საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა და "ტულონის" მორაგბემ "ლელოს" მკითხველს მადლობა გადაუხადა და ასევე ბევრ საინეტრესო საკითხე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა და "ტულონის" მორაგბემ "ლელოს" მკითხველს მადლობა გადაუხადა დაფასებისთვის.

გაზეთ "ლელოს" მკითხველთა ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დასახელდა.

მამუკა გორგოძე "ლელოს" მკითხველთა ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

- მადლობა მინდა გადავუხადო "ლელოს" მკითხველს დაფასებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უსაზღვროდ მიხარია, ხალხს რომ ვუყვარვარ. მათ მხარდაჭერას, ქომაგობას მუდმივად ვგრძნობდი. განსაკუთრებით კი 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ.

მინდა მივულოცო მათ დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო განვითარება, წინსვლა და სიხარული. მინდა იცოდნენ, რომ მათი აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- როგორ შეფასებას მისცემდით მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის გამოსვლას?

- ცხადია, დადებითად შევაფასეთ. მეტწილად ძალიან კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ჩემი თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ და სწორედ ზემოთ ნახსენები კარგი ფიზიკური კონდიციების გამო მოვახერხე მობილიზება, ძალების მოკრება და სათანადოდ გარჯა.

- მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ქართველი მორაგბეების წონამ სარაგბო სამყაროში იმატა. განსაკუთრებით კი საფრანგეთში. ქართველი მორაგბეები ხშირად ხვდებიან ტურის სიმბოლურ ნააკრებში...

- დიახ, ასეა. ახალგაზრდა ბიჭები 33-34 წლის მსოფლიოს დონის ვარსკვლავების გვერდით თამაშობენ და ხშირად გამორჩეულებიც არიან. მაგათ ასაკში "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მიჭირდა.

- ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული "მეტრო რასინგი" ცდილობს თქვენს გადაბირებას...

- "მეტრო რასინგი" სამწლიან კონტრაქტს მთავაზობდა. ამბიციური კაცი ვარ და მინდა მეტი ვითამაშო, მეტს მივაღწიო. "ტულონმა" ამ ეტაპზე თავი შეიკავა, უნდათ, რომ გუნდში დავრჩე. თუმცა ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არაფერია და პარიზულ გუნდში, შესაძლოა, მაინც გადავიდე.

- რატომ გინდათ "მეტრო რასინგში" გადასვლა?

- "მეტრო რასინგს" ყველანაირად უკეთესი პირობები აქვს. სამედიცინო მომსახურება საუკეთესო დონეზე აქვთ. სპორტსმენი 31 წელს რომ გადააცილებ, უკვე ფიქრობ ასეთ თემებზე. ამის გარდა ბაზაც და სტადიონიც უკეთესი აქვთ. "ტულონს", ფაქტობრივად, მოთამაშეების გარდა არაფერი არ უვარგა.

- ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, სავარაუდოდ, თაობათა ცვლა დაიწყება. როგორ შეაფასებთ, რა მდგომარეობაა თქვენს პოზიციაზე, მესამე ხაზში?

- ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა მორაგბე გვყავს. მაგრები არიან. მაგათ გარდა ვიქტორ კოლელიშვილი უკვე ჩამოყალიბებული, უძლიერესი მოთამაშეა. ასევე კარგი მესამეხაზელები არიან გიორგი თხილაიშვილი და ლაშა ლომიძე. შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში პრობლემები არ ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

M.Z. GB.
საქართწველოს გამოვადგეთ რ ა მ ი თ ,ქართველებო!!!,გორგოძეV საქართველოს რიგითი მებრძაოლი ბრძ.. ხარ,დიდგორის ჯახისას ყოველი მეორე ქართVELI იყო შენნაირი, ყოველი მEსამე კი შენზე უკეთესნი იყვნენ,იმმიტომაც მოვაღწიეთ Dღემდე,ვიქრთველოთ ქართველებო! ღირსეულად ,არა ევროსათვის ან დალარისათვის ,არამედ ქართული ჯიშისა და ჯილაგის შემდგტომში შენარჩუნებისათვის ,მუდამჟამ და უკუნით უკუნისამდე !არა გეიმის დროს არამედ ცხოვრებისა ამ წუთისოрლად ქართველთა არსებობისა ამ ქვეყნად,თუ კი ამის ტ.... გვაქვს ჰა! ჰუია ! აჰა! ჰარი ჰარალე!!!
პანტელეიმონი
გაიხარე მამუკა, ქართველი ხალხის გახარებისთვის.
zura
სამაგალითო სპორტსმენი!!!
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში