ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მამუკა გორგოძე "ლელოს" მკითხველთა ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

მამუკა გორგოძე "ლელოს" მკითხველთა ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი "ლელოს" მკითხველთა ვერსიით მესამედ გახდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი და ფრანგული "ტულონის" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, "ლელოს" მკითხველთა გამოკითხვის შედეგად, მესამედ გახდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი.

გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც გაზეთში (განთავსებული ანკეტის შევსებითა და ტელეფონის ნომერზე დარეკვით), ასევე საიტზე Sportall.ge.

გამოკითხვის საბოლოო შედეგები Sportall.ge-ზე:

1. მამუკა გორგოძე (რაგბი) 50.1% (1603 ხმა)

2. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) 15.4% (492)

3. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა) 11.6% (369)

4. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) 7.5% (240)

5. სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში) 4.1% (130)

6. ვაკო ყაზაიშვილი (ფეხბურთი) 4.0% (127)

7. ლაშა გობაძე (ჭიდაობა) 2.8% (90)

8. ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო) 1.5% (48)

9. ლაშა ტალაძახე (ძალოსნობა) 1.1% (36)

10. ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო) 1.1% (35)

11. პაატა ღვინიაშვილი (ჭიდაობა) 0.7% (24)

12. ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) 0.2% (7)

ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ბევრი ქართველი ქომაგის და არამარტო მათი აზრით კი ეპოქალური სპორტსმენია, რომლის დარიც ქართული სპორტის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია.

მამუკა გორგოძე ჯერ კიდევ მოქმედი მორაგბეა, შესაბამისად, მის კარიერაში მორიგი წარმატებული სეზონები და მიღწევები ჯერ კიდევ წინაა.

ის მუდმივად თავდაუზოგავად შრომობდა, ვარჯიშობდა. მისი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ რომ შრომისმოყვარეობა იყო. ფიზიკური მონაცემები სათანადო კონდიციებში მოყვანის გარეშე არაფრის მაქნისია. ეს მას ძალიან კარგად ესმოდა და ვარჯიშობდა, სულ ვარჯიშობდა.

ბავშვობაში სიმაღლის გამო კალათბურთზე მიიყვანეს და სპორტის ამ სახეობას სკოლის დასრულებამდე მისდია. მერე განგებამ დიდი მრგვალი ბურთი ოვალურზე გააცვლევინა და თამაში სარაგბო კლუბ "ლელოში" დაიწყო.

მაშინ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ მამუკა გორგოძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. არა, კარგ რაგბის რომ ითამაშებდა, ამაში ყველაზე გამოუსწორებელ პესიმისტსაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ასვლას თუ შეძლებდა, ვერავინ წარმოიდგენდა.

ფიზიკური მონაცემების გამო ლელოელმა თანაგუნდელებმა მეტსახელად "გულივერა" შეარქვეს. რაგბიში ცოტა ვინმე თუა, თიკუნი არ ჰქონდეს. ჰოდა, არც გორგოძეს "დასწყვიტეს გული".

მოგვიანებით, საფრანგეთში გადაბარგებულს მისი არა მარტო აღნაგობის, არამედ თამაშის ყაიდის გამო "გორგოძილა" შეარქვეს.

მამუკა გზად ყველას და ყველაფერს თელავდა. მისი შეჩერება წესების დაცვით ძალიან რთული იყო. ამიტომ მეტოქეები სხვადასხვა ხრიკს მიმართავდნენ და, შესაბამისად, ადრეული ფრანგული კარიერის განმავლობაში თავმოყვარე ქართველს ხშირად უწევდა ჩხუბი.

მამუკა გორგოძის ჩხუბი

"ინიციატორი მე არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მძაფრ რეაქციას მეტოქეების ბინძური თამაში იწვევს", - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებს, რომ ვერ მოითმინო, გუნდი რომ არ დააღალატო" - ეს იმავე გორგოძის სიტყვებია, უფრო სწორად, რჩევაა ახალგაზრდა მორაგბეებისადმი, ოღონდ უკვე დაღვინებულ-დაბრძენებულ სარაგბო ასაკში. უფრო სწორად კი, ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთი სიტყვით, მამუკას დიდხანს ჰქონდა მოჩხუბრის რეპუტაცია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის გალახული არავის უნახავს. ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ გოლიათი ქართველის დაჩაგვრა შეუძლებელია და ახლა მასთან ჩხუბს ყველა მაქსიმალურად ერიდება.

მოედანზე ერთი შეხედვით მრისხანე, შეუპოვარი და ძალიან აგრესიული მორაგბე, სინამდვილეში ძალიან თავმდაბალი, მეგობრული და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი ადამიანია. სავარაუდოდ, სწორედ ამ თვისებების გამო იყო, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ ის საქართველოს ნაკრების კაპიტნად აირჩიეს.

მისმა შეუპოვარმა ხასიათმა, თავდადებამ თანაგუნდელებიც აიყოლია. ყველა კარგად ხედავდა, როგორ აგულიანებდა, ბრძოლისკენ მოუწოდებდა "ბორჯღალოსნებს" უმნიშვნელოვანეს, ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩში ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გლოსტერის "კინგსჰოლმზე".

19.09.15. ტონგა - საქართველო 10:17

ამ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მამუკა გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ნამატჩევს გაკეთებული მისი კომენტარი კი თავისთავად მეტყველებს, თუ როგორი ბუნების ადამიანთან გვაქვს საქმე:

"არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის საუკეთესო მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს. დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო".

ტონგასთან გამარჯვებამ ჩვენს ნაკრებს მომავალ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გარეშე დაუბევა. როგორი საქმეა, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში არიან. უკან დარჩნენ ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ.

გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთ მატჩში აღიარეს. ვარსკვლავებით მოჭედილი ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში გამორჩეული სწორედ ის გახდა. არადა, მოედანზე მხოლოდ 48 წუთი დაჰყო. ეს უკვე საყოველთაო, საბოლოო აღიარება იყო მისი, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავისა. როგორი საქმეა, შენ წინააღმდეგ თამაშობდნენ დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ჯულიან სავეა და, მიუხედავად ამისა, შენ მათზე უკეთეს მორაგბედ გასახელებენ.

გორგოძე მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან დაპირისპირებისას). აი, რა თქვა მან ნამატჩევს:

"ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ყველა მორაგბის ნატვრაა. ეს ნატვრა ამისრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. სულ 48 წუთი ვითამაშე. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ენითაუწერელ ბედნიერებას განვიცდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი".

ის კადრი, რომელზეც ასახულია, როგორი რეაქცია ჰქონდა მამუკას, როდესაც დიქტორმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების ათ საუკეთესო მოვლენას შორის მოხვდა.

02.10.15. მამუკა გორგოძის რეაქცია, როცა ახალ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

მისი ალალი, გაოცებული ღიმილის გარდა, საყურადღებო იყო, სიხარულისგან როგორ აჟრიამულდა გადაჭედილი "მილენიუმი". ეს ქომაგების მხრიდან საყოველთაო სიყვარულის, აღიარების დასტური იყო.

მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მამუკა გორგოძე არაერთი უცხოური გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ყველაზე ღირებული კი მისი მსოფლიოს თასის ოცნების გუნდში დასახელებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამუკა გორგოძე ქართული სპორტისთვის ეპოქალური პიროვნებაა.

დოსიე

მამუკა გორგოძე

დაიბადა: 14.07.1984

სიმაღლე: 196 სმ

წონა: 118 კგ

კლუბები: ლელო, მონპელიე, ტულონი

ნაკრებში: 65 კეპი (26 ლელო)

მსოფლიოს თასზე: 2007, 2011, 2015

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• M.Z.ю

დაბეჭდეთ ჩემი ამისწინდელი მესწიჯი,გამოგვადგება ,თქვენი ჭირი მე ! ნუ ჭაკობთ! ქართველებოოოოო! საქართველოს გაუ მარ ჯოს!!!!!!!!!!!!!!......უსასრულობამდე და კიდევ იქით!

• dato

ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულია მაგრამ მე ზაზას და გორგოძეს გვუყოფდი

• Mindia

გვიყვარხარ და გვეამაყები კაპიტანო.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში