე მაინც, რომ ესპანეთის ნაკრებში ისინი ერთმანეთისათვის შესანიშნავი პარტნიორები არიან.

პიკე VS კრიშტიანო

მიუხედავად იმისა, რომ ჟერარდ პიკე და კრიშტიანო რონალდო "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრებისას ერთმანეთის წინააღმდეგ ძალიან ხშირად თამაშობენ, პიკე ყოველთვის უდიდეს პატივისცემას გამოხატავდა კრიშტიანოს მიმართ. პიკეს არასოდეს გაუშვია შანსი, კომპლიმენტი მიეძღვნა რონალდოსათვის.

სიტუაცია არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიცვალა. პიკე "კამპ ნოუზე" მორიგ ტრიუმფს ზეიმობდა, როცა მან თქვა: "მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კევინ როლდანს. ყველაფერი მისგან დაიწყო", - თქვა პიკემ.

როლდანი ცნობილი დიჯეია. პიკემ თქვა, რომ მასთან რონალდო და სხვა ვარსკვლავები ერთობიან.

მოგვიანებით გამოქვეყნდა როლდანის ფოტოები კრიშტიანოსთან ერთად. რონალდო გააკრიტიკეს.

წესით, მას ტაშ-ფანდურისათვის დრო არ უნდა დარჩენოდა, რადგან ცოტა ხნის წინ "რეალი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" განადგურდა დედაქალაქურ დერბიში (0:4).

პიკე VS არბელოა

ალვარო არბელოა ესპანეთისა და მადრიდის "რეალის" ისტორიაში სავსებით განსაკუთრებული ადამიანია. ის დღემდე რჩება ჟოზე მოურინიოს უერთგულეს ჯარისკაცად, მისი იდეების დამფასებლად. ჟოზეს ასე არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყვარებია.

ერთ-ერთი "ელ კლასიკოს" შემდეგ პიკე და არბელოა ერთმანეთს წაეკიდნენ. პიკემ თქვა, რომ მცველი არ უნდა თამაშობდეს ისე უხეშად, როგორც არბელოამ ითამაშა. არბელოამ კი პიკეს "ნელზე ნელი" მცველი უწოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს