ქართველმა ფორვარდმა თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა
თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა ევროლიგის ტოპ-16-ის გახსნის მატჩში და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ესპანური "ლაბორალ კუჩა" კაუნასში "ჟალგირისთან" სათამაშოდ ჩავიდა და პირველ-მეოთხე პერიოდებში გამოჩენილი შედეგიანი თამაშით დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - 89:68.

ვიტორიელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს მატჩი და პირველი 10-წუთეულის შემდეგ 33:14 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მომდევნო პერიოდები მცირე უპირატესობებით მოიგეს, თუმცა ბოლო მეოთხედის 25:13 მოგებით შენგელიას გუნდმა კაუნასელებს ლახვარი ჩასცა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:38 წუთი გაატარა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. თორნიკემ ამავდროულად კარგად იმუშავა ფარზე და საბოლოო ჯამში 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი დააგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (16) შენგელიას თანაგუნდელთაგან მხოლოდ ადამ ჰანგამ (25) და ფაბიენ კოსიემ (19) აჯობეს. უნგრელმა ჰანგამ 9 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, ხოლო ფრანგმა კოსიემ თავი 13 ქულა და 4 პასს მოუყარა.

ევროლიგის ტოპ-16, რომელიც 14 ტურისგან შედგება, შენგელიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ცხადყო, რომ 8-გუნდიანი ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებს. "ჟალგირისთან" ერთად ვიტორიელებს ჯგუფში ჰყავთ: ხიმკი, ცსკა, ოლიმპიაკოსი, ბარსელონა, რეალი და ბროსე-ბამბერგი.

მომდევნო ტურის მატჩში, 7 იანვარს, "ლაბორალ კუჩა" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა